უწმინდესის სამძიმარი თამაზ გამყრელიძეს…

1418

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო

91 წლის ასაკში ბატონი თამაზი მარადიული ცხოვრების გზას შეუდგა. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი, საზოგადო მოღვაწე და მრავალი ფრიად საპატიო რეგალიის მქონე პიროვნება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გახდა მაზიარებელი მორწმუნე.

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა; დღეს კი საბოლოოდ ვემშვიდობებით.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თამაზის უკვდავი სული, ხოლო მის მეუღლესა და შვილებს, ოჯახის ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა და მოგცეთ ძალა ლოცვისა.

პატივისცემით,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი