კარატეს ქართველი ოსტატი ინდოეთში სემინარს ჩაატარებს

301

საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის წარმატებები გრძელდება – ლევან როგავა ინდოეთშია მიწვეული, რაც დიდი აღიარებაა მსოფლიო გოჯუ რიუ კარატეს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან. ცხადია, ეს დამოკიდებულება ინდოეთის კარატეს ეროვნული ფედერაციისთვისაც მნიშვნელოვანია.

„უდიდესი პატივი და პრივილეგიაა ჩემთვის ინდოეთში სემინარის ჩატარება.
განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო კი ის არის, რომ ინდოეთის შეფ-ინსტრუქტორის და IOGKF-ის ერთ-ერთი უხუცესი სენსეის პერვეზ მისტრის მიერ ვარ მიწვეული ამ საოცარ ქვეყანაში.
დიდი მადლობა სენსეი მისტრის ნდობისთვის და სენსეი ნაკამურას ამ შესაძლებლობის მოცემისთვის.
ვისაც გაქვთ ინდოეთში ჩვენთან ერთად წამოსვლის და ამ უნიკალური შესაძლებლობის გაზიარების სურვილი შეგიძლიათ მოგვწეროთ“ – წერს საკუთარ ფეისბუქზე საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტი, IOGKF-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მეხუთე დანის მფლობელი, სენსეი ლევან როგავა/

It is a huge privilege and honor for me to conduct a Gasshuku in India.

It is especially important for me because I am invited to this wonderful country by a chief-instructor of India and one of the most senior senseis of IOGKF, Sensei Pervez Mistry Pervez Mistry.

Many thanks to Sensei Mistry for his trust and to Sensei Nakamura for giving me this opportunity Tetsuji Nakamura 中村哲二.