გიორგი შარვაშიძე – ინგუში ამორძალი

4791

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

გიორგი შარვაშიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზა“

ინგუში ამორძალი
ცხოვრება ჩვეულებრივი კალაპოტით მიედინებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირეოდენ გაჭირვებას, რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდათ საქართველოში მაცხოვრებლებს. მართალია ყველანაირად ვცდილობდით, გაგვეუმჯობესებინა ცხოვრების პირობები, მაგრამ ეს მხოლოდ იმდენად გვიხერხდებოდა, რომ შიმშილით სული არ ამოგვხდომოდა. თუმცა თითო-ოროლა მაინც მდიდრდებოდა პატიოსანი, თუ უპატიოსნო გზით.

ჩემი პირადი ცხოვრებაც უმრავლესობის დარად მიედინებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ძმა არ გვეახლა, რომელიც ახლახანს ჩამოსულიყო ინგუშეთიდან, სადაც სამუშაოდ იყო წასული. საქმე იმაშია, რომ ვისაც შეეძლო, სხვა ქვეყნებს მიაშურა ბედის საძიებლად, რადგან იქ, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს იძლეოდნენ. ჩემი ძმა ცოტა ხნით ჩამოსულიყო ოჯახის სანახავად, წასვლისას კი მეც შემომთავაზა სამუშაოდ წასვლა თავისთან ერთად, რაზეც დიდის სიამოვნებით დავთანხმდი. ინგუშეთი ჩემთვის უცხო სამყაროს წარმოადგენდა, თუმცა წასვლამდე წინდაწინვე გამაფრთხილეს, რომ ეს არის თავისთავადი, მთის წესჩვეულებებზე გაზრდილი ხალხის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შემონარჩუნებულია ტრადიციული, Fatherპაპეული ადათწესები.

დედაჩემმა გამიმზადა, რაც შეიძლებოდა წამეღო და ერთ დილით გავემგზავრეთ ინგუშეთის რესპუბლიკისაკენ. საქართველოს სამხედრო გზის მშვენიერებიდან ოსეთის საბაჟოს გავლით, მალე ამოვყავით თავი ინგუშეთის ტერიტორიაზე. მძღოლმა შორი გზა აირჩია, სამაგიეროდ იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ ადგილამდის მშვიდობიანად ჩავაღწევდით, რადგან ოსეთის ტერიტორიაზე გავლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული საქართველოოსეთის და ინგუშეთოსეთის კონფლიქტის გამო. ამიტომ ჯეირახის მთის გადასასვლელით ვარჩიეთ წასვლა, რომელიც არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. მარჯვნივ თუ მარცხნივ ცადაზიდული კლდეები და მის მწვერვალზე ეულად მდგარი წიწვოვანი მცენარე. მათ შუაგულში კი დრაკონივით დაკლაკნილი მდინარე ასა, რომელიც გაშმაგებული მიიკვლევს გზას ამ კლდეთა და ქვათა შორის. მის ნაპირს კი შეუმჩნევლად გასდევს ვიწრო გზა, რომელიც უფრო სამთო მანქანებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ჩვენც, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ ადგილამდის და მეორე დღისითვე შევუდექით მუშაობას.

+ + +

როგორც ყოველთვის, იმ დილითაც ადრე ავდექით და სამუშაოდ გავედით. სახურავზე ასვლისას თვალში მეცა ნამგალა მთვარე, რომელიც დილის მზის სხივებზე მეჩეთის გუმბათზე ელავდა.

როდისღა მოასწრეს გუმბათის დადგმა? – გავიკვირვე, რადგან გუშინ ჯერ კიდევ გუმბათის გარეშე იყო მეჩეთი.

გუშინ საღამოს სასწრაფოდ დაადგეს, – გამეპასუხა ჩემი ძმა, – ხომ იცი დღეს რა დღეა.

დღეს? – დავფიქრდი, – დღეს ხომ პარასკევიაკი მაგრამ, რა შუაშია მეჩეთის გუმბათი და პარასკევი?

ჯერ ერთი, დღეს მუსულმანების წმინდა დღეა და მეორეც, რაც ყველაზე მთავარია, დღეს მეჩეთის გახსნის დღეა.

აააგამახსენდა ამას წინათ მაგომედი რომ ამბობდა ამის თაობაზე რაღაცას.

სწორედ მაგომედმა დაადგა გუმბათი და მთვარე გუშინ მეჩეთს.

კიდევ ერთხელ შევავლე მთვარეს და ვარსკვლავს თვალი და ჭერის ბეტონის დასხმას შევუდექით. სახელდახელოდ მოწყობილ ხარაჩოზე ნოდარი იდგა და მაღლა გვაწვდიდა ცემენტისა და ღრავის შერეული ხსნარით სავსე ვედროებს. ომახიანი შეძახილების ფონზე, მუშაობა სწრაფი ტემპით მიდიოდა.

აბა ჰე, ბიჭებო!.. დღეს ადრე უნდა მოვრჩეთ მუშაობას, რადგან დიდძალი ხალხი მოიყრის თავს!..

ამბობენ თვით მუფთი ჩამოდისო.

მუფთი ვინღაა?..

მუფთი ამათი მოლათა უფროსი ყოფილა

მასთან ერთად პრეზიდენტი აუშევიც ჩამოდენილა.

აუშევი?.. მაშ ეღირება იქ ყოფნა.

თუ მიგვიშვეს, მუშაობას რომ მოვრჩებით, მივიდეთ.

რატომ არ უნდა მიგვიშვან?

მაგათთვის, ჩვენ ქრისტიანები მტრები ვართ.

თუ მტრები ვართ, მაშ რატომ მიიღეს გამსახურდია და თავიანთი ბოხოხი დაჰხურეს? – ნოდარის უყვარს გელას გაბრაზება და ახლაც ღიმილით გადაჰხედა მაღლიდან.

შენი შევარდნაძე კიდევ ფეხშიშველი შევიდა მეჩეთში და მუხლებზე დაემხო, – გელამ ბოლო ნიჩაბი ხსნარიც ჩაყარა ვედროში და ნიჩაბის ტარზე ნიკაბ დაბჯენილმა ირიბად ახედა ნოდარის.

ახლა ისევ თქვენებური არ გაუშვათ, – ზვიადიმ დასტაცა სავსე ვედროს ხელი და ნოდარის ააწოდა, – არც ერთმა დაგვაყარა ხეირი და არც მეორემ დაგვახრჩო ქადანაზუქებით.

შეხედე რა გოგოა!.. – ვახომ სხვა საგანზე გადაატანინა ყურადღება ბიჭებს და ქუჩისკენ გაახედა.

თვალი გამექცა მისი გაშლილი დალალებისკენ, რომელიც მხრებზე ლამაზად ეფინა.

ისე, რაც მართალია, მართალია. ლამაზი გოგონები ჰყავთ ამ მხარეში, – ნოდარიმაც ირიბად გააყოლა თვალი და ნერწყვი ჩაყლაპა.

საერთოდ კავკასიის მთიანი მხარე განთქმულია ეშხიანი ქალებით.…თუ ჩემი არ გჯერათ, დიუმას ჰკითხეთ, – ვახომ სახეხელა მოატარა ახლად დასხმულ ხსნარს.

ახლა საიდან მოგიყვანოთ დიუმა, – ვცადე მეც ჩავრთულიყავ ხუმრობაში, ისე კი, საინტერესოა, გასათხოვარი იქნება, თუ გათხოვილი?

მაგის გაგება არც ისე ძნელია, რადგან გათხოვილ ქალს აუცილებლად თავსახვევი უნდა ჰქონდეს. მაგას კი, როგორც ხედავ, არაფერი აქვს თავზე, – ჩემმა ძმამ სახეხელა გვერდზე გადადო და ხრახნილის კოჭებს დაუწყო გასწორება, – ისე კი, არაფერი გაივლო გულში, თორემ თავის დაჭრა სცოდნიათ თურმე.

კიდევ ერთხელ გავაყოლე თვალი ქუჩის ბოლოში გასულ გოგონას და კვლავ მეჩეთზე გადავიტანე მზერა. თვალი გამიშტერდა. ჩემს წინ მეჩეთის ნაცვლად ეკლესია მომელანდა. ზევით ავაყოლე თვალი. წვერზე ვერცხლის ჯვარი კიაფობდა.

რას გაშტერებულხარ! დროზე გამომართვი ვედრო!.. – ნოდარის ხმამ გამომარკვია.

ჯვარი ვარსკვლავად იქცა, მის ნაპირზე კი ნამგალა მთვარე აირეკლა. დროზე დავუბრუნდი რეალობას და ნოდარის გამოწვდილი ვედრო გამოვართვი.

ნეტავი რა სიმბოლო დევს ნამგალა მთვარესა და ვარსკვლავში? – ვთქვი უნებურად.

ალბათ ღამეს ეთაყვანებიან დღეზე მეტად.

ეს იმიტომ, რომ ღამე აძლევთ მათ შთამომავლობას, – ნოდარიმ კვლავ თავისებურად იხუმრა.

თქვენ გირჩევნიათ ლაპარაკს მოუკლოთ და მუშაობას მოუმატოთ, თორემ სადაცაა ხალხი დაიწყებს მოსვლას და უხერხული იქნება მუშაობა, – ვახომ მუშაობისკენ მოგვიწოდა.

ცოტა ხანს ყველა გავჩუმდით და ისე განვაგრძეთ მუშაობა. ვედრო ვედროს სცვლიდა. ცარიელ ვედროებს უკან ვაბრუნებდით, რომლებიც მალევე ისევ სავსეები გვიბრუნდებოდა. იმ დღისთვის დაგეგმილი მონაკვეთის დასხმას ბევრი აღარაფერი გვაკლდა. კანტიკუნტად ხალხმაც დაიწყო მოსვლა.

ხარმა დაიბღავლა, რომელიც იქვე ახლოს ხეზე იყო მიბმული.

დღეს ბაირამობა იქნება ალბათ, – ხარის ბღავილმა ზვიადი ლაპარაკის საღერღელზე მოიყვანა.

ჰო, სამას კაცამდის ელოდებიან.

ამათი ღვინის სმაც გააჭირებს საქმეს.

ამათ ჩაი სვან და ღვინით ჩვენ დავილოცნოთ ჩვენთვის.

ეზოში სახლის პატრონი შემოვიდა რამოდენიმე კაცის თანხლებით და ხარისკენ წავიდნენ.

ამბობენ, ადამმა ააშენა მეჩეთი თავისი სახსრებითო.

ჰო მართალია, – კვერი დაუკრა ვახომ ნოდარის.

კი მაგრამ, სად მუშაობს, რომ ამდენი ფული აქვს? – გავიკვირვე.

ამბობენ არსად არ მუშაობსო.

მაშ საიდანღა აქვს ამდენი ფული?..

ალაჰი აძლევს! – შემოგვესმა რუსულად.

მივხვდით მაგომედი იქნებოდა, რადგან დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში და ესმოდა ლაპარაკის შინაარსი. მის გამოჩენაზე ყველა შევჩერდით.

გამარჯობათ! – მოგვესალმა ქართულად.

გაგიმარჯოთ!

Эйр дик хейл хьо! – ინგუშურად დავუბრუნე სალამი.

შენც გისწავლია ჩვენებურად, – კვლავ რუსულად განაგრძო.

აბა რა!? – მცირე ყოყმანის შემდეგ განვაგრძე, – მთელი დღეა ვფიქრობ, რა სიმბოლო დევს თქვენს მთვარესა და ვარსკვლავში?.. იქნებ შენ გამცე პასუხი?..

დიდი სიამოვნებით გაგცემდით პასუხს, მაგრამ ეს სიმბოლიკა ჩემთვისაც უცნობია. ბავშვობაში არც თუ ისე დამჯერე ვიყავი და, რა თქმა უნდა, არც ლოცვებზე სიარული მეხალისებოდა. არ ვიცი რატომჩვენთან ხომ, თითქმის ფეხის ადგმიდანვე ლოცვას აჩვევენ ადამიანს. რატომღაც მე ვერა და ვერ შევეგუე ასეთ ცხოვრებასასე გრძელდებოდა, სანამ ჩვენი ოჯახი თბილისიდან სამშობლოში არ დაბრუნდა. აქ მოხდა ჩემში რაღაცნაირი გარდატეხა. როცა დავინახე, რომ ჩემს გვერდით ყველა, ჩემხელა და ჩემზე პატარა ლოცულობდა, მეც მათთან ერთად მივიჩქაროდი მეჩეთისკენ და ლოცვას აღვავლენდი ალაჰის პატივსაცემად, – შეისვენა, – ჩემთვის თავიდან სულ ერთიდაიგივეს წარმოადგენდა ჩვენი და თქვენი, მუსულმანური და ქრისტიანული religion, მაგრამ შემდგომში თანდათან ჩავწვდი ჩვენი რელიგიის საიდუმლოებას და გავიგე, რომ მუსულმანური საერთოდ განსხვავდება ქრისტიანული რელიგიისაგან და თუ კიდევ ერთხელ მომეცემა საშუალება ამ ქვეყნად მოვლენისა, ვისურვებ კვლავ მუსულმანად დაბადებას!.. – ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა.

არ შეგედავები მაგომედ! ყოველ ადამიანს აქვს უფლება, რომელ რელიგიასაც უნდა, იმას ეთაყვანოს. არც იმაზე შეგედავები, ქრისტიანული religion უკეთესია თუ მუსულმანური, მაგრამ მე მგონი, ყოველ რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი!

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – მიხვდა თავის შეცდომას და სასწრაფოდა დაამატა, – მე საწყენად არაფერი მითქვამს, – მარჯვენა ხელით კრიალოსანი ჩამარცვლა, – მით უმეტეს, ქართველებს შორის ბევრი მეგობარი მყავს. ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თბილისთანაა დაკავშირებულიუბრალოდ, კაცი რა ჭირსაც შეეჩვევი ბავშვობიდანვე, მას ვეღარ შეელევი. ჩემთვის ჩვენი რელიგიაა ცხოვრების სიმბოლოჰო მართლა, რაღაც სიმბოლიკაზე შემეკითხე, სამწუხაროდ ამაზე აქამდის არ დავფიქრებულვარ, თუ რას ნიშნავს მთვარე და ვარსკვლავიშევეცდები გავიგო.

აბა, ცოტაც ბიჭებო და მოვრჩებით, – ვახომ კვლავ შეწყვიტა ჩვენი საუბარი.

მე ხელს გიშლით ეტყობა, აბა თქვენ იცით, თან ხარი უნდა დავკლათ ახლა, – მაგომედი ხარისკენ წავიდა, სადაც უკვე სხვებსაც მოეყარათ თავი და ხარს დასაკლავად ამზადებდნენ. ფეხები თოკით გაუკრეს და წამოაქციეს.

Аллаху акбар!.. – სამჯერ გაიმეორა რუსლანმა და მარჯვენა ხელში მომარჯვებული დანა ყელზე გადაუსვა. კიდევ ერთხელ ძალუმად გაიბრძოლა ცხოველმა, მაგრამ ვერაფერი გააწყო გარშემო შემომწკრივებულ გოლიათივით ვაჟკაცებთან და მისი გადახსნილი ყელიდან სისხლმა შადრევანივით იფეთქა. ცხოველი მაინც თავისას ცდილობდა, მაგრამ მალევე შეამცირა წინააღმდეგობა და ბოლოს სულ გაჩერდა. რუსლანმა თავი დააჭრა და გატყავებას შეუდგა, რომელსაც გარშემომყოფნიც ეხმარებოდნენ.

ჩვენ მალე მოვრჩით ბეტონის დასხმას და დავიწყეთ ლოდნა, თუ როდის დაიწყებოდა საზეიმო ცერემონიალი. მეჩეთის ეზო ნელნელა ივსებოდა ხალხით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ ფაზიკებსა და ცილინდრებში იყვნენ გამოწყობილნი და ერთმანეთს ღიმილითა და მკერდის შეხებით ესალმებოდნენ. როგორც გავიგეთ, მეჩეთში ქალებს ეკრძალებოდათ Login, მაგრამ ცნობისმოყვარე ქალები ადრევე იკავებდნენ ადგილებს ეზოში. ერთმანეთში ირეოდნენ თავსაბურიანი, თუ შიშველთავიანი ქალები, რითაც ადვილად შეიძლებოდა გათხოვილისა და გასათხოვრის გამოცნობა. თავიანთი ადგილი უკვე დაეკავებინათ ინგუშეთის ტელევიზიის ოპერატორსა და დიქტორს.

ჩვენც ადრევე შევერიეთ მათ შორის, თუმცა ადვილად შეიძლებოდა ჩვენი, უქუდოების გარჩევა ქუდიანებიასგან. ლოდინში დაღლაც შემეტყო და გადავწყვიტე ბინაში დავბრუნებულიყავი, რადგან ვერაფერ საინტერესოს აქ ვერ ვხედავდი. ამ დროს ხალხმა ცალ მხარეს დაიწყო ყურება და მალე ,,მერსედესიმოადგა მეჩეთის შესასვლელს, საიდანაც თვით ინგუშეთის პრეზიდენტი რუსლან აუშევი გადმოვიდა. მაშინვე ხალხი შემოეხვია გენერლის მუნდირში გამოწყობილ პრეზიდენტს და მეჩეთისკენ გაემართნენ. აუშევმა თავისი ჩვეული ღიმილით რამდენჯერმე მიმოავლო თვალი ირგვლივ შემოჯარულ ხალხს და კიბისთავში მომლოდინე ადამთან და მუფთისთან ერთად მეჩეთში შეაბიჯა.

ყველა ცდილობდა, როგორმე ახლოს მოხვედრილიყო იმ ადგილთან, სადაც პრეზიდენტს უნდა გაევლო. ამ ამბავში კი ყველაზე მეტად ტელევიზიის და პრესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ და თავიანთი ფოტოობიექტივები და კინოკამერები პრეზიდენტის და მუფთის მიმართულებით მიეშვირათ, რომლებიც მალე კარებს უკან მიიმალნენ. ფოტორეპორტიორებმა და კინოოპერატორებმა კი კანტიკუნტად დაიწყეს ხალხის მიმართულებით ობიექტივის მიშვერა და მათი გადაღება.

მუფთის და პრეზიდენტს სხვა მორწმუნეებმაც მიბაძეს და ვინც კი დაეტეოდა მეჩეთში, ყველა უკან შეჰყვათ. გარეთ დარჩნენ შედარებით ახალგაზრდები და ქალები, რომლებიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ და მალმალე გადიგამოდიოდნენ პრეზიდენტის გარეთ გამოსვლის მოლოდინში. სხვათა შორის, პრეზიდენტის კიდევ ერთხელ დანახვა მეც მაინტერესებდა, მხოლოდ სხვებისგან განსხვავებით, ერთ ადგილზე ვიდექი და ისე ველოდებოდი მის გამოსვლას მეჩეთიდან, რაც, რატომღაც ჭიანურდებოდა.

ტელევიზიის ახალგაზრდა კინოოპერატორმა, რომელიც ჩემს ახლოს იღებდა კადრებს, კინოაპარატი ჩემსკენ მოაშვირა. მივხვდი, ობიექტივი მხოლოდ ჩემსკენ არ იყო მომართული და ჩემთან ერთად კიდევ სხვას უმიზნებდნენ აპარატს. ჩემდაუნებურად შევბრუნდი გვერდით და მოულოდნელობისაგან შევკრთი, რადგან გვერდში ის ქერათმიანი ქალიშვილი მედგა, რომელიც სახურავზე მუშაობისას შევამჩნიეთ. შევხედე და გაოცებისაგან თვალი გამიშეშდა, რადგან ახლოდან უფრო მიმზიდველი და მომაჯადოვებელი მეჩვენა. უეცრად თვითონაც შემომანათა თავისი ცისფერი, მომნუსხველი თვალები, რომლებსაც ვერ გავუძელი და უნებურად დავხარე თავი. შემდეგ კვლავ წინ გავიხედე. კინოკამერა უკვე სხვა მხარეს მიეშვირათ, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და კვლავ გვერდით შევბრუნდი.

ქალიშვილო, – ვცადე ყურადღება ჩემსკენ მოეპყრო, – როგორც ამერიკულ ვიდეოფილმებში, კიმ ბესინჯერი და ტომ კრუზი

მხოლოდ ერთი განსხვავებით, – გაიღიმა, – ჩვენი ფილმი მალე დასრულდა.

მე კი მგონია, ჩვენი ფილმი მხოლოდ ახლა იწყება, – მეც ვერ მივხვდი, საიდან მოვიკრიბე ამდენი გამბედაობა, – და არა მათი მონაწილეობით, არამედ ინგუში გოგონას და ქართველის მონაწილეობით.

მაშინვე მივხვდი ინგუში არ იყავით.

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ინგუში, პირადად თქვენს გვერდით რომ შემძლებოდა ყოველთვის ყოფნა.

