უკვე მეორედ კავკასიის მასშტაბით სკეფ-მა უმასპინძლა თბილისის მეორე საერთაშორისო ტურნირს და XI სემინარს კენდოში. სემინარი და ტურნირი ჩაატარეს ევროპის ფედერაციის (http://www.ekf-eu.com/) წამყვანმა ოსტატებმა: ისრაელის კენდოს ფედერაციის პრეზიდენტმა და შეფ-ინსტრუქტორმა – პაშა ვოლოდარსკიმ (5 დანი კენდო) და სხვა ოსტატებმა.
„სემინარი და ჩემპიონატი ამა წლის 25-27 ოქტომბერს ჩატარდა, თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში. ასპარეზობდნენ საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის, ასევე ისრაელის, საფრანგეთის, ინგლისის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ლიტვის ფედერაციების სპორტსმენები და წარმომადგენლები. კენდოში აღნიშნული დონის ჩემპიონატის ჩატარება კვლავ რჩება ისტორიულ ფაქტად მთელი კავკასიის მასშტაბით.
პირველ დღეს მეგობრული ვარჯიშით გაიხსნა. მეორე დღე კი სემინარით გაგრძელდა და გამოცდით ახიძთრახ – კიუ/დანი. აქედან, სკეფ-ის 3 სპორტსმენმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა 1-2 დანებზე (შავი ქამარი), ხოლო 7 სპორტსმენმა 1,2 კიუზე.
მესამე დღეს უპრეცენდენტო სპორტული ღონისძიება გაიმართა! კენდოში, თბილისის მეორე საერთაშორისო ჩემპიონატში, როგორც ინდივიდუალურ (ვაჟები,ქალები და იუნორები), ისე გუნდურ (ორივე ასაკობრივი) კატეგორიაში.
ჩემპიონატს დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში, ბატონი სოიამა შინჯი, საქართველოს კარატედოს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია და სხვა საპატიო სტუმრები.
ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თბილისელმა სპორტსმენებმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ კატეგორიებში. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩემპიონატში უფროს ასაკსა და იუნორებში ინდივიდუალურ კატეგორიაში 1 ადგილები დაიკავეს თბილისელმა სპორტსმენებმა, ხოლო გუნდურ კატეგორიაში, დაძაბულ ბრძოლებში მეორე ადგილი მეორედ დაიკავა თბილისის კენდოს კლუბმა – „სამურაიმ“. ხელმძღვანელი გიორგი ლეკაშვილი.
უნდა ღვნიშნოთ, რომ ამ სემინარით და ჩემპიონატით ამაღლდა სპორტსმენების ოსტატობა და გაიზარდა ინტერესი კენდოს სახეობისადმი. ასევე, მოხდა მონაწილე ქვეყნების ფედერაციის სპორტსმენებთან საქმიანი და მეგობრული კავშირების გაღრმავება.
დასასრულს, საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია დიდ მადლობა ქალაქ თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას, პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორს, შალვა მაისურაძეს, გიორგი კუკავას და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანადგომა და დახმარება გაგვიწია, რათა აღნიშნული ჩემპიონატი და სემინარი ჩატარებულიყო წარმატებით“, – განაცხადა გიორგი ლეკაშვილმა.