რა მოხდა, დეტალურად არ ვიცით, თუმცა საყურადღებოა ეს საკითხი… საკითხი, რომელზეც თბილისის მერიის მაღალჩინოსანი, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გელა ჩივიაშვილი წერს ფეისბუქზე, ე.ი. მეტად მწვავეა რიგი საკითხები… მწვავე დაპირისპირება ერთ-ერთ დაინტერესებულ პირსა და გელა ჩივიაშვილს შორის კამათს მოჰყვა, რამაც სოციალურ ქსელში გადაინაცვლა… რადგან საკითხი სოციალური ქსელით განხილვის საგანი გახდა, შესაძლოა ეს ამბავი სკანდალის საფუძველიც გახდეს.
გთავაზობთ გელა ჩივიაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად.
„მეგობრებო ვფიქრობდი ეს პოსტი დამედო თუ არა, საბოლოოდ მაინც მივიღე გადაწყვეტილება რომ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა საკრებულოში, რომელიც მერიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის ,,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის,, პროგრამაში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ყველა წარმომადგენლი, მშობლები, ექსპერტები, თერაპევტები და ა.შ.. იყო კამათი, აზრთა გაცვლა და რაც მთავარია იმიტომაც მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება საკრებულოში რომ ფართო განხილვა ყოფილიყო ცლილებების რომელიც პირველ რიგში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. კერძოდ გაიზრდება იმ თერაპიების ჩამონათვალი რომლითაც ვაუჩერული დაფინანსების ნაწილში შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამის მონაწილე ბავშვებმა.
ცალკე მიმდა ავღნიშნო ის, რომ საჯარო მოხელეებს გვაქვს თმენის ვალდებულება და უნდა ვითმინოთ ზოგჯერ ის ტალახი, რომელსაც არასწორად გესვრიან, მაგრამ როდესაც ამ ტალახის ადრესატები სხვა მშობლებიც ხდებიან, ამაზე მინიმუმ პასუხი არ უნდა გაეცეს??? ასეთ საქციელს ჰქონდა ადგილი ქალაბტონი მარი კორკოტაძის მხრიდან ამ შეხვედრაზე რომელსაც 40 მდე ადამიანი ესწრებოდა, დეპუტატები, მშობლები, თერაპევტები, დარგის ექპერტები და ა.შ.. კი ბატონო ავიტანთ საჯარო მოხელეები მის ცრუ ბრალდებებს მაგრამ აი ამ კომენტარის ადრესატები ვინ არიან იქნებ ახსნას. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ასეულობით მშობელთან ვმეგობრობ. დიახ ვმეგობრობ ზოგი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ზოგი ახლად შეძენილი მეგობარია და ა.შ. და ამიტომ ისინი ამ სიტყვებით უნდა მოიხსენიოს ქალბატონმა მარი კორკოტაძემ???? ესენი ხო საჯარო მოხელეები არ არიან და იგივე სტატუსი აქვთ რაც მას. კრიტიკა ყოველთვის მისაღებია და მიგვიღია, მაგრამ ჯანსაღი და არა შეურაცხმყოფელი. აქვს ამ ადამიანს ამის უფლება რომ ყველა ლანძღოს და ამ სიტყვებით მოიხსენიოს???? განსჯა თქვეთვის მომინდია მეგობრებო და ეს გრძელდება წლებია. არადა თბილისის მერია იყო პირველი ვინც მშობლებს გამოეხმაურა და დაიწყო ეს პროგრამა და დღესაც პირველია ვინც არჩევანის თავისუფლებას მისცემს მშობლებს ახალი გადაწყვეტილებით. კი ბატონო ჩვენ საჯარო მოხელეებს გვესროლეთ ტალახი ქალბატონო მარი, მიჩვეულები ვართ თქვენგან უსამართლო მოქცევას, მაგრამ სხვა მშობლებს რას ერჩით???????? Lia Tabatadze სიმართლე გითხრათ თქვენგანაც ძალიან გამიკვირდა, რომ მინიმუმ არ ურჩიეთ ეს არ დაეწერა“ – წერს გელა ჩივიაშვილი.