ჩვენი ხალხი ქართველებს ყოველთვის პატივს სცემდნენ, მით უმეტეს, ერთმანეთს უძველესი, ისტორიული ფესვებიც გვაკავშირებს. ასე რომ, უმჯობესია ისევ ქართველად დარჩეთ.

საინტერესოა!.. ალბათ მომიყვებით როდისმე ამ ისტორიულ კავშირზე.

დიდი სიამოვნებით, მაგრამ, მე მგონი, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრაა.

რატომ?..

ჩემს შეკითხვაზე პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ მეჩეთის კარებში პრეზიდენტი აუშევი გამოჩნდა, რომელსაც სხვებიც გამოჰყვნენ. ფოტოობიექტივები და კინოკამერები კვლავ მისი მიმართულებით მიაშვირეს. წამით ჩემი ყურადღებაც პრეზიდენტისკენ გამექცა და გვერდით რომ შევბრუნდი, ინგუში პრინცესა იქ აღარ დამხვდა. ახლომახლოს მოვათვალიერე, მაგრამ ვერსად დავლანდე. გული დამწყდა, რომ ისე უეცრად გაქრა, სახელიც ვერ შევეკითხე. ხალხს შორის დავიწყე ძებნა, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენი. პრეზიდენტი და მუფთი ვიდეოკამერებითა და ფოტოაპარატების ჩხაკუნით გააცილეს. ცნობისმოყვარე ხალხმაც ნელნელა იწყეს დაშლა. თითქმის ყველა გაიკრიფა, მაგრამ მათ შორის ჩემი ახალი ნაცნობი ვერ შევამჩნიე. გულდაწყვეტილი დავბრუნდი ბინაში. ინგუში ქალები, რატომღაც, საერთოდ მიუკარებლები მეგონნენ, ამ გოგონამ კი სრულიად შემაცვლევინა წარმოდგენა მათზე. მაგრამ გაცნობის პირველივე შემთხვევა, მარცხით დასრულდა.

თითქმის მთელი კვირა თვალწინ მედგა მისი აშოლტილი ტანი, ცისფერი თვალები, ქერა, გაშლილი დალალები, სანამ ნელნელა დავიწყებას არ მიეცა.

+ + +

დახლები, დახლები, დახლებიმაგიდები, მაგიდები, მაგიდებიმიწაზე დაფენილი ფარდაგები და ზედ გაფენილი სავაჭრო საქონელი

ტანსაცმელი, ტანსაცმელი, ტანსაცმელიტყავის ქურთუკები, შუბები, პალტოები, ქუდები, შარვლები, კაბები, საროჩკები, ჯინსები, ჯემპრი, თეთრეული, საცვლები, ფეხსაცმელი, სპორტულები, პიჯაკი, ცილინდრები, შარფები, ჰალსტუხები, ბავშვის ტანსაცმელი

რა სტილს, რა მარკას და რა ფირმას არ შეხვდებითქაშემირ, ბუკლე, კლასიკა, მირაჟი, საჰარა, სტრეიჩ, ველვეტი, შტეფანიე, ვრანგლერ, ლევის, რომანო, ფიშერ, ადიდას, საბრინა, ლევანტერ, სერენატა, სისი, სკარლეტ, კარდინალ, სალამანდერ, მარია ლუისა, ტრიკოტაჟ

სურსათი, სანოვაგეტკბილეული, შოკოლადები, ნამცხვრები

ჩაი, ჩაი, ჩაიჩინური, ცეილონის, ინდური, მოსკოვის, ქართული ბაიხის, მაისკი, კამა სუტრა

ნაირნაირი კევები

დასალევი, უალკოჰოლო, მინერალური წყლები, ტკბილი წვენები, ამერიკან კოლაპეპსი, ნარზან, ესენტუკი, ბორჯომი, ტარხუნ

ალკოჰოლური, ლუდირუსსკაია, სტოლიჩნაია, პორტვეინ, კაგორ, ქინძმარაული, საფერავი, სომხური კონიაკი, სოვეტსკოე შამპანსკოე, ჯინტონიკ

მოსაწევი: უფილტრო, ფილტრიანირუსული, იმპორტული, პრიმა, იავა, მარლბორო, ოპალ, ვინსტონ, კენტ

დახლებზე დახვავებული სუფთა თურქული თამბაქო

ხალიჩები, ფარდაგები

ავეჯიმატერიებისათამაშოებიგალანტერეასამედიცინო პრეპარატებისამშენებლო მატერიალებიელექტერორადიო საქონელისაკანცელარიო, წიგნებირკინეულობაავტომობილები

შიგადაშიგ ჩაიხანები, ყავახანები, სამწვადეები

ხალხი ჭრელი, ათასნაირი მყიდველი თუ გამყიდველი

შესასვლელს გადამხურდავებლები ცერბერებივით დარაჯობენ. არ გიშვებენ, სანამ შენი ჯიბის შესაძლებლობლებს არ გაიგებენ. იკვლევ გზას რის ვაივაგლახით, ზოგან ხალხის ტალღას მიჰყავხარ და როცა გარეთ გასვლას შეეცდები და მის სპირალურ სინამდვილეს აღმოაჩენ, არ შეიძლება უნებურად მინოსის ლაბირინთი არ გაგახსენდეს.

აქ უფრო მეტი ,,Офтовоиკლიენტი ირევა, ასე ვთქვათ ,,ბიზნესმენიგადამყიდველები.

ნოდარი მიხმობს:

მოდი აქ! ტყავის ქურთუკი ხომ გინდოდა!..

მივდივარ.

იყიდეთ ბიჭებო! სუფთა თურქული ტყავია!.. – გამყიდველი თავის სტიქიაშია.

შორს, ხალხში გამექცა მზერა. ის არის?.. არა მგონიამერედა, ასეთი ქერა დალალები?.. ნამდვილად ისაა

გავედევნე.

ეეე, საით!? ასეთ ტყავს ვერ იშოვნით ვერსად მთელ ბაზარზე! – თავისას არ იშლის გამყიდველი.

წინ ხალხის ტალღას გადავეყარე. ვცდილობ გავარღვიო. ვერ ვახერხებ. მკლავზე მქაჩავს ვიღაც. ნოდარია.

სად გარბიხარ?!

არ ვიცი!..

არ მოგეწონა ტყავი?

– ??? არ ვიცი!..

ის არის?.. – ფიქრი ხმამაღლა გახმიანდა.

ვინ?!

ჰა?!.. ჰო, არაფერი

აღარ ჩამციებია. მიხვდა ჩემს უცნაურობას და ჩუმად გამომყვა უკან. ხალხის ტალღა შეთხელდა, მაგრამ ის ქერათმიანი ქალიშვილი იქ აღარ იყო.

ნახე კუზიანი! – ნოდარი კვლავ მეძახის.

ვათვალიერებ კუზებს ხალხში.

საით იყურები?!.. აგერ აქ კუზიანი ქემელი1

ჰოო!.. Пачом?..

Пят тисячь.

  ათიათასიანს ვუგდებ, ორ კოლოფს ვიღებ და ერთს ნოდარის ვაწვდი.

მოიცათ, მოიცათ! ეს რა ფულია, ყალბია, ყალბი!..

ახალია, ათიათასიანი

რა ფულია? – აწვდის გვერდით გამყიდველს.

ახალი ფულია

Оо, извините!.. Первий раз вижу… – პორტმანში კეცავს.

ნოდარი სანთებელას აჩხაკუნებს. ვუკიდებთ. ღრმა ნაფასს ვუშვებთ ყელში. მსიამოვნებს მაგარი სიგარეტივაგრძელებთ Different საქონლის თვალიერებას. თვალი ხანდახან ახალგაზრდა გამყიდველის მოშისვლებულ მკერდში მიძვრება. რომც არ გინდოდეს, ძალათი გაგირბის თვალი.

ნოდარი მანქანის მაგნიტოფონებს ათვალიერებს. იქვეა ჩაიხანა, პატარა, სახელდახელო. ის კვლავ მაგნიტოფონებს უკირკიტებს.

რომელი სჯობიან? – მეკითხება.

შენ, გასაღები რომ ჰქონდა კაცს და მანქანა ეკლდა, ისე მოგდის.

არა უჭირს, საქართველოში რომ ჩავალ, მანქანასაც ვიყიდი

ყველას `პანასონიკი გირჩევია, დავუგდე და სწრაფად გავეშურე ჩაიხანისკენ, სადაც ორი ახალგაზრდა მანდილოსანი მიიმალა, ქერათმიანი ერთი და ვარდისფერმანდილიანიმეორე.

ის არის, ის!..

მცირე ოთახი, პატარა დახლი. იქვე ჩაიდანი. ორი მომცრო მაგიდა, ორივე დაკავებული. კუთხეში პატარა სამრეცხაო. მაგიდაზე ჭუჭყიანი ფინჯნები. ძირს ვედრით წყალი.

ერთი ჩაი!..

ახლავე…- ზერელედ მოგდებული თეთრი ხალათი, – ასსია!.. – გასძახის, – დროზე შემორეცხე ფინჯნები!.. მაპატიეთ, – მე მომმართავსთუ ცოტა არ დატუქსე, ისე ვერ გაატოკებ ადგილიდან.

ფოსტლების ფლარტუნი, მოხუცი დედაბერი, ჭუჭყიანი ხალათი

მაგიდებს ვათვალიერებ. ოთხნი ერთ მაგიდასთან, აქ არაა. ორნიმეორესთან, აქააზურგით ზის, ვერ მხედავს. ნეტავ, დროზე მაინც შემოავლოს ფინჯანს წყალი.

ინებეთ!

ჰოო, უკვე გაურეცხია. ფულს დახლზე ვაგდებ, ლამბაქს ვიღებ, ფინჯანს მეორე ხელს ვაშველებ და მივდივარ მათ მაგიდასთან.

შეიძლება?..

დაბრძანდით, – მიღიმის ვარდისფერმანდილიანი თეთრი ჩაწიკწიკებული კბილებით.

ვჯდები და მაგიდაზე ვდგამ ლამბაქს ფინჯნით.

გმადლობთ!.. – ვარდისფერმანდილიანს ყურადღებას აღარ ვაქცევ, როგორც ის მე.

თუ ნებას დამრთავთ, მე მოგიყვებით ერთ ზღაპარს

განცვიფრებულმა შემომანათა ცისფერი თვალები.

თქვენ?!..

ვარდისფერმანდილიანმაც ვერ დამალა განცვიფრება ჩემი უცნაური ქცევის გამო.

მეზობლად ცხოვრობდა ორი ოჯახი, – მათ განცვიფრებას ყურადღებას აღარ ვაქცევ, – ერთს ბიჭი ეზრდებოდათ, მეორეს გოგონა. მეზობლები ტკბილად ცხოვრობდნენ, სანამ ერთ დღეს მშობლები არ წაკინკლავდნენ ადგილის გამო. იქამდის მიაღწია მათმა დავამ თანდათან, რომ მშობლები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი Fatherპაპეული მიწაწყალი და სხვა მხარეში გადახვეწილიყვნენგამოხდა ხანი. ბავშვები დიზარდნენ და თავიანთი გზა მონახეს ცხოვრებაში. გოგონა ცნობილი Actress გახდა, ბიჭს კი ცხვრის ფარა შერჩა და მასთან ერთად დაეხეტებოდა ტყეღრე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ შესთავაზეს მწყემსის როლი ერთერთ ფილმში. თითქოს ბავშვობის დროინდელმა ოცნებამ შეისხა ფრთები და სიამოვნებით დაეთანხმა ფილმში გადაღებაზე. და, ჰოი საკვირველებავ!.. გადაღების დროს აღმოაჩინა, რომ კიდევ ერთი ბავშვობის დროინდელი ოცნება უსრულდებოდა, რადგან ფილმში პარტნიორობას სწორედ ის მეზობლის გოგონა უწევდა. სხვათაშორის, არც გოგონა ყოფილიყო გულგრილი ბავშვობაში ბიჭის მიმართ და კვლავ აღმოცენდა ის მიმქრალი კოკორი, რომელიც გაზაფხულის გამოდარებას ელოდებოდა თურმე. მათ დაივიწყეს ყოველგვარი წარსული და მიენდნენ ბედს

უკაცრავად, – როგორც იქნა გამოერკვა და მეც გამომარკვია, – ამ ფილმშიც ტომ კრუზი და კიმ ბესინჯერი ხომ არ თამაშობდნენ?!

არა, ამ ფილმში უკვე ინგუში გოგონა და ქართველი მოხეტიალე მონაწილეობდნენ. ბიჭს ერქვა ზევახ, ხოლო გოგონას?..

გოგონას ფეტიმატ!.. – მომეხმარა.

როგორ?!.. – ვერ გავიგე.

ფეტიმატი! თუნდაც ფატიმა

ძალიან მადლობელი ვარ, რომ საშუალება მომეცით ჩვენი ფილმის გაგრძელებისაისე მოულოდნელად შეწყდა მაშინ… – გულში რაღაც ჩასრიალდა, გაგანიერდა, გაგანიერდა და ძალუმად დამიწყო ძგერა.

ჰო მართლა, სულ დამავიწყდა გამეცნო, დედაჩემი!.. – შეეცადა სხვა მხარეს გადაეტანა ჩვენი ყურადღება.

ჰავა!.. – წამოეშველა ვარდისფერმანდილიანი.

ახლაღა შევხედე. შევკრთი. ასეთი ახალგაზრდა წარმოუდგენლად მივიჩნიე მისი Mother ყოფილიყო.

ვინმე უცხოს დები უფრო ეგონებით, ვიდრე Motherშვილი… – უნებურად გავწითლდი, რომ წარმოვიდგინე დედასთან ერთად რეებს ვროშავდი და თავი დაბლა დავხარე.

ყველას ასე ვგონივართ.

კიდევ ხომ არ მიირთმევთ ჩაის? – წამოვიწიე, მათი ცარიელი ფინჯნები რომ დავინახე.

არა, გმადლობთ! – ჩემთან ერთად ჰავამაც წამოიწია, – უკვე ჩვენი წასვლის დროა, გვაგვიანდება, ნახვამდის

ფეტიმატიც აჰყვა. მივხვდი, თუ რაიმე გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, კვლავ დავკარგავდი.

ვწუხვარ, რომ ჩვენი მეორე შეხვედრაც ასე მალე დასრულდა. იქნებ კვლავ შევხვედროდეთ სადმე?..

თითი ტუჩზე მიიდო და თავით დედაზე მანიშნა, რომელიც უკვე კარისკენ მიემართებოდა.

ხვალ საღამოს, იმავე მეჩეთთან… – წაიჩურჩულა და ჰავას უკან დაედევნა.

მე კვლავ მარტო მიმატოვა მაგიდასთან და ფინჯან ჩაისთან ერთად. შევიცადე, ერთი ყლუპი კიდევ მოვსვი. უგემური მეჩვენა. წამოვდექი და კარისკენ გავემართე.

ახალგაზრდავ, ხურდა გრჩებათ!.. – ყრუდ ჩამესმა დახლიდარის სიტყვები, როცა უკვე კარში გავდიოდი.

სად დაიკარგე?!.. – ნოდარი აღელვებული გამორბის ჩემსკენ, – მე მთელი ბაზარი შევძარი და ეს კი თურმე ჩაიხანებში დაძვრება!

მერე აგიხსნი ყველაფერს, ახლა კი თუ არ დამზარდები ,,ვოდკახანაშიშევიაროთ.

ჰოო!.. ასეთი ბრწყინვალე აზრი, შენ საერთოდ არ წამოგცდენია. ცოტა შემცივდა კიდეცკარგი იქნება.

ცოტა მანძილი და მწვადის სუნი ცხვირში გვცემს.

აგერ ისიც!..

საველედ მოწყობილი სახელდახელო სამწვადე. სანაკვერჩხლე მაღალფეხებიანი მაყალი, ზედ ათიოდე შამფურით მწვადი. ერთი პატარა მაგიდა ოთხიოდე პატარა სკამით. მაგიდაზეერთი საერთო თეფშით პური, ერთი საერთო თეფშით ხახვი ფენაფენა დაჭრილი. სხვადასხვაგვარი რამოდენიმე ჭიქა. ბოთლით ძმარი და ბოთლით პილპილი. ერთიორი ცარიელი თეფში

ბედზე მაგიდა ცარიელი დაგვხვდა.

ორი მწვადი და ბოთლით არაყი! – ვუკვეთავთ მისალმების შემდეგ.

გამარჯობათ ბიჭებო! – დამტვრეული ქართულით მოგვმართავს გამყიდველი.

საიდან ქართული?.. – გვიკვირს.

მე დუისიდან ვარ. სამოცდარვაში წამოვედი და მას შემდეგ აქ ვარორი მწვადი ამოარჩიე, – გასძახა დამხმარეს ინგუშურად, – საიდან ხართ ბიჭებო? – მოგვიბრუნდა ისევ.

თელავიდან!..

აქ, ალბათ სამუშაოდ?..

რა თქმა უნდა.

მწვადი მოაქვს ბიჭს. გვაწვდის. ერთერთ სუფთა თეფშზე ვაძრობთ მწვადს შამფურიდან. ზედ ხახვს ვაყრით, ცოტა პილპილსაც.

კვლავ არეულობაა საქართველოში?..

ეე, იცლება საქართველო მთლიანადგაჩანაგდა ყველაფერი და მის აღდგენას თუ ვინმე შეძლებს კიდევ, არა გვგონიათქვენი სახელი? – ეკითხება ნოდარი.

ხიზირა დამიძახეთ, ბიჭებო.

ხიზირ, ერთი ბოთლი არაყი მოგვიტანე, თუ შეიძლება.

ოღონდ, თუ ვინმემ გითხრათ რამე, ვითომ თქვენ მოიტანეთ. ჩვენ აკრძალული გვაქვს მისი გაყიდვა, მაგრამ ჩუმჩუმად მაინც ვყიდით. ხომ იცით, ყველაფერს ვცდილობთ.

მაგისი შიში არ გქონდეს.

რუსკაია მოაქვს. გვიხსნის.

ამბობენ, არც დენი აქვთ, არც გაზიო საქართველოში, მართალია?

საუბედუროდ მართალია, – ნოდარი ჭიქებს ავსებს, ერთს ხიზირას აწვდის, – დაგვილიე ერთი ჭიქა.

ჯერ ვერ დავლევ ბიჭებო, ხომ იცით კლიენტიმაპატიეთშემდეგ

როგორც გინდა, – შემდეგ მე მომიბრუნდა ნოდარი, – საქართველოს სადღეგრძელო იყოს. ისე გამოსწორებულიყოს მდგომარეობა, რომ ქართველი კაცი, სხვისი სამშობლოს ნაცვლად, საკუთარ მამულს ამშვენებდეს.

გაუმარჯოს! – მეც ვიღებ ჭიქას ხელში, – თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს ალბათ ასეთი დუხჭირი ცხოვრება არც ჰქონია, რაც ტრაგედიაა მთელი ერისა და ქვეყნისაღმერთმა ჰქნას, რომ კვლავ ფეხზე წამომდგარიყოს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლო.

ოფიციალური ცნობებით, უკვე მილიონნახევარი ქართველი ყოფილა წასული საზღვარგარეთ.

ამას თუ ჩვენნაირ არაოფიციალურ ემიგრანტებს მივათვლით, რაღა დარჩენილან.

ალბათ, სომეხი და აზერბაიჯანელი უფრო მეტი იქნება ამჟამად საქართველოში, ვიდრე ქართველი.

სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ, ხომ გაგიგონია, კაცი იმედით ცოცხლობსო. ჩვენც მცირე იმედი მაინც დავიტოვოთ გულში მომავალზეიქნებ ჯერ კიდევ არ უწერია საქართველოს გადაშენება

ისტორიამ კი მრავალი მაგალითი იცის ასეთი. თვით უძლეველი რომის იმპერია ავიღოთ, თუ არ ჩავთვთლით არანაკლები სიძლიერის ასირიას, ბაბილონს, შუმერებს, კართაგენს, ურარტუს, პონტოს სამეფოს და სხვებსღმერთი ჰფარავდეს საქართველოს!..

ჩვენს სამშობლოპს ღმერთი ყოველთვის იფარავდა მტრისაგან და კვლავაც დაიფარავს

ლაპარაკში მწვადის თეფში ჩავანახევრეთ, რომელიც უკვე გაგვიცივდა კიდეც.

ხიზირ, თუ შეიძლება მწვადი ხელახლა შეგვიცხელეთ, – ნოდარი შამფურზე ასხამს დარჩენილ მწვადს.

ახლავე, ახლავე…- ხიზირა შამფურს ართმევს და მაყალზე დებს, რომელიც ორიოდე წუთის შემდეგ უკანვე მოაქვს ცხელი, – ახლა ერთს დავლევ თქვენი ხათრით.

ჭიქას ვაწვდი.

