ჩინეთში სპილოებმა 30 ლიტრი ღვინო დალიეს

2088

მოამზადა:
ქეთი მარტიაშვილი

მანამ, სანამ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, COVID-19 მძვინვარებს, ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, იუნანის პროვინციაში 14-მა სპილომ დრო იხელთა და ერთ-ერთ სოფელში საკვების საძებნად შეიპარა.

საკვების ძებნის დროს ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში სპილოებმა სიმინდის ღვინო აღმოაჩინეს. როგორც სოფლის მკვიდრი ლი ბა გამოცემა Mirror-თან საუბარში აცხადებს, მათ 30 ლიტრი ღვინო დალიეს, შემდეგ კი ჩაის პლანტაციაში ჩაეძინათ.