წლის საპატიო მოქალაქეები…

2175

რუსთავის ცენტრალურ პარკში, „რუსთავქალაქობა-2019“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერმა წლის საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა.

ირაკლი ტაბაღუამ, საპატიო რუსთაველის ტიტული, სპეციალური სიგელი და საჩუქარი, ძველი თაობის ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელს, ჯონი რუხაძეს გადასცა.

ქალაქის დღესასწაული, რუსთაველებს ნეკა სებისკვერაძემ და დათო ნოზაძემ ქართული მუსიკის კონცერტით მიულოცეს.
დასკვნით ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები: „ჩვენებურები“, „თუთარჩელა“, „მე რუსთველი“, „იამბიკო“, „სალხინო“.

„რუსთავქალაქობა“ წელს, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ქალაქის ტრადიციული დღესასწაული უკვე მეოცედ აღინიშნა.