თქვენს საუბარს ვისმენდი უნებურად და გული მტკიოდა საქართველოზეისე გამოსწორებულიყოს დრო საქართველოში, რომ მარტო თქვენ კი არა, ქართველები, ჩვენც სიხარულით დავბრუნებულიყავით უკანსაქართველოს გაუმარჯოს! – სვამს, – ახლა კი მაპატიეთ კლიენტს უნდა მივხედო.

როგორც გენებოს, შენი საქმე არ გაიფუჭო და შენ იცი! – უნებურად მეც მისი კლიენტისკენ გამირბის მზერა, რომლებიც უკვე ჩვენი მაგიდისკენ მოიწევდნენ. იმათიდან მზერა ბაზრობისკენ გადავიტანე, სადაც ხალხი უკვე შეთხელებულიყო. ნოდარის ლაპარაკმა კვლავ მაგიდასთან დამაბრუნა.

ამ სასმისით ყველა ქართველ ემიგრანტებს გაუმარჯოს, რომლებიც ლუკმა პურის საძიებლად, უცხოეთში დაეხეტება. ვიცი, ყველას დარდი და საწუხარი მაინც საქართველოა და მასზე ფიქრში და იქ დაბრუნების ოცნებაში ლევენ სულს. ისიც ვიცი, რომ ისინი ცხოვრების უკუღმართმა პირობებმა გადახვეწეს შორს. ზოგი თუ თავისი ნებით გაეშურა ელდორადოს აღმოსაჩენად, ზოგი იძულებით გადაასახლეს, გაყიდეს. ავიღოთ თუნდაც შაჰაბასის მიერ ფერეიდანში თუ სხვაგან გადასახლებული ქართველები, თუნდაც თურქეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე დარჩენილნი, რომლებიც ზოგიერთი მონაცემებით, ოთხ მილიონზე მეტნი ყოფილან. თუნდაც ყველაზე უბედურები, ქართველისავე მიერ გაყიდული მამელუქები, რომლებიც სტამბოლის ბაზრიდან თითქმის მთელ აზიაევროპაში მიმოიფანტნენ, ეგვიპტეში კი ისეთ სიმაღლეს მიაღწიეს, რომ შიშის ზარს სცემდნენ თვით ოსმალოს ხვანთქარსაც კიამათი უმრავლესობა, მართალია თითქმის გაითქვიფა იმ ხალხში, ვის გვერდითაც უწევთ ცხოვრება, მაგრამ გულში მაინც უნთიათ ის ნაღვერდალი, რომელიც თავის ისტორიულ სამშობლოზე აგიზგიზებულ ფიქრში მიინავლა. ნაწილმა კი მაინც შეინარჩუნა თვითმყობადობა და არ დაივიწყა თავისი ენა, მამული, სარწმუნოება!.. დიდება მათ და მათთან ერთად გაუმარჯოს დღევანდელ ემიგრანტებს!..

მეც ვცდილობ ჩემებურად გამოვთქვა, მაგრამ მისი ამდენი მჭერმეტყველების შემდეგ, ვერ ვახერხებ და იძულებული ვხდები, გავჩუმდე და დავლიო.

გამარჯობათ, ბიჭებო! – ჩვენს მაგიდას ორნი მოუახლოვდნენ და ქართულად მოგვესალმნენ, – თქვენი ქართული საუბარი მოვისმინეთ და არ შეიძლებოდა არ შეგხმიანებოდით.

მოდით, მოდით, – ქართული ხმის გაგონებაზე გაშინაურებულად ვუპასუხე, – დასხედით!.. ხიზირ, ორი მწვადი კიდევ მოგვიტანე და არაყიც, – გავძახი.

სხდებიან ორნი. ერთი საშუალო ასაკს გადაცილებული და მეორე ახალგაზრდა.

საიდან ხართ ბიჭებო? – გვეკითხება უფროსი.

თელავიდან, თქვენ საიდან? – ვუბრუნებ კითხვას.

მეზობლები ვყოფილვართ. ჩვენც კახელები ვართ. გავიარე და თქვენი საუბარი რომ მოვისმინე, გულმა არ მომითმინა და შემოგეხმიანეთ. ვინ იცის, ზოგს რა უჭირს, უცხოობაში ჩვენ ყველას უნდა შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული. ისე კი, ღმერთმა ნურაფერი გაგიჭირვოთმე გოგი მქვია, თქვენი სახელები? – გვეკითხება.

ჩენც ვეუბნებით ჩვენს სახელებს.

ალბათ სამუშაოდ იქნებით?

ჰო აბა, აქ სხვა რის გამო ვიქნებით. – პასუხობს ნოდარი.

ხიზირას მწვადი მოაქვს არაყთან ერთად. მე ვუსხამ ახალ გაცნობილებს.

ერთიორი ლუკმის შემდეგ გოგი ჭიქას იღებს.

ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს ბიჭებოდიდი ხანია რაც ჩამოსულები ხართ? – გვეკითხება დალევის შემდეგ.

არც ისე.

დიდ ხანს ნუ დარჩებით ბიჭებო, თორემ დაიკარგებით.

რა დაგვკარგავს ამხელა ბიჭებს, – ვერ ვხვდებით მის ხუმრობას.

საქართველოსთვის დაიკარგებით ბიჭებოაგერ უკვე ათ წელზე მეტია წამოსული ვარ და ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე დავაპირე აღარ წამოვსულიყავი, მაგრამ მე საქართველოში ჩემი ადგილი ვეღარ ვიპოვნე, – ამოიოხრა და საოცრად ნაღვლიანი სახით გააგრძელა, – ამიტომ მე ჩვენს თაობას, ვინც საზღვარგარეთა ვართ Different მიზეზებით წამოსულები, დაკარგული თაობა დავარქვი. საქართველოსთვის ჩვენ დაკარგულები ვართ და ამიტომ გეუბნებით, დიდხანს ნუ დარჩებით აქ. დაბრუნდით სახლში და თუ რამე შეგიძლიათ, ისევ საქართველოს გამოადექით.

ნამთვრალები თვალებით შევხედე და გული დამეწვა მისი შემხედვარე. ისეთი გულნაკლულად გვეუბნებოდა, რომ მაშინვე მომინდა გაქცევა, თუმცა ახლა ამისი დრო ნამდვილად არ იყო. კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო დავლიეთ და ჩვენ უკვე კარგად მთვრალები გამოვეთხოვეთ და დავტოვეთ სევდიანი გოგი თავის მეგობართან ერთად. ჩვენ კი მოვდიოდით და ვფიქრობდით მის ნათქვამზე.

ბაზარი თითქმის დაცარიელებულიყო, გამყიდველებიც აქაიქღა შემორჩენილიყვნენ დახლებთან. მე და ნოდარი ბაზრის გვერდზე, ბუჩქნარში გავედით. უეცრად საიდანღაც წკავწკავი მოგვესმა. იქავე გაჭრილ არხში ჩავიხედეთ და დავინახეთ პატარა ლეკვი, რომელიც ამოსვლას ლამობდა და საცოდავად წკმუტუნებდა. გულმა ვერ მომითმინა და შიგ ჩავხტი, ლეკვი ნოდარის მივაწოდე და რის ვაივაგლახით ამოვბობღდი. ლეკვმა, როგორც კი სამშვიდობოს დაიგულა თავი, წკავწკავი შეწყვიტა და ალერსი დაგვიწყო, თითქოს მადლობას გვიხდიდა გაწეული დახმარებისათვის.

საწყალი, – თავზე ხელი გადაუსვა ნოდარიმ, – იწკავწკავებდა, იწკავწკავებდა და ალბათ ისე განუტევებდა სულს, არავინ ამოიყვანდა, – მიწაზე დასვა, – აბა, ახლა შენ თვითონ მიხედე შენს თავს, თორემ ჩვენ ჩვენი სახლი არ გაგვაჩნია და შენ სად წაგიყვანოთ?

ლეკვი უკანა თათებზე დასკუპდა და ისე შემოგვაჩერდა.

რა ჯიშია ნეტავ?

რას გაიგებ? – ნოდარი დაწინაურდა, – წამოდი, თორემ ხომ იცი, დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ვინ იცის, წესიერი პატერონი რომ ჰყავდეს, რა ძაღლი დადგებოდა, – ნოდარის დავედევნე.

თვითონ იშოვნის თავის პატრონს.

ასეა ადამიანიც, პატრონი გყავს, კაცი ხარ, არა გყავს და ვინ იცის, რომელ კოლონიაში მოხვდები, ან რომელ დავრდომილთა თავსესაფარში დალევ სულს.

ბაზარში შევდიოდით, უკან რომ მოვიხედე. ლეკვი წკმუტუნით დაგვდევნებოდა.

მოდი, მოდი, თორემ ამაღამ სიკვდილი გიწერია სიცივეში, – ლეკვი ხელში ავიყვანე.

ავტობუსში როგორ ამოიყვან?

არა უშავს, რამენაირად წავიყვანთ.

ჰყიდით? – ბაზარში შესვლისთანავე დაგვიძახა ერთერთმა გამყიდველმა.

დიახ!.. – რატომღაც ორივეს ერთნაირად წამოგვცდა.

ავჩალკაა?

დიახ, ავჩალკაა!..

მაჩუქეთ, რა ძია!.. – გვერდში პატარა ბავშვი ამოგვდგომოდა და საწყალობლად გვთხოვდა.

თუ ძალიან გიყვარს ძაღლები, გაჩუქებთ.

დამაჭერინეთ, თუ შეიძლება?!

ლეკვს ხელში ვაწვდი. გამომართვა თუ არა, იმის შიშით, უკან არ წამართვასო, შეტრიალდა და მოკურცხლა. სიამოვნებით გავაყოლე თვალი და გულში მადლობა მოვუხადე.

+ + +

დიდი უსახურავო სახლი. სამი კედელი ადგილობრივი ფასადის აგურით, წინა კედელი იტალიური აგურით და შეჭრილი აივნით. ბეტონის სახურავზე ორი სილუეტი ფიცარს ეზიდება მაღლა, დანარჩენები დაბლიდან ვაწვდით. ჩვენს ლაპარაკს ერთვის ფიცრის გაცურების და დაგდების ხმები. დივანზე ხელს გვიშლის ჯერ კიდევ გამოსაძრობი ბიძგები.

აბა ბიჭებო იჩქარეთ, მოვა ცემენტი საცაა! – უცხო ხმა ისმის. ვიხედებით. ადამ შეჰყურებს მაღლა და იძახის.

ოო!.. ახლა ცემენტის დრო არის ვითომ? – ვბუზღუნებთ ჩვენთვის.

ბევრი არ არის, ნუ გეშინიათ, პარკი ოცოცი შეგხვდებათ თითოს.

მეტი რა გზაა, – გვიღიმის ნოდარ, – იმ პატარძლისა არ იყოს თითქოს!..

ჩვენთვის რა უჭირს, არ გვეჩქარება, შენ გეჩქარება, იდარდე თვითონ, – ორფეხ კიბეზე ჩამოდის ვახო და ნიშნისმოგებით მომჩერებია.

რას ვიზამ აბა, მცირეოდენი მოუწევს დაცდა!

ალაყაფის მაღალი ჭიშკრისკენ წავიდა ვახო და გამოაღო. მანქანა კართან იცდიდა უკვე, ვახომ სახურავიდან შენიშნა ალბათ. ხელით ანიშნა, სად მოსულიყო, ჩვენც ხელი ვუშვით ფიცრების აყრას. მანქანა აივნის ბეტონის კიბეს მოადგა და შეწყვიტა თუხთუხი. ძარა გავხსენით და ფიცრები დავალაგეთ ადვილად სასიარულოდ.

ეს რა ყოფილა, რა სიმძიმეა, – ბუბუნებს ზვიად.

თუ მისთვის ასე მძიმეა მართლა, მაშ ჩვენთვის რაღა იქნება ფრიად?

ჩვენ თუ თითოზეც ვიგრძენით დაღლა, შენთვის ორორიც ბუმბული ვითარც, იქნება ალბათ.

მე მეჩქარება, – გვიახლოვდება ადამ, – და მძღოლს შენ თვითონ მიეცი თანხა, – ფულს უწვდის ვახოს, ის კი ჯიბეში იჩურთავს უმალ.

ვაგრძელებთ დაცლას და ჩვენთვის ჩვენვე ენაზე ვუბნობთ. მძღოლი კი იქვე ახლოს დგას ჩვენთან და ისე გვიცქერს, ვითომ ესმოდეს ჩვენივე ენა, თან ჩვენზე მეტად.

ისე გვიყურებს, არ გამოეპარება არც ერთი სიტყვა, – იცინის გელა და მასთან ერთად ვიცინით ყველა.

რაა ბიჭებო, რას გეცინებათ, იქნებ მეც ცოტა ვიცი ქართული? – და ჩვენთან ერთად იცინის მძღოლიც.

ქართული?.. როგორ?.. – და ყველას წარბი მაღლა გვეწევა.

დიდი ისტორია აქვს ამას ბიჭებო, თქვენ კი მოკლედ აგიხსნით, – დამტვრეულ ქართულს შიგადაშიგ რუსულს ურევს, – ორჯონიკიძელი ინგუში ვარ. ჩვენი სოფელი ერთ დროს საქართველოს ეკუთვნოდა, შემდეგ ჩვენი წინაპრები ჩამოასახლეს მთიდან და ამ სოფელში დაიმკვიდრეს ადგილი. შემდეგ სტალინმა რომ გადაგვასახლა, კვლავ ქართველები ჩაასახლეს, მაგრამ როცა დავბრუნდით გადასახლებიდან, ყველა ქართველმა უყოყმანოდ დატოვა სახლკარი და კვლავ ჩვენ დაგვიტოვეს, ისე რომ არაფერი წაუღიათ იქიდან. ცხვარძროხაც კი ჩვენ დაგვიტოვესშემდეგ ისევ ოსებმა აგვყარეს და აქედან დაიწყო ჩემი მომთაბარე ცხოვრება. თუმცა, ალბათ ასე გვიწერია ჩვენს გვარს, ჩემმა წინაპრებმაც ხომ რამდენჯერმე გამოიცვალეს საცხოვრისი

ბოლოს, ალბათ კვლავ პირვანდელ ადგილზე დაგაბრუნებს ძახილი წინაპართა, – აწყვეტინებს ვახო.

ეე, ასე რომ იყოს, რა უჭირს. მაგრამ უფროსებისაგან გამიგონია, ადამიანი რომ მიდის, უკან აღარასოდეს ბრუნდებაოახლა აქ მერგო თავშესაფარი, ხვალზეგ ვინ იცის, ყოვლად ძლიერი საით ისურვებს ჩემს გადაგდებას.

ძნელია მშობლიურ კერას მოწყვეტილი კაცი, – ვახომ ბოლო პარკს დასტაცა ხელი.

კარგია მშობლიური კერა, სამშობლო, მაგრამ შენი სამშობლო, ორი მეტრი მიწაა, რასაც ყველგან მოესწრები და ვერავინ წაგართმევს და დაგაყვედრებს.

აბა, ფული მიითვალე, – ფულს აწვდის ვახო, – ფულს დათვლა უყვარს.

სწორია, სწორი, – ძარას კეტავს მძღოლი ფულის დათვლის შემდეგ, – აბა, კარგად ბიჭებო!.. – ჯდება კაბინაში და მანქანიანად გადის ეზოდან.

ახლა კი, პარდონ! – ხელებს ვიბერტყავ, – ისედაც დამაგვიანდა.

ჭიშკარი დაკეტე და მერე სადაც გინდა იქ წადი, – ნოდარიმ სიგარეტის ბოლი შემომაფრქვია.

ერთი, ახლა მაინც არ დამასვენოთ, – ბუზღუნით მივდივარ ჭიშკრისკენ.

ვკეტავ ჭიშკარს და წყლისკენ გავრბივარ. ცივი წყლის შხეფები არ მსიამოვნებს და უსიამოდ მაჟრჟოლებს, მაგრამ ახლა წყლის გათბობის დრო აღარ არის. სასწრაფოდ ვიცვლი ტანსაცმელს და დათქმული ადგილისკენ გავრბივარ. მეჩეთის გუმბათს ვკიდე თუ არა თვალი, გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა. მოვა?.. არ მოვა?.. მზერა დაბლა გადმოვიტანე. შორიდან არავინ ჩანს. რატომღაც ფეხი შემინელდა, გულიც აღარ მიმწევს. ირგვლივ მიმოვიხედე და რაკი საეჭვო ვერავინ შევნიშნე, ნაბიჯი უფრო გაბედულად გადავდგი. ,,რაც არის, არის!..” მეჩეთს მივუახლოვდი, მაგრამ მის ეზოში Login მაინც ვერ გავბედე, მანამ კიდევ ერთხელ გულდასმით არ მოვათვალიერე იქაურობა. გუნებაში ქრისტე ღმერთი ვახსენე, პირჯვარიც გადავიწერე წარმოსახვით და ეზოში შევედი. ეზოში არავინაა, ეტყობა ლოცვის დროც ადრეა ჯერ. ეზოს ბოლოში ტირიფის ხეივანი დავლანდე და იქით გავწიე.

მე მეგონა, უკვე აღარ მოხვიდოდი, – მომესმა ახლოდან ნაცნობი სასიამოვნო ხმა.

ტირიფის გადმოშვებული ლიანები გულდასმით ფარავდა სკამზე მჯდომ ფეტიმათს, რომელიც ახლა უფრო ლამაზი მეჩვენა. გულზე დაკიდებული ბრილიანტის ყელსაბამი უფრო მეტად აცისკროვნებდა მის სხივმოფენილ სახეს. თავზე გაკეთებული ალმასის თვლიანი თმის სამაგრი კი მეტ ნათელს ჰფენდა ქერა დალალებს. დავინახე თუ არა, მომინდა მოვხვეოდი და მთელი ხმით მეყვირა, შენ ჩემი ხარ, ჩემი!.. მაგრამ გამახსენდა სადაც ვიყავით და მხოლოდ ჩუმი ცქერით დავკმაყოფილდი. მეჩეთის გახსენებამ უსიამო ფიქრები ამიშალა. თითქოს ვიღაც ჩამძახოდა ყურში: წადი, წადი! სანამ გვიანი არ არის! თქვენ Different რჯულისა ხართ და ვერ შეეგუებით ერთმანეთს!.. წადი, სანამ კიდევ დრო გაქვს!.. მაგრამ რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა და ვეღარც უკან ვბრუნდებოდი და ვეღარც სიტყვის თქმას ვახერხებდი. ბოლოს მივხვდი, ასე დგომა უფრო საჩოთირო იყო და გადავწყვიტე დავრჩენილიყავ, მხოლოდ დღეს და სხვა დროს აღარ შევხვედროდი.

შენმა სილამაზემ ისე მომაჯადოვა, სიტყვის თქმაც ვერ მომიხერხებია!..

ნამდვილი უთქვამს ჩემს დედინაცვალს, ქართველებს უყვართ კომპლიმენტის გამოთქმაო.

როგორ, ის დედინაცვალია შენი?..

კი!.. Mother ჩემს მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემმა მოგვიანებით სხვა Woman მოიყვანა

ასეც ვფიქრობდი, – თვალწინ წარმომიდგა გაღიმებული ვარდისფერმანდილიანი ახალგაზრდა Woman.

სულ რაღაც რვა წლითაა ჩემზე უფროსი და ადვილად ვუგებთ ერთმანეთსახლაც მისი რჩევის შემდეგ გადავწყვიტე შეგხვედროდი.

რაკი შევხვდით ერთმანეთს, ალბათ იმის უფლებასაც დამრთავ, შენს გვერდით დავიკავო ადგილი, – მიახლოვებულიც არ ვიყავი, რომ გველნაკბენივით წამოხტა და გვერდზე გაიწია.

არა, არა! ჯერ არა!.. – შემდეგ თითქოს თავისი მოქმედების გამართლება სცადა, – ახლა ლოცვა დაიწყება და სადაცაა მულაც გამოჩნდება. ალბათ მამაჩემიც იჩენს თავს და თუ დაგვინახეს ქვეყანა შეიყრება

თუ ასეა, იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ შეხვედრა?.. – ახლა უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, დროზე მიმეტოვებინა.

ოო, არა, არა!.. არ დამტოვო!.. – სიბრალულით მომანათა ცისფერი თვალები, – წამოდი, მდინარეზე ჩავიდეთ, იქ არავინ დაგვინახავსთანაც, აი ეს ჩვენებური ფესკა დაიხურე. ამაში უკვე ჩვენიანი ეგონებით და არაფერს გვეტყვიანთუ გზაში უფროსები შეგვხვდნენ, თავი დაუქნიე პატივისცემის ნიშნად, აქ ასეთი წესია… – უბიდან ამოიღო მრგვალი, მწვანეარშიიანი და წითელფოჩიანი აბრეშუმის ქუდი, მომიახლოვდა და თავზე მომარგო, – ჩემი ძმის ფაზიკი შენ უფრო გიხდებაწამოდი, წავიდეთ დროზე, – დაუმატა ბოლოს და გავიდა ტირიფის ხეივნიდან.

