მოგზაურობა თურქეთში

2335

სულ ახლახანს, ჟურნალისტის, პოეტისა და შემოქმედის ნათია ჯიმშელეიშვილის საღამო გაიმართა ქუთაისში, ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, რომელიც თურქეთში მცხოვრებ „ჩვენებურებს“ ეხებოდა. ნათია საინტერესო მისიით მოგზაურობის ფრაგმენტებს ასახავდა. ღონისძიების სახელწოდება „დაკარგულ ქართველთა კვალდაკვალ“ არის, რაც თანამემამულეების ძებნასა და მათ შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

საღამოზე წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური მასალა თურქეთში ორკვირიანი მოგზაურობისა, რასაც მაქმანივით ამშვენებდა ნათიას მშვენიერი პოეზია, ლექსები, რომელიც მოგზაურობისას გამოწვეული ემოციის შედეგად შეიქმნა. საღამო ძალზედ საინტერესო, ემოციური და ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული იყო. შეგახსენებთ, რომ ნათია ჯიმშელეიშვილი ივნისის მეორე ნახევარში თურქეთში იმყოფებოდა ოფუციალურ სტუმრად, კერძოდ, სტამბოლის „შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრში“ მნიშვნელოვან ქართულ ღონისძიებაზე, სადაც დამფუძნებლებს სეზენ გონენჩ ოკჯანს (სალომე ბარამიძეს) და ორჰან ბერიძეს გადასცა მეგობრების დახმარებით შეძენილი ი. გოგებაშვილის დედაენები, რეგიონებში დაგეგმილი ქართული ენის შემსწავლელი კურსისთვის. ასევე ქალაქ ბალიქესირში, იგივე დედაენები გადასცა საჩუქრად ქართული წერა-კითხვის შემსწავლელ ჯგუფს, რომლის პედაგოგი გახლავთ ცნობილი ჟურნალისტი, ბალიქესირის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მდივანი და ასევე პედაგოგი, ჩვენებური ქართველი რამაზან აიდინი. მისივე მასპინძლობით ნათია ჯიმშელეიშვილი თურქეთის ერთ-ერთ ქართულ სოფელს ესტუმრა – არმუთალანი, სადაც იგი ადგილზე მცხოვრებ გურჯებს გაესაუბრა და წინაპართა საფლავებიც მოინახულა. ნათია ჯიმშელეიშვილს სოფლის გამგებელმა ილიას აიმ და ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ უმასპინძლა. დაესწრო სოფელ არმუთალანის ყოველწლიურ ფესტივალს და დაათვალიერა ამავე სოფლის ეთნოლოგიური მუზეუმი. ბოლოს კი მიიწვიეს ქალაქ ინეგოლში ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდა ინეგოლის ქართული ცენტრის ორგანიზებით. ინეგოლში იგი ესტუმრა მხატვარ ნევინ აკიშკალოღლუ-გოჩიტიძის ოჯახს და ასევე საკუთარი ცნობილილი ლექსის „ჩვებებურებს“ მთარგმნელის ჰუსეინ აიბარის ოჯახს. მოინახილა ინეგოლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ნათია მადლობას უხდის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ კეთილ და ეროვნულ საქმეში მონაწილეობა მიიღო. სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ არაერთი საინტერესო პროექტს გეგმავს ნათია ჯიმშელეიშვილი თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან მიმართებაში გამომცემლობა „უქიმერიონისა“ და ხელოვანთა საზოგადოების „მზის თეატრის“ ეგიდით.