როგორ დასრულდა სკანდალური RFW შარდენზე

2452

სკანდალურად ქცეული RFW კვირეული, რომელიც გორში ჩაიშალა, ამჯერად თბილისში გაიმართა 5 აგვისტოს, შარდენზე კლუბ „სოხოში“. რამ გამოიწვია ასეთი სკანდალი და თუ რატომ გადმოიტანეს RFW თბილისში, ამაზე ორგანიზატორები ჯერ არ საუბრობენ, ალბათ საქმის სამართლებრივად დასრულებამდე…

„საინტერესო გამოვიდა დახურვის ცერემონიალი და უამრავი სიურპრიზითა და სამომავლო გეგმებით დაასრულეს ორგანიზატორებმა. საზეიმო დახურვას ლიზი მამულაშვილი, პაატა თედიაშვილი, გიორგი მასხულია და ნუგზარ კვანტალიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც RFW კვირეულის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი ლუქები წარადგინეს. ამავე დღეს მოხდა კვირეულში მონაწილე დიზაინერების დაჯილდოებაც“, – განაცხადა RFW ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ.

„დახურვის ცერემონიალზე იმღერეს მომღწრლებმა ელლა დევლახმა და ჯაჯუ ვარსკვალავაძემ. ინდური ცეკვა შეასრულა ქრისტინე კაპანაძემ, რომელმაც მრავალფეროვანი ეგოტიკურობით აღაფრთოვანა მაყურებელი. დახურვის ცერემონიას სპეციალური სტუმრები გორიდან თბილისიდან, საფრანგეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც ესწრებოდნენ.

კვირეულში მონაწილე დიზაინერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე მიიღეს თანამშრომლობის შეთავაზებები, რაც სამომავლო გეგმის ნაწილია RFW განვითარებისთვის“, – განაცხადა RFW ორგანიზატორმა სოსო კავკავაშილმა.

გარდა მოდის და რეგიონალური განვითარებისა, RFW-ის უმთავრესი მიზანი და გზავნილი იყო „არა ოკუპაციას“, გორშიც და თბილისშიც.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა ხელახალ სკანდალს ელოდა დახურვის დღეს და…