წუთის წინ სულ სხვას ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ჩემდა უნებურად მივყევი უკან. ვშიშობდი, მართლაც არავის დავენახე და უსიამოვნების მიზეზი არ გავმხდარიყავი, ამიტომ თვალებს სულ აქეთიქით ვაცეცებდი. ჩემდა საბედნიეროდ, მდინარე არც ისე შორს აღმოჩნდა და გზაშიც არავინ შეგვხვედრია, თუ არ ჩავთვლით ერთორ ქალს, რომლებიც მდინარის მხრიდან ძროხებს მოდენიდნენ სახლში.

ამათი შიში ნუ გექნება, ცოტა მამაკაცებია საშიშნი!

მდინარე გაშლილ მინდორს შუაწელზე მისდევდა კლაკვნით. მხოლოდ აქაიქ მოსჩანდა ეულად მდგარი ხეები. მენახირენიც უკვე მოერეკებოდნენ ნახირს.

ნურც ამათი მოგერიდება. ესენი დაღესტნელი დაქირავებული მენახირენი არიან. ჩვენთან დიდ სირცხვილად მიაჩნიათ მამაკაცებს მენახირეობა.

აქ, ქალთან გავლა, ეტყობა დიდი მკრეხელობაა, – ახლა უფრო მომემატა სითამამე, რაკი მას არ ეშინია, მე რისი უნდა მშინებოდა?

მთლად ასეც არაა. აი, ჩვენი ბიჭებისთვის ეს დასაშვებია, თუმცა ნორმალურ ფარგლებში. უცხოსთან, მით უმეტეს თქვენთან, ქრისტიანებთან გავლა კი დიდ დანაშაულად ითვლება. მართალია, ახალგაზრდობა ახლა ასეთ დიდ მნიშვნელობას აღარ აძლევს ამას, მაგრამ ეს რომ ხანდაზმულებმა გაიგონ, სასჯელს ვერ ავცდებით, ვერც მე და ვერც შენთუმცა გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა აიშათი ქართველს გაჰყვა ცოლად. მისიანები ჩავიდნენ საქართველოში წამოსაყვანად, მაგრამ აიშათი არ გამოჰყვათ.

ესე იგი, მე ამ ქუდში შენიღბული უნდა შეგხვდე ყოველთვის, რათა სასჯელს გადავურჩეთ?.. – გაღიმებულმა მოვიხადე და ხელში შევათამაშე მწვანეარშიიანი ქუდი.

მწვანე ჩვენი ეროვნული ფერია… – ერთი ნაბიჯით გამასწრო, – წამოდი, აქეთ წავიდეთ. მანდ ჩვენი გოგონები ძროხებს ელოდებიან სახლში გასარეკად. რომ დაგვინახონ, მთელ სოფელს მოსდებენჩვენ ძროხას კი ზალინა წაიყვანს, – მდინარეს აღმა მიმართულებით აჰყვა, მეც მას მივყევი.

ჩვენი დიდი წინაპარი ამბობდა, სიყვარულსა მალვა უნდაო, მაგრამ თუ ასეც უნდა გეშინოდეს, სჯობიან არავინ შეიყვარო საერთოდ, – დიდი ვერხვის ქვეშ შევჩერდი, რომელიც მდინარის ნაპირზე იდგა სანახევროდ ფოთლებშემოძარცვული და რომელსაც თავისი გრძელი საცეცები მდინარეში ჩაეშვა, – აქ დავსხდეთ, ამ ხის ქვეშ. მშვენიერი ადგილია, გორაკები გვეფარება და ვერც ვერავინ შეგვნიშნავსხის ფესვზე ჩამოვჯექი.

მდინარეც ყველაზე ლამაზად ამ ადგილას მოედინება… – დამეთანხმა და ჩემგან მოშორებით მწვანეზე მოიკეცა, – შეხედე, რა ლამაზად ლიცლიცებენ ჩამავალი მზის სხივები წყალში!.. – ადგილიდანვე ოდნავ გადაიხარა და ხელით გაეთამაშა ჰელიოსის სხივებს, თითქოს ჰელიადებს ეჯიბრებაო მათთან თამაშში, რომელთა ჩრდილიც მოშორებით წყლის ტალღებში ჩანთქმულიყო, – ოი, რა ცივია!.. – ხელი წყლიდან სწრაფადვე ამოიღო და მეორე ხელით შემშრალება დაიწყო.

მივხვდი, რაღაც ძალა მბოჭავდა, გაუბედავად მამოქმედებდა, მაგრამ მისი სილამაზით ვიყავი დათრგუნვილი, უცხო გარემო ახდენდა გავლენას, თუ რაღაც მესამე ძალა მოქმედებდა, ამას ვერ გავრკვეულიყავი. მისი სიტყვების შემდეგ კი, კიდევ ერთხელ მოვიკრიბე გამბედაობა, მივუახლოვდი და გვერდით დავუჯექი, რაზეც არავითარი რეაგირება აღარ მოუხდენია.

თუ არ გეწყინება, მე გაგითბობ ხელს, – და მისი ხელი, ხელში მოვიქციე, მეორე ხელიც მოვიშველიე და დავუწყე შებერვა გასათბობად. სინამდვილეში მისი ხელი საოცარ სითბოს გამოსცემდა და პირიქით მითბობდა გულსა და სულს. თვითონაც გაირინდა და თვალებმილულული უსმენდა თავისი გულის ძგერას. მისი საოცრად პატარა და ბუმბულივით ნაზი ხელი განაბულიყო ჩემს ხელებში და ამ წუთს, საერთოდ დამავიწყდა თუ სად ვიმყოფებოდი, ჩვენი ბიჭებიც და ის მესამე ძალაც, რომელიც დაჟინებით მაფრთხილებდა რაღაცას. როცა დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ გაუთბა და მეც მთლიანად გამათბო მისმა ხელმა, ნაზად ვეამბორე ხელის ზურგზე და ერთ წამს შევაყოვნე ხელი ჩემს ტუჩებთან. უეცრად, ეტყობა გამოერკვა გრძნობებიდან, სასწრაფოდ გამომტაცა ხელებიდან თავისი ნაზი, რბილი და თბილი ხელი და წამოხტა.

რა სულსწრაფები ხართ ეს მამაკაცები! – საყვედურით წამოიძახა და თან ალერსიანი კისკისი მოაყოლა, რითაც მივხვდი, არც ისე ძალიან იყო ჩემზე გაბრაზებული.

მაპატიე!.. – წავილუღლუღე რაღაც ამის მსგავსი და მეც ფეხზე წამოვდექი.

ამჯერად მიპატიებია, ხოლო მეორეჯერ!.. – ეშმაკურად შემომანათა სხივჩამდგარი თვალები, – …მიფრთხილდი!.. – გაჩუმდა, შეიცადა და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო, – ზევახ, მართლა ისეთი ლამაზია საქართველო, როგორც ინსტიტუტში გვასწავლეს?..

როგორ გითხრა, ყველას თავისი სამშობლო მოსწონს და უყვარს. მეც მიყვარს ჩემი საქართველო, მისი მთაგორიანი თუ ველმინდვრებიანი ბუნებაშენ კი, მხოლოდ სიტყვებით ვერ აგიხსნი, შენი საკუთარი თვალებით თუ არ ნახე, ისე ვერ შეიგრძნობ მის სილამაზეს

ჩემი ოცნებაა საქართველოში მოგზაურობა. Bბატონ მაკშერიპის ლექციებმა ხომ სულ მთლად დამიკარგა მოსვენება. ისტორიულადაც ძალიან ვყოფილვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, განსაკუთრებით ჩვენ და თქვენი მთიელი ხალხი. ბევრი ტრადიცია ახლაც ერთნაირი გვაქვსის კი არა და, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ვითომ ინგუშეთში გარკვეულ პერიოდში, ქართული ენა და დამწერლობა ყოფილა გავრცელებული. მართალია, ზოგიერთი ინგუში მეცნიერი საერთოდ უარყოფს ქართული კულტურის გავლენას ჩვენს კულტურაზე, მაგრამ რას მივაწეროთ ქრისტიანული ეკლესიების არსებობა, ჯვრების გამოსახულებების, ან კიდევ ქართული სიტყვების არსებობა ინგუშურ ენაში. მაგალითად ხერხი, თოფი, ვირი, ბაირაღი, სურსათი, ხალხი, რემა და სხვა. მე მგონი, ჩვენ ერთი საერთო წინაპარიც უნდა გვყავდეს…- შეჩერდა და შორს, დასალიერისაკენ გადაიტანა მზერა.

საკმაოდ ბევრი გცოდნია საქართველოინგუშეთის ურთიერთობების შესახებ

სკოლაში სწავლის დროს, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა საქართველოს შესახებ. ამ ზღაპრული ქვეყნის ირგვლივ ინტერესი აღმეძრა ინსტიტუტში სწავლის დროს, სადაც გვასწავლეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია და სადაც შედის აგრეთვე კავკასიის ხალხთა ურთიერთობათა საკითხები.

საინტერესოა, მე აქამდის წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასე ახლოს გვაკავშირებს ისტორიული ფესვები.

ბარის ინგუშეთს საერთო არაფერი აქვს ჩვენს ისტორიულ სამყოფელთან, მთის მხარესთან, კერძოს მდინარე ასას ქვაბულთან, რომელიც ინგუშური კულტურის აკვნად ითვლება და სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობ ქართული კულტურის გავლენას. ავიღოთ თუნდაც ჩვენი საბრძოლო, პირამიდული კოშკები, რომლებიც საოცრად ჰგვანან ხევსურეთში არსებულ ანალოგიურ კოშკებს. ან კიდევ ქრისტიანული ტყობაიერდის, ალბიიერდის და სხვა ეკლესიები, რომლებიც არქიტექტურული სტილით ანალოგიურია შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების არქიტეტურისა და რომლებშიც ბევრი ქართულენოვანი წარწერებია ნაპოვნისაინტერესოა შენთვის, თუ თავი შეგაწყინე?..

განაგრძე, განაგრძე! დიდად საინტერესოა, – მართლაც ისე მიმზიდველად ყვებოდა, არ შეიძლებოდა არ დავინტერესებულიყავ, თანაც საქართველოს ისტორიულ წარსულს ეხებოდა და დიდი ყურადღებით ვუსმენდი.

მეცნიერები უფრო შორსაც მიდიან და ვარაუდობენ, რომ ჩვენი სამშობლო, ძურძუკეთად ცნობილი, საქართველოს განუყოფელი კუთხე ყოფილა და მოგვიანებით მის ერთერთ საერისთავოს წარმოადგენდა. თქვენი ერთერთი მეფის, სახელი არ მახსენდება, Mother, ტომით ძურძუკი ყოფილა და სწორედ ძურძუკები დაეხმარნენ ტახტის მოპოვებაში

ისტორიიდან მეხსიერების ტალღაში ამოტივტივდა ძურძუკეთი, ხოლო თუ ეს ინგუშეთს ერქვა, პირველად მესმოდა. ძურძუკეთმა კი გამახსენა ქართლის მეფე საურმაგი, რომლის დედაც ნამდვილად ამ ტომისა იყო.

მეფე საურმაგი, – შევახსენე.

ჰო, ჰო!.. საურმაგი1.. როგორი უცნაური სახელები გაქვთ ქართველებს, რა ძნელად გამოითქმის.

ეს სახელი ახლა ალბათ აღარავის ჰქვიასამაგიეროდ ჩვენთვის თქვენი სახელებია ძნელად სათქმელი.

ჰო, საერთოდ ასეა, მშობლიურს ადვილად ითვისებს ადამიანი, – კვლავ მზის მიმართულებით გაექცა მზერა, მაგრამ ვეღარ იპოვნა, – უი, რამდენი დრო გასულა. ჩემი წასვლის დროა, იქნებ გოგონებს მივასწრო კიდეც.

გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი, ისე შეტრიალდა და გაიქცა. ვიწრო კაბაში ასხლეტილ ტანზე მოხდენილად ეშლებოდა ქერა დალალები. ვიდექი და სიამოვნებით გავყურებდი ფერიის სრბოლას, სანამ უსასრულობაში არ ჩაიკარგა. მხოლოდ მაშინღა გამოვერკვიე და უნებურად თავზე მოვისვი ხელი. ხელთ შემრჩა ლამაზად გაწყობილი არშიიანი ქუდი. შევტრიალდი და ქუდის ჭმუჭვნით გავუყევი ჩვენი ბინისაკენ მიმავალ გზას.

+ + +

საშუალოზე ოდნავ მოზრდილი ოთახი დივანკრესლოებით, ხალიჩაფარდაგებით, ძვირფასი ავეჯეულობით. კედლები არაბესკებში, ჭერი ცის მსგავსი. კედელზე გაკრულ ჭრელ ხალზე ხანჯალი და თოფი ჰკიდია, ალბათ რომელიღაც წინაპრის ნაქონი. ხანჯალი, თუმცა არაა ხორასანს ნაჭედი, მაგრამ არც ჩამოუვარდება მას. ოთახის ერთ კუთხეში იაპონური ტელევიზორი ,,სანიო”, ტელევიზორზე დისტანციური აპარატი და დაუდევრად მიყრილი video კასეტები, რითაც იგრძნობა, რომ აქ სადღაც video მისადგმელიც უნდა იყოს, თუმცა არა ჩანს. ალბათ ტელევიზორის მაგიდის ქვედა ნაწილშია, რომელსაც გულდაგულ მალავს წითელი აბრეშუმის გადასაფარებელი. ოთახის შუაგულში მოზრდილი მაგიდაა. ოთხნი უსხედან. ორს ოხშივარ ავარდნილი ფინჯნები უკავიათ ხელთ, მეორე ორნი კი, ჯერ ვერ ბედავენ და ირიბად უცქერიან მაგიდაზე მდგარ ორ ფინჯანს ლამბაქებთან ერთად. ხან კი პირველ ორს მიაბჯენენ ხოლმე თვალებს შურიანს. მათთვის ცხელი არ არის ფინჯანში ჩასხმული ჩაი. ჩაი გრძნობს მათ გახურებულ ტუჩებს და შეუმჩნევლად იკვლევს გზას ტუჩს გარეთ, წვერულვაშში. ერთი, პირველი ორიდან წყნარად დგამს მაგიდაზე მდგარ ცარიელ ლამბაქზე თავის ჩანახევრებულ ფინჯანს და შეუმჩნევლად იწმენდს წვერულვაშს. ერთი, მეორე ორიდან ამჩნევს და ხმაურით ყლაპავს ნერწყვს. ნერვიულად იღებს მის წილ სავსე ფინჯან ჩაის. ხელზე გრძნობს სიმხურვალეს. ,,ჩაი რაღა იქნება?..” ყველასგან მალულად უბერს. ჩაყლუპა.

რით ვეღარ გაცივდა, ეს მართლა გასაციებელი?..

ეს, ჰავახანუმს უნდა ჰკითხო, ეტყობა ზედმეტად ადუღა, – იხუმრა მეორემ, პირველი ორიდან (უფლებაც ჰქონდა). სანახევროდ გადათეთრებულ წვერზე ჩამოისვა სანახევროდ მიმჭკნარი ხელი. მანაც მოყლუპა. ისე ნაზად, ისე ფაქიზად, თითქოს მთელი სიცოცხლე ამის მეტი არა უკეთებია რაო. (იფიქრებდა ვინმე უცხო დამნახი, არც შესცდებოდა).

ჰავახანუმ, შენი ბროლის თითებით, კიდევ შემივსე ფინჯანი, თორემ გაცივდა ეს ოხერი, – გასძახა ოთახის კუთხეში დატანებული პატარა კარისკენ, (ალბათ სამზარეულოსკენ).

ფინჯანი ლამბაქზე მოთავსდა, მის ხელში კი კრიალოსანმა იელვა.

ახლავე მახმადხან!.. – ხმა მხოლოდ. ამ ხმას მეორე ხმაც აჰყვა, კარის გაღების.

პირველმა ვერცხლის ჩაიდანმა შემოანატა ,,ბროლის თითებთანერთად. მარჯვენა ხელის თითზე ბაჯაღლო აელვარდა ბრილიანტის თვლით. შემდეგ უკვე ერთდროულად შემოანათეს ქალის მეწამულისფერმა ბაგემ, ქალის ვარდისფერმა ლოყებმა, ქალის გიშრისფერმა თვალებმა, ლამაზად გადაწკეპილი წარბწამწამით, ქალის მარმალილოსფერმა ნახევრად ღია მკერდმა, ქალის კელაპტარივით ჩამოქნილმა ფეხებმა ბოლოში ჭრელი ფოჩიანი წინდებით, ქალის ავაზასავით მოქნილმა სხეულმა, ქალის ვარდისფერმა მანდილმა. მარცხენა ხელი დაბლა დაეშვა, გრძელი, ცისფერი აბრეშუმის ხალათის კალთებისაკენ, ალბათ მისაშველებლად შიშველი ბარძაყის დასაფარავად. თუმცა ეს მხოლოდ მცდელობა იყო, ვნებით აღსავსე ფეხებიხან ერთი, ხან მეორეკვლავ არღვევდნენ აბრეშუმის ქსოვილის ნაზ ჯებირებს და მარადისობაში მიისწრაფოდნენ. თუმცა კი ,,ოთხთვალა კარისკაცებსაცშეეძლოთ მათი დაცვა, რომლებიც ახლა ხალათის კალთის მარცხენა ნაპირზე უმოქმედოდ ნებივრობდნენ. მარცხენა ხელმა თავისი მოვალეობა დამთავრებულად ჩათვალა და ახლა მარჯვენა ხელის მისაშველებლად გაეშურა. ბროლის თითები მისსავე დანატოვარ ნაკვალევს შეეხო. ჩაიდანმა იგრძნო დამხმარე ძალა და უფრო გაბედულად ამოიხროტინა და ამოაორთქლა.

ფინჯანი ლამბაქზე აცქმუტდა, იგრძნო რა სტომაქის შევსება.

თქვენ, ხაზბულატხან?.. – მიუბრუნდა პირველს, პირველი ორიდან.

არა, ჰავახანუმ, მე სახლშიც გეახელით1.. – ბოლო ყლუპი და ფინჯანი ამოპირქვავებული დაეშვა ლამბაქზე კაპიტულაციის ნიშნად.

თქვენ?.. – მეორე ორისკენ.

ვერა და ვერ შევეჩვიე ცხელცხელ ჩაისმიყვარს მხურვალე Woman, მაგრამ მხურვალე ჩაი, ნურას უკაცრავად.

ქალს სიწითლე ეტყობა ლოყებზე, ღაწვებზე, თუმცა კი იცის მურატხანის ოხუნჯობის ამბავი.

კრიალოსანმა ხელში ინაცვლა, მარცხენა ხელი დაეპატრონა გიშრის მძივს და დაიწყო დათვლა უკვე მერამდენედ. მარჯვენა ხელი ფინჯანს მისწვდა, გამოიყოლა აორთქლებული. ტუჩზე მიიდო, ნელად მოწრუპა.

ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ ჩემმა ჰავახანუმმა საუკეთესოდ იცის ჩაის დაყენება

კვლავ სიწითლე ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ლოყებზე. ქმარს გაუღიმა სიყვარულით, მოფერებით. თუმცა ქმარმა არ შეამჩნია.

ასე მგონია, ჩაის სამშობლოშიც კი გაუჭირდეთ ასეთი ჩაის დაყენება, – კვერს უკრავს მურატ.

რას ამბობთ?!.. – კვლავ ირცხვენს Woman. ფეხები უკვე სამშვიდობოს არიან, შუქს აღარ ჰფენენ ირგვლივ, – სამზარეულოში ვიქნები თუ დაგჭირდეთ, – შეტრიალდება და თეძოების საამო რხევით გადის პატარა კარში ჩაიდნით ხელში.

მეორეც, მეორე ორიდან იღებს უკვე განელებულ ფინჯანს. სვამს.

მე წავალ უკვე, – ხაზბულატ წამოიწევს, საათს შეხედავს მაგიდაზე მდგარს, – დრო არის თითქმის, ვულოცოთ ალაჰს.

არა, ხაზბულატ, ადრეა ჯერეთ, – აჩერებს მაგომედი, – ერთად წავიდეთ, დრო როცა მოვა, – კვლავ ჩაის ყლუპი

ნება შენია, – კვლავ სკამზე რჩება.

ადრე მოვიდა სიცივე რაღაც, – მურატის ცარიელი ფინჯანი ლამბაქზე დაეშვა, – წელს ზამთარი გვექნება დიდი.

ჰავახანუმ! – კვლავ ძახილი.

ახლავ მახმადხან! – თავს შემოჰყოფს.

მურატხანს შეუვსე ფინჯანი ისევ.

მურატი შემცბარი დაჰყურებს თავის ფინჯანს. ,,დამვიწყებია ამობრუნება”. ტუჩებს აცმაცუნებს, თითქოს სასაყვედუროდ, მაგრამ არას ამბობს.

