წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2134

ავტორო: საბა შანავა

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

საბა შანავა – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის პატრიოტული ლექსი“

ჩემო ხელმწიფევ!

ჩვენ პური გვაკლდ აჩემო ხელმწიფევ,

სეირი იცოცხლე! – არ გვაკლდა არასდროს.

დიდგორს და ბასიანს ოდნავ თუ გამოვცდით,

საფიცარ ფსოუს წყალს ვერ გავცდით ამავ დროს.

კოხტას თავს გაცემულ, გაკოჭილ, დადიანს,

მონღოლმა შეუქო კოლხური რენომე.

ერთი ძმა ბოლშევიზმს როდესაც ებრძოდა,

უღმერთოდ ასმენდა მარცხნიდან მეორე.

ჩვენ პირი გვაკლდა ჩემო ხელმწიფევ,

ერთი და არგვქონდა გატანის უნარი.

ერთურთის სისხლის და ერთურთის ჯილაგის,

ამისთვის მივიღეთ ვერსალშიც უარი.

დავკარგეთ ცხინვალი, ცხუმი და შატბერდი,

დავკარგავთ გარეჯსაც, ნუ მისმენს ღმერთი და…

იქნება მოვესწროთ ერთხელაც იმ დღესაც,

როდესაც გვექნება მიზანი ერთი და…

ნურავინ ნუიტყვის, ქართველმა გაგვცაო!

გადაწყდა, ვმონობთო ერთსაც და მეორეს.

ნუ იტყვის ნურავინ: დავმარცხდით, დავთმეთო…

დროული დროება უდგასო მედროვეს.

დიდგორს და ბასიანს ოდნავ თუ გამოვცდით,

გაუტეხ არტანუჯს ვერ გავცდით ამავ დროს.

ერთგულნი გვიჭირდ აჩემოხ ელმწიფევ,

ორგულნი?! იცოცხლე არ გვაკლდა არასდროს.

ტამპლიერი რაინდი

დილას ისევ შემოვხვდი ფიქრით თვალებგახელილ,

და ისს თურმე წამები უხმოდ შემოეფანტა.

თითზე ვიხვევმომავალს, როგორც ნოსტრადამუსი,

მზემ კი ზეცას სხივები – ალისფერი პომადა.

შეახო და რიჟრაჟიც ქალწულივით გაწითლდა,

წვივზე ამბორს უარყოფს სევდიანი ამინდი.

კეფის წილთან უძილო ნეირონი აწივლდა,

მე კი შევრჩი ავრორას შუა ღამის რაინდი.

ახლა სახეს იფარავს პურიტანი ნიღბით და,

დაფარული სიძულვილი ნუნებივით მეზრდება.

რა აიტანს ღრიანცელს ავოკადოს ქუჩის და,

თითზე ვითვლი ხარისხად თუ რამდენად მბეზრდება.

შენი ღბული მოკვდა ვის მკვდრებისაგან გარჩევა,

ნაცრისფერი ბედის ქვეშ უსამშობლო ლაშქარი.

ისევ წელავს ცხოვრებას მეასედი წამით და,

შემოკრიბა აისმა უსაქმურთა ამქარი.

მეკი, ნოსტრადამუსი, თით ზევიხვევ მომავალს,

წვივზე ამბორს დათანხმდა სევდიანი ამინდი.

მზის სხივების შეტევებს დარაბებით ვებრძვი და,

დაისს ვუცდი, უღმერთოს, ტამპლიერი რაინდი.

+ + +

ახლა ყველაფერი სულერთია,

სულაცარაფერიგვაპატიონ,

სხეულს დახვრეტილი სული უთრევია,

ალიონამ დედა გალაკტიონ…

ახლაც თვით მკვლელობის ჟამია და ,

მე წინ მივუძღვები პოეტთა პროცესიას.

უხორცოდ, ულექსოდ და სხვა ჟანრია:

სიცოცხლეც, სიკვდილიც და პოეზიაც…

ღამდება, გუმბათებმა აილოკეს,

დაისის ქარაგმული კონტურები.

მუზებმა სტრიქონები დამიმოკლეს,

და მოკლეს მახვილით და კონვერტები…

უფრო მრავლდება და წაუკითხავ,

წიგნების თაროებს ემატება….

ახლა ისე ვარდასაღუპად,

ყველა და არავინ მემეტება…

ოდესმე სულიერი რეზექცია,

ან იქნებ დეპრესიაც გვაპატიონ…

მანამდე დრო გვაქვს და ყველა ციდან,

გადმოვხტეთ მე და თქვენ გალაკტიონ!