ცვლილებები თბილისის საკრებულოში

2212

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის ახალ მოადგილედ ირაკლი ზარქუა დაამტკიცეს. ირაკლი ზარქუა VI მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასაც და მას ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ყოფილი  თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უხელმძღვანელებს.  რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას მას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნინო ლაცაბიძე ჩაიბარებს.