შემოდის ჰავა, კვლავ მოსხლეტილი, ფეხები მშვილდი, მკერდი ისრები. მოდის მორხევით. ერთი შეხედვით, ვერც დაიჯერებ, თუ მაგომედის მეუღლეა.

კვლავ აგვიანებს ფეტიმათი, – ბრაზობს მაგომედ, – ეს ბოლო დღეებია, სულ აგვიანებს. შენ ხომ არ იცი, რა ჯინი შეუფრინდა თავში?..

ფითრდება ჰავა, ერიდებოდა კითხვას ამდაგვარს. რა უპასუხოს?.. ნერვიულად ასხამს მურატის ფინჯანზე ჩაის.

ჰა!.. რას გაჩუმდი, მითხარი ჩქარა!..

უთხრას?.. რა უთხრას?.. თქმა სიკვდილია მათი ქალისა, არ თქმა კი თვისი?.. არა, ვერ ეტყვის, რაც უნდა მოხდეს, მისი ბრალია.

არ გაგიგია?.. – ხმა ხაზბულატის, – გადაეკიდა ვიღაცა გურჯი!.. თითქმის გაიგო მთელმა სოფელმა.

რაო, რა მესმის!?.. – წამოვარდება ზეზე მაგომედ, – თითქმის გაიგო მთელმა სოფელმა და ჩემს ყურამდის ჯერ არ მოსულა?!.. მოვკლავ ერთსაც და მეორესაც! – ალმაცერად აკვესებს თვალებს ხალიჩაზე ჩამოკიდებული ხანჯლისაკენ, – თუმცა არა, იმ გიაურის ბრალი იქნება ყველაფერი!.. ვფიცავ ყველაზე უწმიდესს ალაჰს, თავიანთი სათაყვანებელი სააკაძესავით გავუგზავნი მოჭრილ თავს მის მშობლებს!.. – კვლავ სკამზე ჩაესვენა და ხელში შერჩენილი კრიალოსანი მომუშტა სიბრაზით, მუხლზე დაირტყა.

დრო იხელთა დიასახლისმა, გავიდა სწრაფად ჩაიდნით ხელში.

დაწყნარდი მახმად, – თავისი შეცდომის გამოსწორებას მიჰყო ხელი ხაზბულატმა, – იქნებ არც მთლად მასეა საქმე? ხომ იცი, ხალხი როგორ გაასამზღვრებს ხოლმე. მეც სხვისა ნათქვამი გითხარი მხოლოდ

არა ხაზბულატ. რახან სოფელმა იცის ამდენმა, მართალიც უნდა იყოს მე მგონი.

ხომ იცი მახმად, ფეტიმათი გონიერი გოგონაა. ის არ გადადგამს ნაბიჯს უკადრისს, – მურატიც ცდილობს მაგომედის დაწყნარებას.

ვინ იცის მურატ, რაღას გაუგებ დღეს ახალგაზრდას… – ფიქრობს მაგომედ მწუხარე სახით.

ხმა სამრეკლოდან, მოლას ხმა ისმის:

იჩქარეთ ყველამ! იჩქარეთ ყველამ!

და აღვუვლინოთ ლოცვანი ალაჰს!

დგება ხაზბულატ ლურსმნებზე მჯდარი. მას გვერდს უმშვენებს უკვე ტუხანიც.

დღეს უჩემოდ მოგიწევთ ლოცვა ალაჰის კართან. მე მაპატიეთ. სახლში აღვავლენ დიდებას მისას, – აჰყვა გუნებას და იუარა მეჩეთში წასვლა.

მეც აქ დავრჩები, თუ ნებას დამრთავ და მეც ვილოცებ შენს გვერდით მახმად, – რჩება მურატიც.

კარგად იყავით, გვაგვიანდება, წავედით ჩქარა, – ხაზბულატ და ტუხანი იხურებენ ბოხოხებს, ქეჩას სწევენ კართან დაკიდულს. კარში გადიან. წინდიან ფეხზე ირგებენ რეზინის გალოშებს, პრაქტიკულია თუ გინდ ეზოში, თუ გინდ ქუჩაში, თუ გინდ მეჩეთში.

აღარ უყურებთ გამსვლელთ მაგომედ, მისი ფიქრები შორეთში ჰქრიანმის წინ დგას კაცი და დაღვრემილი მას შემოჰყურებს. თითქოს საყვედურს სთავაზობს მყისვე: ნუ, ნუ მაგომედ, ნუ მიატოვებ. შენს მეტი არვინ არ დარჩენია და უპატრონე, ჰქონდეს იმედიდა გაახსენდა შეფიცული მეგობარი, რომელიც თოვლიან ტრამალებში ჩარჩა საუკუნოდტუჩზე იკბინა.

დროა მახმადხან, – არკვევს მურატი.

მაგომედ დგება და ახსენდება მუშტში შეკრული კრიალოსანი. მაგიდას ესვრის. ხმა მოხვედრიასა.

დიდ არს ალაჰი!.. – და შებრუნდება იმ კედლისაკენ, სად ასვენია ის წმინდა წიგნი, დიდად სწერია რაზეც ,,ყურანი”. წამოიჩოქებს ორივ მუხლებით, გვერდით კი მურატ ჩოქვით მოხრილი, მოჰყვება ლოცვას ჩუმი ჩურჩულით.

ლა ილლაჰ, ილ ალლაჰ!..

ორი სული, ორი ადამიანი დგია მუხლებზე და ოთხი თვალი მიუშტერებიათ სადღაც უსასრულობისაკენ. მორჩილი სულნი რამდენჯერმე მოხრიან თავს იატაკამდის და კვლავ სწორდებიან. მორჩილების ნიშნად, ხელებს აპყრობენ ზეციერისკენ და უგზავნიან ლოცვას კურთხეულს

+ + +

ერთ საღამოს, ჩვეულებრივი ჩვენი შეხვედრის შემდეგ, გვიან დავბრუნდი ბინაში. მეგონა ბიჭები უკვე დაწოლილები დამხვდებოდნენ, მაგრამ რა წამს შევაღე კარები, მაშინვე მივხვდი, საქმე რაღაც დაძინებაზე სერიოზული იყო. როგორც ყოველთვის, ახლა აღარავინ შემგებებია ეშმაკური შეკითხვებით, აბა როგორ არის საქმეო. ყველა ვახოსკენ აპარებს მზერას, რომ მას დაეწყო საუბარი. მათი სახეებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ისე გავემართე ჩემი საწოლისაკენ. ნორმალურად ჩამოჯდომაც ვერ მოვასწარი, რომ ვახოს აფეთქების ხმა გაისმა:

როდემდის უნდა ავიტანოთ შენი აქეთიქით წანწალი?!.. თუ დაგავიწყდა, სად იმყოფები?!

თუ ასე იქნებოდა გაბრაზებული, ნამდვილად არ მეგონა და შევცბუნდი.

ჰარაშია საქმე?.. – წავიბუტბუტე.

კიდევ აქეთ მეკითხები, რაშია საქმეო?! – სიბრაზისაგან ფეხზე წამოხტა, – რით ვერ მიმხვდარხარ, რომ სამართებლის პირზე დგახარ?!.. შენი თავი თუ არ გენანება, ამათ რაღას ეუბნები?!..

უნებურად მდუმარედ მჯდომ ბიჭებს მოვავლე თვალი, რომლებიც ხან ერთს შემოგვცქეროდნენ, ხან მეორეს. ენა ჩამივარდა, ან რით უნდა მემართლებინა თავი? იმით, რომ ჩემდაუნებურად ნამდვილად შემიყვარდა? გამიგებდნენ კია?.. არავის იმედი არ მქონდა, ამიტომ თავჩაქინდრული ვისმენდი სახარების კითხვას.

უეცრად კარი გაიღო და ადამი შემოვიდა ოთახში. გულზე მომეშვა, რადგან საუბარს სხვა თემაზე გადაიტანდნენ და მეც ავცდებოდი დასჯას.

მოვიდა, როგორც იქნა?.. სად დასეირნობდი შუაღამემდის?! – ისე მკვახედ მომახალა, რომ მივხვდი, საქმე უკვე ძალზე სერიოზულად იყო და მხოლოდ ისღა გავიფიქრე, როგორ დამეძვრინა თავი.

არსად, ნაცნობთან

ნაცნობთან?! როდის აქეთაა ის ძუკნა შენი ნაცნობი?!

ამის გაგონებაზე ცეცხლი მომერია თვალებში, მაგრამ თავს ძალა დავატანე არ შევპასუხებოდი. მივხვდი, ისინი ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას.

იცი, როგორ სერიოზულადაა საქმე?! იცი თუ არა, რომ სიკვდილს ეთამაშები? – საწოლზე ჩამოჯდა და ჩემს ძმას მიუბრუნდა წყნარად, – ვახო, დღეს მოაღწია ჩემს ყურამდის, რომ მთელ საგვარეულოს სცოდნია ეს ამბავი. თქვენ ჩემ სტუმრებად ითვლებით და იცოდე, აქ რომ რამე მოხდეს, შარვალს ჩამხდიან მაგის გულისთვისამიტომ, გააფრთხილე და თუ არ დაიშალა, უმჯობესი იქნება ჩვენთვისაც და მაგისთვისაც, დატოვოს აქაურობა!..

იატაკს ჩავშტერებოდი და ვცდილობდი მისი ნათქვამი თანმიმდევრობით დამელაგებინა. ერთიც და მეორეც ჩვენთვის, ჩემთვის და ფეტიმათისთვის, სასიკეთოს არ წარმოადგენდა, ამიტომ გადავწყვიტე ამ მსჯავრისათვის წინააღმდეგობა გამეწია.

მაგრამ, თუ იგი ნამდვილად მიყვარს?

ჰმ!.. რომანტიკოსების დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. გირჩევნია, რეალურად შეხედო მდგომარეობას!

თუ კი მასაც ვუყვარვარ?..

ჩვენი კანონებით აკრძალულია  მუსულმანებისა და ქრისტიანების შეუღლება. მას არავინ გაგატანს ცოლად…- წამოდგა და სიგარეტი ამოიღო მაგიდაზე დაგდებული კოლოფიდან, – ისე, რომ ამაღამ მოსაფიქრებლად საკმარისი დრო გაქვს. აირჩიე, ან დარჩენა, ან სახლში დაბრუნება, – სიგარეტს მოუკიდა და გავიდა.

საწოლზე გადავწექი და თვალი ჭერს გავუშტერე. თვალწინ გამირბინა ჩვენმა რომანტიკულმა შეხვედრებმა. უბედურებაა, როცა გიყვართ და სიყვარულის საშუალებას არ გაძლევენ. ფეტიმათი ამომიტივტივდა გონებაში, თითქოს ცხადად ვხედავდე. მიცქერს თავისი ალერსიანი, მოციმციმე თვალებით და შველას მთხოვსრით ვუშველო?.. რა ვიღონო?.. შეიძლება დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და სამუდამოდ დაშორება გვიწერია?.. არადა, ეტყობა გული უგრძნობდა, არ უნდოდა ჩემი მიტოვება. არა, მაინც რა შეიძლება მოვიმოქმედო? ალბათ, არც არაფერი. თუ ჩემსას მაინც არ დავიშლი, ალბათ სამუდამოდ მომიწევს აქაურობის დატოვება. თუ არა და, ხელი უნდა ავიღო მასთან სიარულზე და საერთოდ უარი ვთქვა მასთან ყოველგვარ კონტაქტზე. გონებაში თვალი გადავავლე ყველა იმ რომანტიკულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ტრაღიკული სიყვარულია მოთხრობილი. როგორი დასასრული აქვს მათ სიყვარულს?.. ზოგჯერ მართლაც ტრაღიკული, ზოგჯერ კი?.. ჩავებღაუჭე რაღაც პატარა იმედს. იქნებ ჩვენმა სიყვარულმაც შეისხას ფრთები და გადალახოს ეს დაუძლეველი დაბრკოლება?.. იქნებ?.. ვიწექი და ვფიქრობდი, რა გამოსავალი მომეფიქრებინა. მაგრამ ჩემს გონებას არაფერი საიმედო არ ეკარებოდა. ისე ვიყავი ფიქრებში ჩაძირული, ბიჭებმა როგორ ჩააქრეს შუქი და დაწვნენ, ვერც გავიგე. მხოლოდ ფეტიმათის სახე მელანდებოდა თვალწინ, მხოლოდ მისი ხმა მესმოდა ყურში. ერთის მხრივ მეც ვგრძნობდი, რომ ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო ჩემის მხრიდან, მაგრამ მეორეს მხრივ, რა მომეხერხებინა იმ გრძნობებისათვის, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ თავსდებოდა და რომელსაც სიყვარული ჰქვია, არ ვიცოდი. ამ სევდიან ფიქრებში, როდისროდის ტანთგაუხდელს ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხნის ჩაძინებული ვიქნებოდი, შფოთიანმა სიზმრებმა გამომაღვიძა. ოფლში ვცურავდი. სიზმრის გახსენება ვცადე, მაგრამ მხოლოდ ფეტიმათი გამახსენდა. ტანთ გავიხადე და ვცადე ხელახლა ჩამეძინა, მაგრამ ვერადავერ მოვახერხე. დილის ხუთ საათზე აზანიც ჩაჰყვირეს მიკროფონში და სულ გამიკრთო ძილი. ერთნაირად დავწყევლე ჩემი გაჩენის დღეც, აქ წამოსვლის დღეც და ჩემი ძილის გამკრთობიც.

იმ დღისით სიცხე მომცა და როგორც შემდეგ მითხრეს, ბოდვა დამაწყებინა, ამიტომ ჩემი დარჩენა რამოდენიმე დღით გახანგრძლივდა. რამდენი დღე ვიყავი ასე, არ მახსოვს. როცა გონება დამეწმინდა, პირველი ზვიადი შევნისნე, რომელიც ჩემთან ახლოს იჯდა წიგნმომარჯვებული. ოთახის ერთადერთი ფანჯრიდან, რომელსაც საკმაოდ გაყვითლებული ფარდა ეკიდა, მზის სხივები აღწევდა ჩემამდის და თვალებს მჭრიდა. შევეცადე გვერდზე გადავბრუნებულიყავი, რაზეც ყრუ კვნესა აღმომხდა. ზვიადიმ ჩემს ხმაზე წიგნს თავი მიანება და მომიბრუნდა:

გაიღვიძე?.. როგორ გრძნობ თავს?..

ყველაფერი მტეხს…- ღრმად ამოვიხვნეშე, – დიდი ხანია, რაც მძინავს?..

არც ისე, სულ რაღაც სამი დღე.

რას ამბობ?.. მე კი მეგონა, ახლახანს ჩამეძინა.

ზევახ, – ზვიადიმ სკამი მოაჩოჩა საწოლთან ახლოს, – იცი თუ არა, რომ შენი აქედან გამგზავრება გადაწყვეტილია?..

??.. – უცებ გამახსენდა ყველაფერი, რაც მოხდა ჩემს ცუდად გახდომამდე, – არა უშავს, ასეც ვიცოდიალბათ, ასეთი დასასრული ეწერა ჩვენს ურთიერთობას.

როგორც გატყობ, თავდავიწყებით ყოფილხარ შეყვარებული. ასეთი სიყვარული, ყველას როდი შეუძლია.

ეეჰ! თუ ძმა ხარ, ზვიად, ნუღარ გამახსენებ, თორემ ხომ ატყობ, religion ეღობება ჩვენს სიყვარულს წინ. მაგრამ მათ ავიწყდებათ, ვინც რელიგიით გვაშინებს, რომ ადამიანი ერთი ღმერთისაგანაა შექმნილი და ყველანი მხოლოდ მის წინაშე ვართ პასუხისმგებელნიადამი იყო ყოვლად ძლიერი უფლის ქმნილება, ხოლო ევა მისი სული და ხორცი, მისი სხეულის ნაწილი. ასე რომ

მე შენს ადგილზე, ასე ადვილად არ დავნებდებოდი. ხომ გაგიგონია ბრძნული გამონათქვამი: სიყვარულის ჭეშმარიტ რაინდს, ამ ქვეყნად არსებული ვერავითარი ურჩხული ვერ დააშინებსო ისე არ გამიგო, ვითომ გაქეზებდე, მაგრამ ეს დღეები მე გედექი თავზე და მესმოდა, როგორ უხმობდი საშველად მას. მხოლოდ მის სახელს იმეორებდი

ზვიად, მე მგონი, არაფერი ეშველება საქმეს. დღედღეზე მე სახლში გამაგზავნიან. როგორღა შევძლებ მასთან დაკავშირებას.

მოელაპარაკე და ისიც წაიყვანე.

მაგ საკითხზეც ვიფიქრე, მაგრამ როგორ გავატარო ოსების ,,ტამოჟნიაზე”. ორივეს იქავე მიგვახვრეტენ.

– „ტამოჟნიის გარდა არსებობს სხვა გზაც.

რომელი?.. – იმედმოცემულმა საწოლზე წამოვიწიე და დაჯდომა შევძელი, – მითხარი, რომელი?..

ფეხით, მთებზე გავლით.

ფეხით?.. – იმედი მქონდა უკეთეს ვარიანტს შემომთავაზებდა, ამიტომ კვლავ ბალიშზე მივდე თავი, – მერედა, რომელმა ვიცით გზა, მე თუ მან?..

მე მეგულება მცოდნე მეგზური, რომელსაც შეუძლია საქართველოში გადაყვანა.

რას მოითხოვს ის ამისათვის?

მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობას!

??..

ხევსურებმა იციან მეგობრობის და სიყვარულის ფასი. ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლია, მას შემიძლია მეგობრობაშიც ვენდო.

ახლა კი გამახსენდა, ზვიადი რამდენჯერმე ფეხით ყოფილა გადმოსული საქართველოდან ინგუშეთში და ახლა თავის მხარდაჭერას მთავაზობდა.

დიდი მადლობელი ვარ, ასეთი მეგობრობისათვის. ვიფიქრებ ამ საკითხზე. მანმადე კი, აუცილებელია ფეტიმათის აზრი გავიგო.

ზვიადიმ სკამიდან წამოიწია, წელი გამართა კარისკენ გაექცა მზერა.

გარეთ რაღაც ჩოჩქოლია, წავალ გავიგებ, რაშია საქმე, – კარისკენ გაემართა, მაგრამ სანამ მივიდოდა, კარი გაიღო და ბიჭები შემოვიდნენ შეშინებული სახეებით.

მიცვალებული მოასვენეს

ვინ უნდა იყოს ნეტავი?

ღიად დარჩენილ კარში ვახომაც შემოყო თავი.ტიმა დაღუპილა, ადამის ძმაკარგი კაცი იყო, საწყალი

ამ დროს მეც შემამჩნია.

ახლა როგორ გრძნობ თავს?

არა მიშავს, მე მგონი, ჯერჯერობით სიკვდილს გადავურჩი, – იდაყვებზე წამოვიწიე და თავი ბალიშზე მოხერხებულად დავდე.

სიკვდილს შენთან რა უნდა. მიქაელგაბრიელმა იცის, ვის ესტუმროს.

არც ტიმა იყო ასაკოვანი, მაგრამჰო, მართლა, რამ მოკლა?..

ინფაქტს დაურტყამსხომ იცი, სახლში ნორმალურად რომ არა გაქვს მდგომარეობა, ყველაფერს უნდა ელოდო. ცოლი წაუვიდა, შვილები სხვაგან ცხოვრობენ, მის გარდა სამივე ძმა ყოველმხრივ უზრუნველყოფილები არიან. ყოველივე ამაზე დარდში, რაღა გასაკვირია

ყველას ნამდვილად დაგვენანა ადამის ძმა.

იმ საღამოს, როგორც იქნა წამოვდექი საწოლიდან. თავიდან თითქოს თავბრუ დამეხვა, მაგრამ მალევე გამოვსწორდი. როგორც ამბობდნენ, დაკრძალვა ხვალ უნდა შემდგარიყო, რადგან ადგილობრივი ადათწესების თანახმად, დღეს ვეღარ მოასწრებდნენ. ამიტომ, დაკრძალვისთვის ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო და ჩვენი ბიჭებიც დიდის მონდომებით ეხმარებოდნენ ეზოს მილაგმოლაგებაში. ყველაფერ ამ ფუსფუსს, მე ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს, როცა ვახომ კარი შემოაღო და ოთახში შემოვიდა. თვალი მოვაშორე ფანჯარას და მზერა ვახოზე გადავიტანე.

ახლა შედარებით უკეთ გამოიყურები, – საწოლთან მოვიდა და ჩამოჯდა.

მეც ასე ვფიქრობ, ძალა თანდათან მიბრუნდება.

