რაში გაიმარჯვა გიგა ჭიკაძემ დიასპორის დაჯილდოება 2021-ზე…

1585

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში. საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის;
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;
სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის;
საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის;
საქართველოს უცხოელი მეგობარი.

ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში ვულოცავთ „დიასპორის დაჯილდოება 2021“ პროექტის ყველა ნომინანტს და გამარჯვებულს! ვუსურვებთ ყველას წარმატებას სამომავლო საქმიანობაში.

განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ კალიფორნიის შტატიდან წარდგენილ გიგა ჭიკაძეს GIGA CHIKADZE, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გიგას ვუსურვებთ გამარჯვებას მომავალ ასპარეზზე და ულევ წარმატებას სპორტულ კარიერაში!

პ.ს. შეიძლება ითქვას, რომ გიგა ჭიკაძე მსოფლიოში ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავია სპორტში, განსაკუთრებით ურთულეს საბრძოლო სახეობაში. გიგა UFC-ის მებრძოლია და ეს მიმართულება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ და საინტერესო მიმართულებად ცამოყალიბდა, როგორც მრავალფეროვანი საბრძოლო ხელოვნება და სპორტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ გიგა ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს სკოლის ღირსეული წარმომადგენელია.

Consulate General of Georgia wholeheartedly congratulates all the nominees and winners of the “Diaspora Awards 2021”, organized by the Ministry of Foreign Affairs of Georgia. Best wishes to all diaspora representatives on their future activities!

Special congratulations to GIGA CHIKADZE, who was nominated from our very own state of California in the nomination: Contribution to Sport Development. Wishing Giga best of luck in the future endeavors!