ქართველი კარატმენი ტაილანდში სასწავლო სემინარებს გამართავს

1767

„რამოდენიმე დღის წინ სენსეი ნაკამურამ შემატყობინა, რომ მე უნდა ჩავატარო სწავლება ტაილანდში 13-15 ოქტომბერს, გოჯუ-რიუს აზიის სემინარზე.

დიდი პატივია და უფრო დიდი პასუხისმგებლობა იმ დიდი ოჯახის წინაშე რომელსაც IOGKF ქვია.
დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო სემინარი გამოვა ტაილანდში, ასევე სხვა უმაღლესი დონის სენსეებთან ერთად“ – აცხადებს ლევან როგავა.

შეგახეენებთ, რომ სენსეი ლევან როგავა მეხუთე დანის მფლობელია, რაც კარატეში საკმაოდ მაღალ საფეხურს და დიდოსტატობას ნიშნავს.

ქართული სპორტისთვის, კონკრეტულად კარატესთვის, მეტად საამაყო ფაქტია ის, რომ ტაილანდში, მსოფლიო ორთაბრძოლების ერთ-ერთი უმაღლესი დონის ოსტატებით გამორჩეულ ქვეყანაში ქართველი ჩაატარებს საერთაშორისო სემინარს. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გოჯუ რიუს, IOGKF-ს შეფინსტრუქტორს, იაპონელ დიდოსტატს, სენსეი ტეცუჯი ნაკამურას, რათა საქართველოს კარატეს განვითარებას კიდევ ერთი კარგი საშუალება მისცა!

Sensei Levan Rogava, Chief Instructor of IOGKF Republic of Georgia. He will be teaching Irikumi techniques at IOGKF Asian Gasshuku. More than 30 years experience in Martial arts World Champion – WKO, 1998, USA Miyagi Chojun Festival 2000 Canada Irikumi-Ju 2nd place.

World Champion – Full Contact Karate 2004 Turkey – ნათქვამია IOGKF (საერთაშორისო ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის) ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.