შორიდან რომ არ შემოვუაროთ, პირდაპირ დავიწყებგახსოვს ალბათ, იმ საღამოს ამბავი. მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ადამმა დამატანა ძალა, გინდა თუ არა, აქედან სადმე სხვაგან მოაშორეო. ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე მარტომაც და ბიჭებთან ერთადაც და სხვა გამოსავალს ვერ ვნახულობ, სახლში უნდა დაბრუნდე. მე მგონი გამიგებ და საწყენად არ დაგრჩება ეს ინციდენტი

გაჩუმებული ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი. ან რა უნდა მეპასუხა, ისედაც ვიცოდი, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ტიმას დაკრძალვამ ჩაიაროს და მერე გაემგზავრები. მანამდის მომჯობინდები კიდეც… – წამოდგა, – უკმაყოფილო ხომ არაფერში ხარ?

რა მეთქმის, კოლეგიის გადაწყვეტილება პირუჩუმრად უნდა შესრულდესაქედანვე დავიჭერ თადარიგს გასამგზავრებლად.

აღარაფერი უთქვამს, ისე გავიდა.

ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როგორ მენახა ფეტიმათი და დამეყოლიებინა იმ ნაბიჯზე, რაც ზვიადიმ შემომთავაზა

+ + +

ზვიადი:  

ლიტერატურული მოღვაწე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა იძულებული ვიყავი მოვჭიდებოდი ამ საქმეს, მაგრამ როგორ და რანაირად, როცა არავითარი გამოცდილება ამ საქმეში არ მქონია, არ ვიცოდი. არადა ისე ვიყავი გაოგნებული ყოველივე მომხდარით, რომ სინდისი არ მაძლევდა უფლებას, არანაირად არ გამოვხმაურებულიყავ ამ ამბავს. ნაპოვნი ჩანაწერები და წერილები საგულდაგულოდ დავალაგე თანმიმდევრობით და ჩემს მაგიდაზე დავაწყე. არადა, ეს ჩანაწერები აუცილებელ დაბოლოვებას მოითხოვდა. ერთი ფიქრი, ისიც ვიფიქრე, ვინმე ლიტერატორი მენახა და მისთვის მომეთხრო მათი შემდგომი ბედი, მაგრამ ყოველთვის რაღაც ძალა მაგულიანებდა, მე თვითონ შევდგომოდი ამ საქმეს, რადგან ყოველივე ამ ამბის თვითმხილველიც ვიყავი, მონაწილეც და როგორც შემდეგ გაირკვა, უფრო მეტიც. მაგრამ, როგორ?.. წერილების წერა, მაინცდამაინც არ მიყვარდა, მით უმეტეს ლიტერატურული სტილისარც მაინცდამაინც სკოლაში სწავლის დროს გამოვირჩეოდი. მახსოვს, მეათე კლასში სწავლის დროს, ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა თავისუფალი თემა მოგვცა დასაწერადდა მე მგონი, იმ თემაში შექება დავიმსახურე. ეს იყო და ესარადა დღედაღამ სულ მომხდარზე ვფიქრობდი. როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ყველა ეს ამბებინათქვამია, გული გულს იცნობსო და ეტყობა, მეც რაღაც წინათგრძნობამ მომიცვა, შემეგულიანებინა ზევახი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საიდუმლოს ფარდა ალბათ ვერ აეხდებოდა და ისევე დასამარდებოდა, როგორც აქამდის იყო დამარხული. თუმცა რა, საიდუმლოს კი ფარდა აეხადა, მაგრამ?!.. იქნებ ისევე სჯობდა, საიდუმლო საიდუმლოდ დარჩენილიყო?.. მეც გადავრჩებოდი იმ სულის ტკივილს, რაც ყოველდღიურად თან მდევდა და სხვაც, უფრო მეტს

ბოლოს, სულის ფორიაქმა თავისი გაიტანა და ერთ დღისითაც თავით ბოლომდე შეძრულმა, გადავწყვიტე ამესრულებინა ის მისია, რაც მევალებოდა. ამის აღსასრულებლად ღმერთსა და ხატს შევავედრე მოეცა ძალა და ქაღალდის ფურცლებზე გადმომეცა ყველაფერი ის, მკითხველისათვის ადვილად გასაგებ ენაზე და თანაც, ლიტერატურული სტილი არ დამერღვია. მჯეროდა, ღმერთი უპატრონოდ არ მიმატოვებდა ამ ძნელ გზაზე და შემაძლებინებდა ამ რთული საქმის დაბოლოვებას.

ყველაფერი კი მათ თავდავიწყებულ სიყვარულს მოჰყვა. როდის და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ან როდის მოასწრეს ერთმანეთის შეყვარება, მე არ ვიცოდი. მაგრამ, ვიცოდი ის, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი. ვგრძნობდი, თუ როგორ ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი მათ, ზევახსა და ფეტიმათის, ქართველსა და ,,ინგუშ გოგონას”. მართალია ისინი სულ Different რელიგიას წარმოადგენდნენ, მაგრამ ისე ესმოდათ ერთმანეთის, რომ უერთმანეთოდ ვეღარ სძლებდნენ ვერც ერთ წუთს. როგორც კი მუშაობას მოვრჩებოდით, ზევახი მაშინვე მის შესახვედრად მიეშურებოდა. ბიჭები ამას თავიდან უბრალო გატაცებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანდათან ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ გატაცება, არამედ რაღაც უფრო დიდი, ღრმა, რომელსაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია. როცა ყველა დარწმუნდა, აქ რაღაც სერიოზულად იყო საქმე, უკვე საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდათ და ყველა ცდილობდა გადაეყვარებინათ. ხან Different ეროვნებას იმიზეზებდნენ, ხან რელიგიას უპირისპირებდნენ, ხან რას და ხან რას, მაგრამ არანაირი მიზეზი მასზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენდა. საპირისპიროდ ის ამას პასუხობდა ხოლმე: ,,ადამიანი რომ შეიქმნა, მაშინ Different არც ეროვნება არსებობდა და მით უმეტეს, არც religion და ყველას ერთი უნდა ერწმუნა, უზენაესი არსება, სამყაროს შემქმნელი. ისე რომ, ყველას აქვს უფლება, სხვა რელიგიის წარმომადგენელი შეიყვაროსო.” ბოლოს, საქმე იქამდის მივიდა, რომ მათი სიყვარულის ამბავი, თითქმის მთელ სოფელს მოედო და გოგოს მშობლების და ჩვენი მასპინძლის ყურამდისაც მიაღწია. ჩვენი მასპინძლის, ადამის და ზევახის ძმის, ვახოს შორის გაიმართა ხანმოკლე საუბარი, რითაც გადაწყდა, ზევახს უნდა დაეტოვებინა აქაურობა, რომ რაიმე წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგმულიყო. ზევახს ეს ცნობა ელდასავით ეცა და რამოდენიმე დღეს საწოლს მიაჯაჭვა. სამი დღის განმავლობაში თავზე ვედექი და მოწმე ვიყავი იმისა, თუ როგორ იტანჯებოდა უმისოდ. სიცხისაგან გათანგული, სულ მის ბოდვახსენებაში იყო. Aმის შემყურეს, ძალიან შემეცოდა, თან ახალგაზრდულ წლებში, უიღბლო სიყვარული მეც გამოცდილი მქონდა და გადავწყვიტე რამენაირად დავხმარებოდი მათ, მათ სიყვარულს. ვიფიქრე, რა მოხდებოდა, ჩემთვის ნაცნობი ბილიკებით, რითაც მე არა ერთხელ მისარგებლია ახალგაზრდობაშიც და ახლაც, შემეთავაზებინა საქართველოში გადასვლა. ერთგვარად, ეს ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან ინგუშები გოგოს გაუჩინარებას მშვიდად არ შეხვდებოდნენ, მაგრამ მჯეროდა, როგორც ყოველთვის, ღმერთი ამჯერადაც ჩვენს მხარეზე იქნებოდა. მთავარი იყო არხოტამდის ჩაგვეღწია, იქ კი ჩემი ნათესავები შეგვიფარებდნენ და აღარაფრის შიში აღარ გვექნებოდა. ცოტა საზღვარზე იქნებოდა რთული გადასვლა, რადგან ბოლო დროს ძალიან ბევრი საგუშაგო პუნქტები ჩადგეს, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევის იმედიც მქონდა.

ერთი სიტყვით, ზევახს ჩემი გეგმები გავუზიარე, რაზეც ახალგაზრდა შეყვარებული კაცის სულსწრაფობით დამთანხმდა. ის ახლა მხოლოდ ფეტიმათის შენარჩუნების სურვილით იყო, ხოლო დანარჩენი პრობლემები და სავარაუდო შედეგები მისთვის არ არსებობდა. იგი ჩაებღაუჭა ჩემს წინადადებას, პატარა იმედს და მზად იყო ყოველგვარ რისკზე წასულიყო, ოღონდ იგი ჰყოლოდა გვერდით, ოღონდ მისი ცქერით დამტკბარიყო, ოღონდ მისი ჟღურტული ესმინა. გოგოს დაყოლიება მან თავის თავზე აიღო, ხოლო ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარება მე მომანდო, როგორც უფროსს და როგორც გამოცდილს. გულში თითქოს ვეწინააღმდეგებოდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღაც ძალა მკარნახობდა, რომ დავხმარებოდი მათ. მართალია, ეს სარისკო გადაწყვეტილება ჩემი მიღებული იყო, მაგრამ ხანდახან ისეთ ორ ცეცხლს შუა მოვექცეოდი ხოლმე, რამის ჩემს წინადადებაზე ისევ მევე მეთქვა უარი. მაგრამ კვლავ ის შინაგანი ხმა მაგულიანებდა, რომ აუცილებლად მე გამეწვდინა მათთვის დახმარების ხელი. Aრა ერთხელ მივნდობილვარ ამ ხმას ნადირობისას და ყოველთვის სამშვიდობოს გავუყვანივარ და ვგრძნობდი, არც ამჯერად მიმტყუნებდა.

ადამის ძმის დაკრძალვის დღისით, ზევახიმ როგორც იქნა ინახულა პიატიმატი და საღამოს, ჩვენს ოთახში შემოსვლისას, მისი შემხედვარე, მივხვდი, სასიკეთოდ იყო საქმე. მისი თქმით, ძლივს დაუთანხმებია ფეტიმათი თან წამოჰყოლოდა და მოულაპარაკნიათ დაკრძალვიდან მეშვიდე დღეს გავმგზავრებულიყავით, რადგან თურმე მიცვალებულის ზეცად აღსვლის რიტუალების მეშვიდე დღეს, ყველა ამ რიტუალში იღებს მონაწილეობას ,,მურდიშებთანერთად და ამდენად, დროზე ვერ მოინაკლისებდნენ მის გაუჩინარებას.

და ჩვენც, ჩვენი ბიჭებისაგან საიდუმლოდ დავიწყეთ მზადება გასამგზავრებლად, რადგან ერთ გაუფრთხილებელ მოქმედებას, ან სიტყვას შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაეყარა და უფრო მეტიც მომხდარიყო. წასვლის წინა წუთებში კი აუცილებლად ვფიქრობდით მათ გაფრთხილებას, ყოველგვარი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად. ისე კი, ადამის დიდი იმედი გვქონდა, რომ მათ თითს ვერავინ დააკარებდათ, რადგან მისი და ვახოს ურთიერთობის ამდენი ხნის მანძილზე, დიდ პატივს სცემდა მას.

მეშვიდე დღისთვის, საგზალი თუ ჩასაცმელი, რაც გზად შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა, მოვიმარაგეთ. ბარგი, რომელიც ვეცადეთ, რაც შეიძლება მსუბუქი ყოფილიყო, დილით ადრე გავიტანე სახლიდან, სანამ ვინმე გაიღვიძებდა და ავტოსადგურთან ახლოს, მიტოვებულ სადგომში დავმალე. სახლში შევბრუნდი და მივხვდი, ჩემი Logoutშემოსვლა არავის შეუნიშნია. ახლა მთავარი იყო, ნაზრანის ავტო სადგურში არ დაგვეგვიანა და ფეტიმათის შევხვედროდით. იქ კი, ცალკცალკე უნდა ავსულიყავით ჯეირახის ავტობუსში.

კარგად რომ გათენდა და ყველანი ადგნენ, ვახომ განგვიცხადა, რომ ადამს მისდევდა რაღაც საქმეზე. მესიამოვნა, რადგან მასთან შეხლაშემოხლას ავცდებოდით. კარგა ხანმა გაიარა, სანამ ჩვენი წასვლის დრო მოვიდოდა. ზევახის მღელვარება მეც გადმომედო, თუმცა ორივე ვცდილობდით ჩვენი მღელვარება სხვებს არ შეემჩნიათ. ზევახი გავაფრთხილე, გასულიყო და სადგურში დამლოდებოდა. მე კი ნოდარი დავიმარტოხელე და მიკიბვმოკიბვით ავუხსენი, რომ მე და ზევახი წასვლას ვაპირებდით, ხოლო თუ ვისთან ერთად, ხმა არ ამომიღია. ნოდარიმ გამაფრთხილა, ვახოს მოსვლამდის არ წავსულიყავით, მაგრამ მე უკვე ოთახიდან გამოვედი. ხალხი ნელნელა მატულობდა. შიდა ოთახიდან რაღაც სიმღერის მსგავსი ხმები გამოდიოდა, რომელიც საოცრად ჰგავდა ქართულ ხალხურ მოტივებს, მაგრამ უმალ გამახსენდა წინა დღეები და მივხვდი, ეს ,,მურდიშებიხტოდნენ და გაჰყვიროდნენ ყურანის Different სურებიდან ტიმას სულის მოსახსენიებელ ლოცვებს. ისე შეწყობილად ხტოდნენ და ყვიროდნენ, მართლაც Interesting იყო მათი ყურება, მაგრამ ახლა ამისი დრო ნამდვილად აღარ იყო. ზევახი სადგურზე დამხვდა. დამალული ბარგი გამოვიტანეთ და ავტობუსს დაველოდეთ. ავტობუსის გულისგამაწვრილებელ ლოდნაში, ,,მურდიშებისგულის ამაჩუყებელ ხმებს ვისმენდით, რომლებიც აქაც აღწევდა. როგორც კი ავტობუსში დავიგულეთ თავი, შვება მოგვეცა.

ნაზრანის ავტოსადგურში, ჯეირახის ავტობუსი კი ადგილზე დაგვხვდა, მაგრამ ფეტიმათი არ ჩანდა რატომღაც. მღელვარებამ შეგვიპყრო ორივე, მაგრამ ვცდილობდით ერთმანეთი გაგვემხნევებინა. ავტობუსის გასვლას სულ რაღაც ხუთი წუთი აკლდა, რომ როგორც იქნა, ფეტიმათიც გამოჩნდა მხარზე მომცრო ჩანთით. შორიდან შეუმჩნეველი ღიმილი გვესროლა და ავტობუსის უკანა კარში ავიდა. ზევახს შევხედე. მივხვდი მის გულში რა ცეცხლიც ტრიალებდა და შევატყვე, წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას. ცოტა ხანს შევიცადეთ და ჩვენც ავედით. ახლა დამალვა უკვე აღარ შეიძლებოდა და ზევახი თამამად მიესალმა და გვერდით მიუჯდა. მეც მათ უკან დავიკავე ადგილი, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა მეკონტროლებინა მდგომარეობა, რომ ეჭვი არავის არაფერზე აეღო, თუმცა ხალხი თავისთვის იყო და სრულიად ვერ ამჩნევდნენ შეყვარებული წყვილის აღგზნებას. მეც გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, თუმცა მათზე არანაკლებ ვღელავდი. ავტობუსში უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, მათგან რამოდენიმე კი ,,ხიჯაბითშემოსილიყო. სანამ ჩვენი ჩასვლის დრო მოვიდოდა, რამოდენიმე საგუშაგო პუნქტი უნდა გაგვევლო. თუ მანამდე გაიგებდნენ ფეტიმათის გაუჩინარებას, აუცილებლად რაციით ყველა პუნქტზე შეატყობინებდნენ და მაშინ ჩვენი გადამრჩენი აღარავინ აღარ იქნებოდა. ავტობუსის დაძვრისას თავისუფლად ამოვისუნთქეთ. ახლა გვრჩებოდა საგუშაგო პუნქტები და საზღვრის გადალახვა. იქ კი, დილით ადრე მოგვიწევდა გადასვლა, ღამეს კი თარგიმის ერთ მიტოვებულ კოშკში გავათევდით, რითაც არაერთგზის მისარგებლია ბავშვობაშიც მამაჩემთან ერთად და მოზრდილობაშიც, როცა უკვე ნადირობის დიდი ტრფიალი ვიყავი და მეგობრებიც ხუმრობით სულკალმახს მეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კოშკი დიდი ხნის მიტოვებული იყო, იქ მაინც მოიძებნებოდა ის პატარა მოწყობილობები, რომ ჩვენ ღამე იქ გაგვეთია და ვიმედოვნებდი, მოგნებითაც ვერავინ მოგვაგნებდა.

ამ ფიქრებსა და მღელვარებაში, როგორ მივადექით პირველ საგუშაგო პუნქტს, ვერც გავიგე. ავტობუსის მძღოლი რომ გადავიდა და წინ სამხედრო ფორმიანები შემოხვდნენ, მაშინღა მივხვდი, სად ვიყავით. თუმცა ფეტიმათი წინდაწინვე დარიგებული იყო, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ქალის სუსტი ნებისყოფის ამბავი რომ ვიცოდი, მაინც მეშინოდა. ჩემი შიში, მალე მძღოლის გაღიმებული სახის დანახვამ გააქარწყლა. მივხვდი, ეგრეთ წოდებულ ,,სტავკასთავისი საქმე გაეკეთებინა. მძღოლმა საჭესთან დაჯდომისას, ყველაფერი რიგზეაო, ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო. მეც კვლავ მივყევი ავტობუსისა და ფიქრთა დინებას. მალე კლდეებს შუა მოქცეულ ხეობაში ამოვყავით თავი. მდინარე ასა კვლავ თავისი ჩვეული გაშმაგებით მოაგორებდა შავ ტალღებს და დიდის გაჭირვებით მიიკვლევდა გზას გიგანტურ ლოდებს შორის. მდინარემ თევზაობა გამახსენა. ნადირობის სურვილიც თევზაობამ შთამინერგა, მისი საწყისი სტადიაც თევზაობით დაიწყო. მთელი დღე ვისხედით ხოლმე ბავშვები ანკესებით მორევის თავზე, რომელსაც მაღლიდან გადმოშვებული ჩანჩქერი ქმნიდა და ველოდით, ვის ანკესს უფრო მეტი კალმახი წამოეგებოდა. ხშირად სახლში ხელმოცარულები ვბრუნდებოდით, მაგრამ გულს არასოდეს ვიტეხდით, რადგან ვიცოდით, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გაგვიღიმებდა ბედი. თევზაობიდან ნელნელა ნადირობის ინტერესი გამიჩნდა და ყოველდღე ვოცნებობდი, მამაჩემი როდის წამიყვანდა სანადიროდ. მამაჩემი ურიგო მონადირედ არ ითვლებოდა და ბევრი მეგობარი მონადირეც ჰყავდა არა მხოლოდ ჩვენს ხევში, არამედ ფშავსა და გუდამაყარში, ქისტებსა და თუშებში და თვით შორეულ ჩეჩნებსა და ინგუშებშიც კი. მიუხედავად ამისა, ჩემს სანადიროდ წაყვანას, რატომღაც აყოვნებდა. ჩემი აზრით, უკვე საიმისოდ ვიყავი მოზრდილი, რომ თვით დიდ ნადირზეც წავეყვანე სანადიროდ. მაგრამ ამას მხოლოდ მე ვფიქრობდი ასე. ერთერთი ინგუშეთის მთებში ნადირობის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა სიხარულით მაცნობა, რომ მისმა ინგუშმა მეგობარმა აჩუქა სანადირო თოფი და სურვილი აქვს ის მე მისახსოვროს. პირველ ნადირობასაც მალე მოესწრებიო, რადგან მეგობრებს გადაწყვეტილი აქვთ ბარში წასვლა კურდღლებზე სანადიროდ და იქ აუცილებლად მეც მივიღებდი მონაწილეობას. ცოტა კი გული დამწყდა, რადგან მე ისევ ფსიტზე და ჯიხვზე ნადირობა მერჩია, მაგრამ არც ეს იყო ურიგო. მახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდი პირველ ნათლობას, მანამდე კი, მიზანში სროლაში ვვარჯიშობდი. ის ნანატრი დღეც მალე დადგა და ცხენებით გავემგზავრეთ იმ ადგილამდე, სადაც უნდა გვენადირა. ადგილზე მისვლისას ცხენები დიდი წიფლის ქვეშ დააბეს და მე მითხრეს, ჩემი თოფით იქავე ახლოს დავმალულიყავი, რადგან კურდღელი აუცილებლად აქ გამოირბენდა და თან ცხენებისთვის მიმეხედა. როგორც შემდეგ გამოირკვა, თურმე დამცინოდნენ, ბავშვი მაინც ვერაფერს მოკლავს და ტყუილად ხელი უნდა შეგვიშალოსო. ცოტა ხანში, ასე უმოქმედოდ ჯდომისაგან თვლემა მომერია და გადავწყვიტე ცოტა ქვემოთ ჩამენაცვლებინა. შორიდან ხანდახან ძაღლების წკავწკავი სწვდებოდა ყურს, ახლოს კი ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა მყუდროებას, ხანდახან შაშვის ჭახჭახიც ჩაერთვებოდა ხოლმე  ჩიტების ამ კაკაფონიაში. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დავინახე ჩემსკენ მომდინარე კურდღელი, რომელიც ნელა მიახლოვდებოდა და აქეთიქით აცეცებდა თვალებს. გაოცებისაგან პირი დავაღე და ერთხანს ვერ ვახერხებდი თოფის მომარჯვებას. ბოლოს, როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე, დავუმიზნე და სასხლეტს გამოვკარი. სროლის ხმაზე თვალები ინსტიქტურად დავხუჭე და როცა გავახილე ბოლის მეტი ვერაფერი დავინახე. მაგრამ გაიფანტა თუ არა ბოლი, დავინახე ამოტრიალებული კურდღელი, რომელიც ფეხების ქნევით ებრძოდა სიკვდილს. გამარჯვებული ინდიელის შემართებით შევყივლე და ჩემს ნანადირევს ხელი დავავლე. ეს იყო ჩემი პირველი ნანადირევი და შემეძლო მეამაყა ამით, როგორც ჩემს თანატოლებში, ისე დიდებშიც. გაამაყებული მოვბრუნდი ცხენებთან, რომლებიც მცირე ძებნის შემდეგ ადვილად ვიპოვნე. იქავე ხეზე ჩამოვკიდე კურდღელი და მოუთმენლად დავუწყე დანარჩენებს ლოდინი, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა. მონადირეებმაც მალე მოიყარეს თავი, არც თუ ურიგო ნადავლით.

