გიორგი მასხულიას მის აჭარა დაუწუნეს

3411

გიორგი მასხულიას კონკურსის გამარჯვებული დაუწუნეს, კონკურსისა, რომელიც სულ ახლახანს ჩატარდა… სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ აჭარა 2019“ გაიმართა, სადაც „მის აჭარა 2019“-ის ტიტული 15 წლის ბათუმელმა გოგონამ ანა კორძაიამ ჟიურის გადაწყვეტილებით მიიღო. ანა კორძაიამ ტიტული მიიღო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კონკურსის გამარჯვებული სოციალურ ქსელში საშინელებად მიიჩნიეს, დაიწუნეს… ბერვმა დაწერა, რომ ბათუმში ბევრად ლამაზი გოგონები დადიან.

კონკურსის ორგანიზატორმა, სკანდალურმა გიორგი მასხულიამ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რითაც კრიტიკოსებს უპასუხა:  Miss Adjara 2019-ის გამარჯვებული ანანო კორძაიაზე რატომღაც საუბრობთ რომ ეს გოგო არ იმსახურებდა ამ ტიტულს. მირეკავენ და მეუნებიან მახინჯი გოგო გაიყვანე პირველ ადგილზეო… უკაცრავად, მაგრამ თვალებში „რაზვალი“ გაქვთ?! სილამაზეს და სიმახინჯეს ვერ არჩევთ… ძალიან მეცოდება იმ საზოგადოების ნაწილი, ვისაც თავისი არც პირადი, არც კარიერა არ გაგაჩნია და მხოლოდ სხვების ცხოვრებით არიან დაკავებული. მინდა ჩემ კოლეგებს მივმართო ეკა მგალობლიშვილს, იოანა პირველს, მარკუს მეტრეველს – (Eka Mgaloblishvili Ioana Pirveli Marcus Metreveli) აქ სიმახინჯეს ხედავთ?

ჩვენ ანა კორძაიასაც ვესაუბრეთ: ანა კორძაია (მის აჭარა 2019): ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით, რადგან კონკურენცია მაღალი იყო. დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის ტარება, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი მასხულიას და ინგა სიორიძეს. ყველას აზრს პატივს ვცემ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ზოგადად, თუ რაიმე პიროვნებად წარგადგენენ, მზად უნდა იყო კრიტიკისთვისაც, მათ შორის დაუმსახურებელი კრიტიკისთვისაც კი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს თანადგომისათვის… მზად ვარ სამომავლოდ სხვადასხვა კონკურსში მივიღო მონაწილეობა…