ეგვიპტის მერვე სასჯელი

2744

მოამზადა:
ქეთი მარტიაშვილი

კორონავირუსის პარალელურად მსოფლიოს კიდევ ერთი პრობლემა დაატყდა თავს, ე.წ. უდაბნოს კალიების მასობრივი შემოსევა, რომელმაც აფრიკის გავლით შეაღწია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, დღევანდელი ინფორმაციით კი თურქეთსა და ირანშიც შეაღწია.

(FAO) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის არსებული კალიების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

მათი შემოსევა იემენში დაიწყო, რასაც იქ არსებულმა კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი. თითოეულ დაჯგუფებაში 10 მილიარდამდე კალიაა თავმოყრილი, რომლებიც 100-200 კილომეტრამდე მანძილს გადიან დღე-ღამეში და გზაზე ყველაფერს ანადგურებენ

FAO აცხადებს, რომ თუ კალიების დროული განადგურება არ მოხდება, მათი რიცხვი ივნისსითვის შესაძლოა 400-ჯერ გაიზარდოს.