ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა

2976

რას ნიშნავს სახელი ლაზარე და რატომ აღნიშნავს მართლმადიდებლური სამყარო ლაზარეს შაბათს.

ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება და წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას.

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში.
ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო.
სახარების მიხედვით უფალ იესო ქრისტეს ძალიან უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა. ერთხელ ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.
ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ არის.

იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული და ეს სასწაული აღასრულა კიდეც მაშინ, როდესაც ლაზარე გარდაიცვალა.

უფალმა შეიწყალა ოთხი დღის მკვდარი მისი მეგობარი და აღადგინა ის მკვდრეთით.
მართალი ლაზარეს გარდაცვალებითა და მაცხოვრის მიერ მისი მკვდრეთით აღდგომით, კიდევ ერთხელ ეუწყა ქრისტიანებს, რომ სიკვდილი ძლეულ იქნა.
რაც შეეხება სახელს „ლაზარე“, ის ებრაული სახელია და ქართულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.
ლაზარეს შაბათი და ბზობა მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება*; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ**; მოწამეთა: მარკოზისა, არეთუსიელ ეპისკოპოსისა, კირილე დიაკონისა და სხვათა (დაახ. 364); ღირსისა იოანე მეუდაბნოისა (IV); წმ. ევსტათი აღმსარებელისა, ბითვინიელი ეპისკოპოსისა (IX);