აბა, ჩვენო პატარა მონადირევ, როგორაა საქმე?.. – დაცინვით გადმომხედა ერთმა.

შიშისაგან ალბათ ცახცახებდა და ამას რა უნდა ენადირა?.. – გამოეხმაურა მეორე.

მგონი სულ ალები და დევები ელანდებოდა, – თავის ცხენს მიუახლოვდა მესამე.

უქმად ჯდომას, ცეცხლი მაინც აგენთო ბიჭო, – მომიახლოვდა მამაჩემი.

მათ დამცინავ კილოს ყურადღებას არ ვაქცევდი და სიამაყით ვიბღინძებოდი. როგორც კი მამაჩემი ჩემთან ახლოს მოვიდა, უმალ შენიშნა ჩემს ზემოთ ჩამოკიდული ვეება კურდღელი.

ოჰო!.. – მიუბრუნდა გაოცებული დანარჩენებს, – ერთი უყურეთ, ამას აქ დრო ტყუილად არ დაუკარგავს!.. შეხედეთ მის ნანადირევს

ეხლა არ თქვა, დათვი მოკლაო, არ გადაგვრიო ხალხი… – ყურადღება კვლავ არ მიაქციეს დანარჩენებმა.

დათვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კარგი ვეება კურდღელი კი არის, – მამაჩემმა ჩამოხსნა კურდღელი და სხვებსაც დაანახვა.

ეტყობა მკვდარი იპოვნა და ახლა იბრალებს, – კვლავ არ სჯეროდათ დანარჩენებს.

არა მგონია, ჯერ ისევ თბილია, – მამაჩემმა კურდრელი სხვა ნანადირევის გვერდით დადო და ხეზე მიყუდებული ჩემი თოფისკენ გაემართა, – ნანადირევი ურიგო არ არის, მაგრამ სხვა დროს ცარიელი ვაზნების ამოღება და ხელახლა დატენვა არ უნდა დაგავიწყდეს, – მომიბრუნდა და თოფიდან ამოღებული ცარიელი ვაზნა მომაწოდა, მე კი პატრონტაჟში ჩავდე.

ნანადირევისკენ გავიხედე. ახლა კი მართლაც დაინტერესებულიყვნენ დანარჩენები და გარს შემოხვეოდნენ.

ყოჩაღ ბიჭო! – ახლა კი ნამდვილად შემაქეს, – შენ უკვე ნამდვილი მონადირე ხარ, ნამდვილი მამაშენის შვილი!..

იმ დღის შემდეგ უკვე ნამდვილ, დიდ ნადირობებზეც დავყავდით ხოლმე და მეც უფრო და უფრო მეტ სითამამეს ვამჟღავნებდი, ბოლოს კი უკვე ისე მენდობოდნენ, ყველაზე რთულ ნომერში ჩამაყენებდნენ ხოლმე და მეც, თითქმის ყოველთვის ვამართლებდი მათ ნდობას

ავტობუსი ნელი სვლით მიუყვებოდა მდინარე ასას საპირისპირო მიმართულებით. ასას მარჯვენა ნაპირი განსაკუთრებით მაღალი, პირქუში კლდეებით გამოირჩეოდა, რომელსაც წვერიდან ამაყად გადმოჰყურებდა აქაიქ მდგარი ტანკენარი ხეები. ხეები შიგადაშიგ მდინარის გასწვრივაც იჩენდა ხოლმე თავს, მაგრამ მალევე კვლავ კლდეები ენაცვლებოდა, რომელთა სიუხვემაც ჯიხვებზე ნადირობა გამახსენა. შენც არანაკლები სიმარდე და სიფიცხე უნდა გაგაჩნდეს ჯიხვზე ნადირობისას, თუმცა კლდიდან კლდეზე ხტომაში, მას ვერაფერი შეედრება. ჯიხვისა და მონადირის ჭიდილში ხშირად გამარჯვებული ჯიხვი გამოსულა და სწორედ ამით არის Interesting მასზე ნადირობა. ამიტომაა, რომ თუ ხანდახან დამარცხებების სიმწარეც არ ურევია, ისე გამარჯვების სიტკბოს ვერ დაიგემოვნებ. ჯიხვისა და კაცის ორთაბრძოლაც ამით არის Interesting, რომ ხან ჯიხვი მარცხდება, ხან კაცი. თუმცა მაინც, როცა კლდის თავზე ამაყად მდგარ მომდევნო ჯიხვს დაინახავ, ბუნების ამ უმშვენიერეს პირმშოს, რწმუნდები რომ ის ყოველთვის დაუმარცხებელია, როგორც ბუნება

კლდეებს რომ გავცდით, ნადირობაზე მოგონებებიც სხვა ფიქრებმა შეცვალეს. ახლა ერთი პოსტიღა უნდა გაგვევლო ჩვენს ავტობუსიდან ჩასვლამდის და თუ მას მშვიდობით გავივლიდით, შემდეგ უკვე საშიში აღარ იყო, რადგან თარგიმის ტყეს შევაფარებდიოთ თავს. საგუშაგო პოსტთან, როგორც სამხედრო, ასევე მილიციის ფორმიანები შემოგვხვდნენ, რაზეც გულში ცუდად გამკენწლა. სამხედროები ავტობუსში ამოვიდნენ და საბუთების შემოწმება დაიწყეს. ფეტიმათის მალევე დაუბრუნეს პასპორტი, რითაც მივხვდი, საფრთხე არ გველოდა, თუმცა ჩვენი საბუთები მაინც კარგა ხანს ამოწმეს. ახალგაზრდა ლეიტენანტი ბოლომდე არ იყო გასული, რომ რიგითმა კარიდან დაუძახა:

ამხანაგო ლეიტენანტო!.. რაციაზე გიძახებენ!..

ახლავე მოვდივარ, დანარჩენები შენ შეამოწმე!

ტანში გამცრა. თუ ახლა რაციაზე ჩვენი ამბავი აცნობეს, ჩვენი საქმე წასულია. ირგვლივ იმდენი შეიარაღებულები იყვნენ, ავტობუსიდან ჩასვლა და მიმალვაც სიგიჟე იყო ნამდვილად. იძულებულები გავხდით ადგილზე დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით მოვლენების განვითარებას. ფეტიმათი და ზევახიც ჩემზე არანაკლებ შეშინებულები ჩანდნენ. ზევახმა ირიბად შემომხედა კიდეც, რა უნდა ვქნათო, მაგრამ ვანიშნე ადგილზე გაჩერებულიყო. რიგითმა დაამთავრა საბუთების გასინჯვა, მაგრამ ავტობუსის გაშვებას კვლავ აჭიანურებდნენ. ბოლოს ოფიცრის ოთახიდან მძღოლიც გამოჩნდა და ჩვეული ღიმილით დაიკავა თავისი ადგილი. რიგითმაც ზოზინით ასწია შლაგბაუმი და ჩვენც გახარებულებმა და დაწყნარებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. სამივე ვზეიმობდით გულში, რადგან ჩვენი აზრით, ეს იყო ყველაზე სახიფათო პუნქტი.

ორიოდე კილომეტრის შემდეგ ჩვენი ჩასვლის დროც მოვიდა, რადგან აქედან იყოფოდა გზა, რომელიც არხოტისკენ მიდიოდა. ამ ადგილას სოფელ თარგიმის ნამოსახლერები, უფრო სწორად კოშკები იყო. თუმცა აქაიქ თითოოროლა მესაქონლე მაინც ცხოვრობდა, რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ჩვენზე ვერც მძღოლი და ვერც მგზავრები, ვერაფერს იეჭვიანებდნენ. ფეხით საკმაო მანძილი უნდა გაგვევლო, ტყეში რომ შევსულიყავით, სადაც პატარა ქედის ძირში მეგულებოდა ღამის გასათევი მიტოვებული კოშკი. ჩვენს მოპირდაპირე ფერდობზე საცხოვრებელი კოშკების მთელი კომპლექსი იყო, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ აქ ერთ დროს ცხოვრება დუღდა. საცხოვრებელ, შედარებით დაბალ ქვის კოშკებს, მხარს უმშვენებდა ოთხ ადგილზე ჩადგმული საომარი პირამიდული ხუთსართულიანი კოშკები. სოფლის ცენტრში კი მოჩანდა ალბიიერდის ეკლესიის ნანგრევები, რაც იმის მაუწყებელი იყო, აქ ერთ დროს ქრისტიანული რელიგიის ცენტრი უნდა ყოფილიყო. სოფლის გასწვრივ, უფრო შორს და უფრო მაღლა კი ცეილამის თეთრი კლდეები მოჩანდა, რომლის იქითაც მზე ნელნელა ეშვებოდა დაბლა და თავის სხივმფენ ძალას ჰკარგავდა.

ნეტავ, რა ძალამ ამოიტანა ეს გიგანტური ქვები აქ? – მდუმარებიდან ზევახიმ გამოგვარკვია.

თურმე, ციკლოპები როცა კოშკებს აშენებდნენ, მწკრივში იდგნენ მდინარიდან მაღლამდის და ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ ამ ქვებს. როცა მშენებლობა დამთავრდა, სადაც იდგნენ, იქავე დააწყვეს ხელში შერჩენილი ქვები და ასე დარჩენილა ქვების ჯაჭვი, – გამახსენდა ბავშვობაში მოსმენილი ლეგენდა.

წარმოგიდგენიათ?.. ინგუში ადამიანი ჩემს ნამდვილ სამშობლოში პირველად ვარ, – ძლივს გაბედა ხმის ამოღება აქამდე მდუმარედ მყოფმა ფეტიმათიმ, – ჩვენი წინაპრები ხომ აქედან არიან ბარში ჩასულებითქვენ უნდა გიმადლოდეთ, ჩემი ისტორიული სამშობლო რომ მაჩვენეთაი, ეს მხარე გახლავთ ის ძურძუკეთი, რომელზეც შენ გიყვებოდი, – მიუბრუნდა ზევახს.

ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი, – წაილუღლუღა კვლავ ფიქრებში ჩაძირულმა ზევახმა.

ამ ადგილების დათვალიერება ნამდვილად ღირს, მაგრამ ახლა საამისო დრო ნამდვილად არ გვაქვს.

როგორ, შენ ეს ნასოფლარები დათვალიერებული გაქვს? – მომიბრუნდა ფეტიმათი.

ნადირობის დროს, რაიმე დიდი ცხოველი თუ გამოგვიტყუებდა აქეთ, ღამეს ამ კოშკებში ვათევდითმეტად ორიგინალურადაა მტრის შემოსევისაგან თავდასაცავი ეს კოშკები აგებული

პირველი სართულიტყვეებისათვის, სადაც მოთავსებულია ასევე ქვის ჭები, მეორედამცველებისთვის, მესამე და მეოთხე

დამცველებისთვის და ოჯახისთვის, მეხუთე… – თითქოს ჩემი საუბარი გააგრძელა ფეტიმათიმ, თან ნაზად იღიმოდა.

მოიცა, მოიცა!.. ამ წუთას თქვი, პირველად ვარო და ჩემზე უკეთ კი ერკვევი კოშკების თავისებურებებში.

ლექციებზე ხანგრძლივმა სიარულმა შემასწავლა ჩემი სამშობლოისე კი, ნამდვილად პირველად ვარ და თუნდაც ამისთვის, არ ვნანობ ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს, – გაჩუმდა და ნაღვლიანი თვალებით შეხედა ზევახს, რომელმაც ჩუმი ღიმილით უპასუხა.

მაშ, Interesting იქნება თქვენი მოსმენა ისტორიულ საკითხებზე.

არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ არც თუ ისე ბევრი გამეგება ისტორიისა, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მაქვს, შევისწავლო რაც შეიძლება მეტიისე, რომ არც თქვენი მოსმენა იქნება უინტერესო

მე ისტორიაში ვერაფერს შეგმატებთ. ისე, თუ რამე ვიცი, დიდის სიამოვნებითმაგალითად, ამ სოფლის, თარგიმის შესახებ მოგიყვებოდით, მაგრამ რატომღაც მგონია, თქვენ ჩემზე მეტი უნდა იცოდეთ.

თარგიმი, ჩვენი საერთო წინაპრის, თარგამოსის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც თავისი ტერიტორიები შვილებს დაუნაწილა. ერთერთს, კავკასოსს ჩრდილო კავკასია უბოძა, რომელიც ჩვენს წინაპრად ითვლება, მისი ძმა ქართლოსი კი, თქვენს წინაპრად.

საინტერესოა ვინ იქნება ჩემი წინაპარი?.. მე ხომ წარმოშობით ჩრდილო კავკასიიდან, კერძოდ ხევსურეთიდან ვარ.

ეს მართლაც საინტერესოაისე კი, ხეფსურები ჩვენთანაც არიან

ერთხანს გაჩუმებულები მივდიოდით, ზევახი მდუმარედ გვისმენდა და მივხვდი, მის გულში რა ცეცხლიც ტრიალებდა.

რაიმე ნათესაობა თუ გაკავშირებთ თქვენ და ხეფსურებს?.. – განაახლა შეწყვეტილი საუბარი ფეტიმათიმ.

თუ სახელწოდებას და გვარებს მივაქცევთ ყურადღებას, აუცილებლად რაღაც ნათესაობა უნდა არსებობდეს. ისე კი, მე პირადად, არაფერი მსმენია ამის სესახებ.

ჰო, ჩვენს ჯგუფში სწავლობდა ბაგაური ზალინა, რომელიც აცხადებდა, ჩემი წინაპრები ძირძველი ხევსურები არიანო.

შორს იაკების ჯოგი დავლანდეთ და სიფრთხილისათვის გზიდან გადავუხვიეთ და მდინარის პირზე ბილიკს გავუყევით. მდინარე ასააქაფებული და გაგიჟებული ციკლოპური ქვების ირგვლივ. წარმოვიდგინე შედარებით პატარა და არც თუ ისე აზვირთებული მდინარის სათავე, სადაც არაერთხელ გვითევზავია ბავშვობისას და რომელიც ნელნელა იზრდება Different პატარა შენაკადებით და ინგუშეთის ტერიტორიაზე უკვე იქცევა გაშმაგებულ, აზავთებულ მდინარე ასად, რომელიც არაფერს არ ინდობს მის ხელისშემშლელს და რომელიც საშინელი რისხვით ძიობს შურს ყველაზე.

ამ მდინარეს ჩვენში ცირცვლოვნისწყალს ვეძახით, – ავუხსენი პიატიმატის, – მის სათავეში ცირცელის მეტისმეტი სიხშირის გამო.

ეს ნამდვილად არ ვიცოდი, მას თუ ორი სახელი ერქვა და თანაც საქართველოში იღებდა სათავეს.

არხოტის ხეობაში რომ ნახავ, ვერც კი წარმოიდგენ, თუ ეს ის მდინარეა, იმდენად დიდია სხვაობა.

ნეტავ რამდენ ხანში ჩავალთ იქამდის?

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხვალ ამ დროს აუცილებლად სამშვიდობოს ვიქნებით, სადაც უკვე აღარაფრის შიში აღარ გვექნება.

ღმერთმა ქნას, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, – შემდეგ ზევახს მიუტრიალდა, – ისე გაჩუმებულხარ, კაცი იფიქრებს, არ უხარიაო. მე კი, უკვე მთელი ქვეყანა ჩემი მგონია, ჩემს ოცნებებს რომ ფრთები ესხმება.

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა… – კვლავ უაზროდ ჩაილაპარაკა, – ვის არ გაუხარდება ეს ამბავი? – და კვლავ მდუმარებამ და ჭმუნვამ მოიცვა.

სამშვიდობოს რომ დავიგულებთ თავს, ჩემს ბიძაშვილებთან ერთად სანადიროდ წავიდეთ ზევახ, – მინდოდა რამენაირად გამომერკვია ფიქრებიდან, – ერთ რამედა ღირს ჩვენს ტყეებში ნადირობა.

დიდი სიამოვნებით, – თითქოს ოდნავ გაეხსნა შუბლი.

თუ შეიძლება, მეც წამიყვანეთ, – მუდარით შემოგვხედა ფეტიმათიმ.

ქალის საქმე ოჯახიააი, ნანადირევს რომ მოვიტანთ, სადილი შენ გაგვიმზადე, – ახლა უკვე ნამდვილად გამხიარულებულმა გადახედა ფეტიმათის.

სამზარეულოში ფუსფუსი მუდამ მიყვარს და არც მაშინ დაგზარდებით.

ამ საუბარში ზევახს ის უგუნებობა თითქმის გაუქრა, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გადაედო ფეტიმათის მხიარული განწყობილება.

დაბურული ხეების ჩრდილებში შორიდანვე შევამჩნიეთ საცხოვრებელითავდასაცავი კოშკის ნაგებობა და ფეხს უფრო ავუჩქარეთ, რადგან უკვე საღამოვდებოდა და დაბინავება და წახემსება უნდა მოგვესწრო. მალევე მივედით და ჩვენს წინ აღიმართა ქვით ნაგები პირამიდული ფორმის კოშკი, რომლისთვისაც სიმაღლეში ირგვლივ მდგომ წიფლის ხეებს გადესწრო და მაღლიდან თავმომწონედ გადმოჰყურებდნენ. კვადრატული კოშკი მოცულობით დაახლოვებით ხუთიხუთზე იქნებოდა, სიმაღლით დაახლოვებით ხუთმეტ მეტრამდე. თავს კი უმშვენებდა ოთხფერდად საფეხურებრივად გადახურული ფიქლის ფილები. შესასვლელი კარები პირველ სართულს არ ჰქონდა და პირდაპირ მეორე სართულზე უნდა ასულიყავი სახელდახელოდ გამოჭრილი და ზედ მიყუდებული ხის ძელით, რომელსაც ტოტები საფეხურებივით ჰქონდა. კარები პირველის ნაცვლად მეორე სართულზე, მტრის შემოსევისაგან თავდაცვის მიზნით ჰქონდა დაყოლებული. მაღლა კი მოჩანდა მტრისთვის გასამასპინძლებელი სათოფურები.

ჩვენმა მსუბუქმა ჩანთებმა ასვლაში ხელი არ შეგვიშალა. მეორე სართულზე ასულები ჩვენ მოვხვდით ფართო ქვის იატაკიან ოთახში, რომელსაც მხოლოდ კარიდან შემოსული სინათლე აშუქებდა. ცალ კუთხეში მონადირეებს ხის საწოლი მოეწყოთ, იქავე ახლოს კი დიდი ქვისაგან გამართული მაგიდა იყო, რომელსაც საჯდომებად ასევე ქვის სკამები ჰქონდა შემოწყობილი. მეორე კუთხეში კი იატაკს ჭრილი ჰქონდა დატოვებული პირველ სართულზე ჩასასვლელად, ხოლო იქავე ქვისგან გაკეთებული კიბეები მაღლა მიემართებოდა და ასევე მაღლა სართულის ჭრილში იკარგებოდა.

ჩანთა მაგიდაზე დავდე.

მე აქ მოვეწყობი, თქვენთვის კი მაღლა სართული უფრო მოსახერხებელია, – ზევახს და ფეტიმათის კიბეებზე ავუძეხი. ასასვლელ ჭრილში აბლაბუდის სქელი ფენა ავარღვიე თავით.

