საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე კომენტარს აკეთებს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რთული და მნიშვნელოვანი არჩევნებია ხვალ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები სიმშვიდეს ინარჩუნებენ, განცხადებებსაც აკეთებენ და დაპირებებსაც გასცემენ…
ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და საპასუხისმგებლო არჩევნებია. დიდი მადლობა ჩვენს გონიერ და მომავალზე სწორად ორიენტირებულ მოსახლეობას მოთმინებისა და საქმიანი ჩართულობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს – ნდობისათვის. ჩემი ერთადერთი თხოვნაა: ვიაქტიუროთ, ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ჩვენი ხმის დელეგირების მეოხებით მხარდაჭერა აღუთქვათ ღირსეულ რჩეულებს, რათა კიდევ ერთი გამართული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების გზაზე. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დიდი პასუხისმგებლობით გააგრძელებს გამოწვევებთან გამკლავებას (სიღარიბე, დასაქმება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა სტრატეგიული თუ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები) თაობათა მეკავშირეობის დადებითი მხარე ჩვენითვე მოპოვებული ღირსეული მომავალია“, – ამბობს ლადო კახაძე.
მართლა საპასუხისმგებლო და მეტად საინტერესო არჩევნებია ხვალ, განსაკუთრებით შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (თუ) საქართველოშია…