ქართველმა პარალიმპიელებმა ტოკიოში გვასახელეს!

1333

ქართველმა პარალიმიელებმა თავი არ დაზოგეს და ტოკიოში გვასახელეს! ყოველი მთგანი ქების ღირსია, მეტად დაფასების და სამომავლო სტიმულისთვის მაქსიმალური ხელშეწყობას იმსახურებენ. რა თქმა უნდა, აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მათ არ სჭირდებათ ხელშეწყობა, ყოველ ადამიანს – პარასპორტსმენს, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება და პარალიმიადისკენ ისწრაფვის…

„ჩვენ, პარალიმპიადაზე, სამი მედალი გვაქვს. ამ სამი მედლის უკან ბევრად მეტი გამარჯვების ისტორია დგას! მე ვამაყობ ჩემი პარალიმპიური ოჯახით და პარასპორტსმენებით! თითოეული მათგანი, ვინც აქ ტოკიოში, საქართველო ასახელა, ნამდვილი გმირია! მათ მაგალითი მისცეს არა მარტო სამშობლოს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ყველა შშმ, თუ ტიპიური განვითარების მქონე პირს! 163 ქვეყნიდან 4,500 სპორტსმენი, საოცრად დიდი კონკურენცია! არ გაგვიმართლა, ტრავმებში, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძვით! დარჩენილ დროსაც ღირსეულად ვიასპარეზებთ და ეს უდიდესი გამოცდილება და შრომა მიგვიყვანს კიდევ უფრო დიდ წარმატებამდე“, – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი საკუთარ ფეისბუქზე.

ცხადია, ჩვენი რედაქცია უერთდება ამ გამარჯვების სიხარულს და ვულოცავთ წარმატებებს, მომავალში მეტ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ პარასპორტსმენებს!