ლიეტუვა ნინოწმინდასა და ახალქალაქს ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება

1213

დღეს ჩვენმა ელჩმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის ”ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ტურიზმისა და დამხმარე სექტორების ხელშეწყობის გზით ადგილობრივი ეკონომიკის დახმარება პოსტ პანდემიურ სიტუაციაში” განხორციელების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, საელჩო გამოყოფს 5000 ევროს პროექტის განსახორციელებლად (საერთო ღირებულება 7200 ევრო), რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის უკეთეს შიდა და საერთაშორისო პოზიციონირებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვიზიტორთა სათანადო ორიენტაციაში ამ მუნიციპალიტეტების მიმართულებით. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს ადგილობრივი ტურისტული ღირებულებების ყოვლისმომცველ შეფასებას და დოკუმენტაციას, ასევე შეიმუშავებს და გაავრცელებს ილუსტრირებულ ტურისტულ საიტებს, საპრეზენტაციო ციფრულ რუკებს გზამკვლევით ვიზიტორებისთვის როგორც შიდა ისე საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის. ამრიგად, ადგილობრივი ტურისტული ღირებულებების პოპულარიზაციისა და მეტი ვიზიტორის მოზიდვის ხელშეწყობით, პროექტი შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისათვის, ტურიზმისა და დამხმარე სფეროებში ბიზნესის წამოწყების განვითარების გზით.

პროექტი ორ თვეში უნდა განხორციელდეს.

Today our Ambassador and the Chairman of the Board of the Public Movement „Multinational Georgia“ signed the Agreement on implementation of the project

“Assisting local economies in the post pandemic situation through the promotion of tourism and supportive sectors in Ninotsminda and Akhalkalaki municipalities”.

According to the Agreement The Embassy will allocate up to EUR 5000 for the implementation of the project (total value 7200 euros), which will assist in better domestic and international positioning of local tourism potential and make a valuable contribution in proper orientation of the visitors in these municipalities. To this end project will make a comprehensive assessment and documentation of local touristic values as well as develop and disseminate illustrated touristic sites, presentational digital visitors maps with the guide among domestic and internationally interested parties.

Thus by assisting in the promotion of local touristic values and the attraction of more visitors, the project will create a fertile ground for boosting local economies through the development /creation of business ventures in tourism and supportive areas.

The project should be implemented in two months.