სასკოლო ლიგა 2019

2292

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, “თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019’’-ს ფინალი გაიმართა.
პროექტში, რომლის მიზანი  მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მონაწილეობა თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ჩატარდა. ტურნირი თბილისის სამ რაიონში, 8 ივნისიდან – 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
,,თბილისის სასკოლო ლიგა დასრულდა.  ეს ჩემპიონატი დედაქალაქში პირველად გაიმართა და ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში  დიდი გამოხმაურება მოყვა’’, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტში ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით,  შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი- www.sfl.ge . მომავალში კი კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
,,ვფიქრობ, რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსგავს აქტივობებში  სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობის ჩართულობთ უნდა დავიწყოთ’’ – განაცხადაბ გიორგი  ჩაკვეტაძემ.