რატომ უხდის ლადო კახაძე ივანიშვილს მადლობას და ბოდიშს?!

1731

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელმაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა, ლადო კახაძე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება: „ორი სიტყვაა დიდი პასუხისმგებლობით სათქმელი, ყავარჯენივითაა, წაქცევისაგან დაგიცავს, ამ ორ სიტყვას „მადლობა“ და „ბოდიში“ ჰქვია. დიახ, მადლობა ყველაფრისათვის რაც გაუკეთე შენს მიწა-წყალს, სამშობლოს, მოყვასად აღქმულ ადამიანებს, მადლობა გაჭირვებაში უანგარო შეხიდებისათვის და მომავალზე ფიქრისა და ზრუნვისათვის… და ამავდროულად ბოდიში ამის დაუნახავობა – დაუფასებლიბისათვის…ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიის ერთგულ მსახურად დარჩება… პატივისცემით, ლადო კახაძე“.

წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ცნობილი ექიმი და პოეტი, ჩვეული ლაკონურობით და დახვეწილობით ლადო კახაძე.