ფუი ეშმაკს!.. – შევიკურთხე და ძლივს მოვიშორე თეთრი თხელი თავსაბური.

ეს სართულიც ქვის იატაკით იყო მოპირკეთებული. ოთახის ბოლოში ასევე მონადირეებისაგან მოწყობილი საწოლები იყო, ასევე მტვრითა და აბლაბუდეებით სავსე. აქედან კიბეები კვლავ მაღლა მიემართებოდა, სადაც ასვლა უკვე სახიფათო იყო, რადგან ასასვლელი ნანგრევებს ჩაეხერგათ. მაღლიდან ჩიტების ხმები ჩამოდიოდა, რომლებიც მაღლა სართულზე დატანებული სათოფურებიდან შემოდიოდნენ თავიაანთ ბუდეებში.

ამაღამ ცეცხლის ანთება სახიფათოა, ამიტომ რაც რამე სათბილობლები გაქვთ გამოყოლილები, აუცილებლად ჩავიცვათ, – ვთქვი და კიბის ჭრილისაკენ გავემართე, – ახლა კი ცოტა წავიხემსოთ, თორემ დილას აქეთ არაფერი ჩამსვლია ყელში.

აქაურობას აბლაბუდას ქსელებისა და ჩიტების სკინტლებისაგან გავანთავისუფლებ და მეც ახლევე ჩამოვალ.

მე და ზევახი დაბლა ჩავედით და სახელდახელოდ წამოღებული ჩვენი საგზალი ამოვაწყვეთ ჩვენს მიერვე გასუფთავებულ ქვის მაგიდაზე და თან, ყოველი შემთხვევისათვის გამოყოლებული, ბოთლი არაყი მივუდგით გვერდით. სუფრა ხეირიანად არც გვქონდა გაშლილი, რომ უკნიდან ფეტიმათის ხმა მოგვესმა. შემოვბრუნდით და ორივენი სახტად დავრჩით, კიბეებზე ჩამომავალ ფეტიმათის მოვკარით თუ არა თვალი.

ინგუში ამორძალი!.. – აღმომხდა უნებურად.

რას გაშტერებულხართ?! – ისევ თვითონ გამოგვარკვია, – გაგიკვირდათ, არა, შარვლიანი იგუში გოგონას დანახვა?.. ჩვენთან ქალები საერთოდ არ დადიან შარვლებით და ამიტომ გიკვირთ ჩემი ეს ფორმა. მე ყოველი შემთხვევისათვის ჩემი ძმის ჯინსით ვისარგებლე, – კიბეები ჩამოათავა და წელის რხევით წამოვიდა ჩვენსკენ ტანზე მშვენივრად მორგებული ჯინსის შარვლით, რომელსაც მაღლიდან მოცმული თბილი მოსაცმელი და ქუდის ქვეშიდან გამოშლილი ქერა ნაწნავები, მართლაც ამორძალის შეხედულებას აძლევდა, – სხვათაშორის ამ ქამარხანჯალზე ჩემთვის გაუგებარ ენაზეა რაღაც ამოტვიფრული და იქნებ თქვენ გაარკვიოთ რაიმე?..

მართალია, საღამოს პირზე არც ისე ძალიან ბნელოდა და მისი ტანის მოხდენილობა ადვილად აღვიქვი, მაგრამ თუ ქამარხანჯალიც ჰქონდა ტანზე მორგებული, ნამდვილად ვერ შევამჩნიე. ახლა კი, ნელა გაიხსნა ჯინსის თბილი მოსაცმელი და მის ტანზე ვერცხლის ქამარი აბრჭყვიალდა, რაზეც ასევე ვერცხლით მოსევადებული ხანჯალი ეკიდა.

ეს ქამარხანჯალი და კიდევ რაღაც ჩანაწერები, რომლისაც ასევე არაფერი გამეგება, მამაჩემისთვის უჩუქებია ერთ თავის მეგობარს. მამაჩემმა კი ეს ყველაფერი შესანახად მე გადმომცა.

მაგის გაშიფვრის დრო ხვალაც მოგვეცემა, თანაც ახლა უკვე ბნელდება და წავახშმებაც უნდა მოვასწროთ, – ზევახმა ახლოს მოიპატიჟა და თავის გვერდით თბილად დაგებულ ქურთუკზე მიუჩინა ადგილი ფეტიმათის.

არც ისეთი სულსწრაფი ვარ, ერთი დღე ვეღარ მოვითმინო, თანაც თქვენი არ იყოს, მეც არა ნაკლებ მომშიებია.

მამაჩემის დანატოვარი სანადირო დანით, რომელსაც მუდამ თან დავატარებდი პური და ძეხვი დავჭერი და ჭამას შევუდექით. ორიოდე ლუკმის შემდეგ ბოთლს გადავწვდი.

ახლა ყველამ უნდა დავლიოთ ასასი გრამი, თორემ ამაღამ სიცივისაგან გავითოშებით.

ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მაქვს დალეული, მაგრამ ახლა მეტი გზა არ არის, სიცივისა მეც ძალიან მეშინიაისე ჩვენი religion საერთოდ კრძალავს დალევას, მაგრამ ჩვენი კაცების უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს ამასთქვენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?

ჩვენთან შეიძლება, ოღონდ ზომაწონვით

ჩვენმა მცირე საგზალმა ცოტა დაგვანაყრა, ასასმა გრამმაც გვერდები გაგვითბო და ზევახს და ფეტიმათის ძილი ნებისა ვუსურვე:

აბა, ხომ იცით დილაზე ადრე ვართ ასადგომები. სანამ მესაზღვრეები გამოიფხიზლებენ, სამშვიდობოს უნდა ვიყოთ, – მეც ნარჩენები ავალაგე და დასაძინებლად მოვემზადე.

მთელი ღამე ძილღვიძილში გავატარე, მაგრამ რიჟრაჯს მაინც დავასწარი და ადრე ავდექი. ზემო სართულიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ამიტომ ფრთხილად გამოვედი გარეთ. გარეთ გამოსვლისას ტანში სიცივისაგან ამბურძგლა და მდინარისაკენ ძუნძულით დავეშვი. საგათენებოდ ეტყობა ნადირფრინველსაც ჩასძინებოდა და ირგვლივ საოცარი მყუდროება სუფევდა. ის კი არა და, მდინარე ასაც მშვიდად მიარწევდა თავის ტალღებს. რატომღაც არ მესიამოვნა ასეთი სიწყნარე. ცივი წყალი სწრაფად შევისხი სახეზე და უკან გამოვბრუნდი. ზევახი და ფეტიმათი უკვე ამდგრები დამხვდნენ.

ჩვენ გვეგონა, მიგვატოვე, – სიცილით შემეგებნენ ორივენი.

პირობის უკან წაღება, ვაჟკაცის წესი არ არისახლა კი დრო აღარ ითმენს

ჩვენ ჩვენი მცირე ბარგი ავიღეთ და წინ გავწიეთ. ამასობაში გარიჟრაჟდა კიდეც და გზას ადვილად მივიკვლევდით, თუმცა ეს გზა ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ბიკლიკზე ათასგვარი ლიანები გვხვდებოდა და შუქი გვიადვილებდა სიარულს. ტყიდან მეჩხერ ბუჩქნარში გავედით. შორს სამხრეთისაკენ თოვლით დაფარული მწვერვალი შევნიშნე.

ეს ხომ არ არის ის სახელგანთქმული იალბუზი? – მომიბრუნდა პიატიმატი.

არა, ეს მარტინის მწვერვალია, იალბუზი კი ორი ამხელაა. ამას იქით უკვე საქართველოა.

აუუ, რა ახლოს ყოფილა!..

თქვენ აი, ამ კლდესთან მოიცადეთ ცოტა ხანს. მე კი საზღვარს დავზვერავ ყოველი შემთხვევისათვის.

ამ კლდიდან წყალი ჩამოდენილა. მაშ პირის დაბანაც შეიძლება, – ზევახი წყლისკენ გაეშურა.

ამ კლდეს, შეყვარებულთა კლდეს უძახიან, ეს წყალი კი, მათი ცრემლებია.

რა საინტერესოამოგვიყევი, თუ შეიძლება, ლეგენდა ამ კლდის სესახებ?

ამას შემდეგ გიამბობთ. ახლა კი, დრო აღარ ითმენს და ძალიან გთხოვთ, ნუ იხმაურებთმე მალე დავბრუნდები, – ამ სიტყვებზე დავტოვე შეყვარებულები შეყვარებულთა კლდესთან და დასაზვერად წავედი. მთავარი გზა არც თუ ისე შორს იყო, მაგრამ იქიდან ამ კლდესთან მაინც ვერ შეამჩნევდნენ. საზღვარი კი ერთი ხელის გაწვდენაზეღა იყო და იქიდან საქართველო იწყებოდა. კლდეს უკნიდან შემოვუარე, გზას გვერდი ავუქციე და ბუჩქნარიან აღმართს შევუდექი. ვჩქარობდი, რადგან ამ დილაადრიანად ყურადღება ექნებოდათ მოდუნებული. ციცაბო აღმართი რის ვაივაგლახით ავათავე და მოპირდაპირე მხარეს დაბლა გადავიხედე ისე, რომ ვერ შევემჩნიეთ. გზა შლაგბაუმით გადაეკეტნათ, რის გვერდითაც გრძელი ვაგონი იდგა საგუშაგოდ, რომლის ფანჯრიდანაც მკრთალი შუქი გამოკრთოდა. გარემო დაკვირვებით მოვათვალიერე. საეჭვო ვერაფერი შევნიშნე და უკან გამობრუნება დავაპირე, რომ ვაგონის კარი გაიღო და ორნი გამოვიდნენ სამხედრო ფორმითა და ავტომატებით. ამ წერტილს ყოველთვის რუსი სამხედროები იცავდნენ და ამათაც ეტყობოდათ ფორმაზე, რუსები იყვნენ. იძულებული ვიყავი, ადგილზევე დავრჩენოლიყავი, რადგან ახლა უკვე გაუფრთხილებელ მოქმედებას, შეიძლება საქმე გაეფუჭებინა. ერთერთი მესაზღვრე შლაგბაუმთან მივიდა და რაღაც შეამოწმა. უკან გაბრუნდა მეორესთან, რომელიც იარაღს ამოწმებდა. შემდეგ ვაგონის მეორე მხარეს გადავიდნენ. ერთერთმა, რომელსაც ეტყობოდა წოდებით უფრო დაბალი იყო, ასე ოცდაათიოდე ნაბიჯის მოშორებით ბოთლი დადგა და კვლავ თავის ადგილზე დაბრუნდა. კვლავ ავტომატი მოსინჯეს და მოიმარჯვეს. სროლის ხმაზე ბოთლის ნამსხვრევები აქეთიქით მიმოიფანტა. შემდეგ ერთერთმა რაღაც გადაულაპარაკა მეორეს და ბანცალით ვაგონისაკენ გაემართა. ამ ადგილას, სხვა ცენტრალური სასაზღვრო საგუშაგოებისაგან განსხვავებით, ხშირი იყო მესაზღვრეთა ლოთობის შემთხვევები, რადგან მაინცდამაინც დიდი მოძრაობა არ იყო და ყურადღებაც ნაკლები ექცეოდა მესაზღვრეთა შემოწმებას. ახლაც, ეტყობოდათ, ერთერთი ასეთი შემთხვევა იყო, ალალაიით გამომთვრალები სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ერთი ვაგონში შეიმალა, მეორემ კი განაგრძო ავტომატის მომარჯვება ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. იარაღმა კვლავ წარსული გამახსენა

ორი დრის ხეტიალის შემდეგ, სახლში ხელცარიელები ვბრუნდებოდით. ასეთი უიღბლობა, მე კი არა, მამაჩემსაც არ ახსოვდა, რომელიც სწყევლიდა ჩვენს უბედობას, მაგრამ ეტყობა ასე ინება ნადირობის ქალღმერთმა და ჩვენც ბედს შერიგებულები უკვე ხუმრობის ხასიათზეც კი დავდექით. მამაჩემი მხოლოდ იმას დარდობდა, მეგობრებთან როგორ გამოვჩნდე, მეტიც არ უნდათო. ჩვენს ხევამდე ბევრი აღარ გვრჩებოდა, წელჩაზნექილი მთა და ცირცვლოვნის ხევი უნდა გაგვევლო და ჩვენი სოფელიც გამოჩნდებოდა. მზე შუბის ტარზე იდგა. საღამომდის ვვარაუდობდით სახლში მისვლას. ნაზვავები ჯერ გავლილიც არ გვქონდა და ჰოი საკვირველებავ! თვალები მოვიფშვნიტე, მოჩვენება მეგონა. მამაჩემიც გაოცებული შედგა და მანიშნა, მიწაზე ჩავცუცქულიყავი, საიდანაც დავუწყე თვალიერება კლდის თავზე ამაყად მდგარ, მზის სხივებში გახვეულ ჯიხვს. ორივემ იარაღი მოვიმარჯვეთ. აქედან თავისუფლად შეიძლებოდა მიზანში ამოღება, მაგრამ რატომღაც, ორივე ვაყოვნებდით. ისე ლამაზად გადაჰყურებდა არემარეს, არ შეიძლებოდა არ გეფიქრა, რომ შენს წინ ნამდვილი ჭიუხების მეფე იდგა. ჩვენდა ბედად, ვერც ჯიხვი გვხედავდა, რადგან მის უკან ვიყავით მოქცეულები. მამაჩემს გადავხედე, თითი სასხლეტზე ედო, მაგრამ მივსვდი, ვერც მას შეეძლო სროლა. ჯიხვს გადავხედე, რომელიც კვლავ ისე გაუნძრევლად იდგა, თითქოს ქანდაკებააო. თოფი მოვიმარჯვე, მიზანში ამოვიღე და

გაისმა სროლა. უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ჯიხვისთვის ხომ მაინც არ გვისვრია, ისე გავუშვით უვნებელი. მეორე გასროლის ხმამ კი ფეხზე წამომაგდო. ავტომატმომარჯვებული მესაზღვრე იმ მიმართულებით გარბოდა, საითაც შეყვარებულები მეგულებოდა. ზევახი და ფეტიმათი!.. ელდასავით გამკრა თავში და დაბლა დავეშვი. როგორ ჩამოვირბინე დაღმართი, ახლაც არ მახსოვს. იმ ადგილზე, სადაც ისინი დავტოვე, აღარავინ დამხვდა. სად უნდა წასულიყვნენ?.. კლდეს უკნიდან შემოვურბინე და მაღლა ავირბინე ვიწრო ბიკლიკით, რადგან აქედან ყოველი მხარე მოჩანდა. ავირბინე და ადგილზე გავშეშდი. ზევახი გამხმარ ბალახებში იყო პირაღმა წაქცეული, ზემოდან კი ფეტიმათი იყო გადამხობილი. მივვარდი სასწრაფოდ და ფეტიმათი გადმოვაბრუნე. სიმწრისაგან ყრუდ დავიგმინე. არამზადის ნასროლი ორივეს ერთ ადგილზე, შუბლში ჰქონდათ მოხვედრილი, საიდანაც სისხლი წვრილ ნაკადად მოედინებოდა სახეზე. სიცოცხლის აღარავითარი ნიშანწყალი არც ერთს უკვე აღარ ეტყობოდათ. ზევახს ხელში ჩაებღუჯა ვერცხლით მოსევადებული უქარქაშო ხანჯალი. უნებურად ხანჯალზე ქართულმა წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადრება. ფრთხილად გავუხსენი ხელი და ხანჯალი ავიღე. ტარზე გამოყვანილმა განსაკუთრებულმა ორნამენტებმა, თითქოს რაღაც გამახსენა.

ზვიადაური.

ჩემს შვილს

ამოეკაწრათ ფოლადზე.

სანამდის რამეს მოვისაზრებდი, თუ საიდან ჩემი გვარი ამ ხანჯალზე, შუბლზე ავტომატის ლულა მომებჯინა.

Не с места! – მიბრძანა ვიღაცამ.

ჩემს წინ მყოფ ცხედრებს დავხედე და სისხლი საფეთქლებში მომაწვა. ავტომატის ლულაზე ხელი ავუკარი. ყურთან რაღაცამ გამკაწრა და მხოლოდ ამით მივხვდი, გაისროლა. ჩემს სიცოცხლეში არავინ მომეკლა და ვერც დავიჯერებდი, თუ ამას ჩავიდენდი, მაგრამ ზევახისა და ფეტიმათის დამახინჯებული სახეების დანახვაზე, სასწრაფოდ ზეზე წამოვვარდი და ისე, რომ ვერც დავინახე, ვინ მომაბჯინა იარაღი, ხელში ჩაბღუჯული ზვიადაურის ხანჯალი ქვეშიდან მუცელში ამოვკარი. სროლა ვეღარ მოასწრო, ისე გადავარდა ბალახებში.

სასწრაფოდ აქაურობას უნდა გავცლოდი, მაგრამ ზევახს და ფეტიმათის ასე ხომ ვერ დავტოვებდი, არადა დროც აღარ იყო სამარის გასაჭრელად. სისხლიანი ხანჯალი ბალახებზე გავწმინდე, იქავე დაგდებულ ქარქაშში ჩავაგე და ვერცხლის ქამრით წელზე შემოვირტყი. ქარქაშის გვერდით პატარა აბგა შევნიშნე. გავხსენი და შიგ რაღაც ქაღალდები აღმოვაჩინე. მივხვდი, ეს ალბათ ის ჩანაწერებია, რაზეც გუშინ ფეტიმათი გვეუბნებოდა და მხარზე გადავიკიდე, რადგან აქ აუცილებლად აღმოვაჩენდი რაღაც საიდუმლოს, რომელიც ხანჯალთან იყო დაკავშირებული. შემდეგ ფეტიმათი ავწიე ხელში და დაბლა დავეშვი. ცხედარი ღელის მეორე მხარეს გადავიტანე და ხშირ ბუჩქნარში ჩავმალე ისე, რომ ვერავის მოეგნო. უკან გავბრუნდი ზევახისთან. მისი მძიმე სხეული ვერ დავძარი, ამიტომ თავქვე სრიალით დავეშვი და ისიც თრევით მივიყოლე. სიჩქარისაგან გული ამოვარდნაზე მქონდა. ღელესთან კვალი უნდა დამეფარა, ამიტომ ძალღონე მოვიკრიბე და როგორც იქნა ავწიე ზევახის მძიმე სხეული და ისიც ფეტიმათის გვერდით მივმალე. უკან გამოსვლა სიგიჟე იქნებოდა და ამიტომ ბუჩქნარით განვაგრძე სირბილითა და ფორთხვით გზა. ვჩქარობდი, რადგან სანამდის მომხდარს გაიგებდნენ და მდევრებს დამადევნებდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადავსულიყავი და იქიდან იქნებ ჩვენი თემის ბიჭების დახმარებით მომეხერხებინა მათი გვამების გადასვენება. გაუვალ ბუჩქნარში სირბილით, კინაღამ გზა დამებნა, მაგრამ მოვკარი თუ არა თვალი მარტინის მაღალს, მივხვდი მარცხნივ უნდა მევლო. ბუჩქნარი დამთავრდა თუ არა, გზა ციცაბო აღმართმა გადამიღობა და მარტინის მწვერვალიც მიიმალა. აღმართს დიდი მონდომებით შევუდექი, რადგან ვიცოდი, ამ მთის გადაღმა საქართველო იწყებოდა, კერძოდ კი, ჩემი მშობლიური მთაგორიანი ხევსურეთი. ერთიორჯერ ფეხი დამიცდა და უკან ჩამოვცურდი, მაგრამ უფრო გაშმაგებით განვაგრძე გზა. რამდენი ხანი მოვანდომე მაღლა ასვლას, ვერ ვიტყვი, მაგრამ ავედი თუ არა მწვერვალზე, მივხვდი უკვე სამშვიდობოს ვიყავი. ხელები სულ გამსისხლიანებოდა. ერთიორგან შარვალი გამხეოდა და მუხლიდანაც სისხლი მდიოდა. წინ გავიხედე, სადაც საქართველო იწყებოდა. მარჯვნივ მარტინის მაღალი კვლავ შევნიშნე. უკან შევბრუნდი, დაბლა უსამარო ზევახი და ფეტიმათი მეგულებოდნენ, შორს კი ცეილამის კლდეებს ახლად ამოსული მზის სხივები დასთამაშებდა.

+ + +

ზევახისა და ფეტიმათის ცხედრები იმ დღისითვე გადავასვენეთ ახიელში მე, ვეფხიამ და მგელიკამ. ყოველი შემთხვევისათვის საგუშაგო პუნქტი დავზვერეთ, სადაც სრული სიწყნარე აღმოვაჩინეთ. მგელიკა კი ისე გათამამდა, ვაგონშიც კი შეიხედა და არყისაგან გალეშილი მეორე მესაზღვრე აღმოაჩინა. ცხენებით სრულიად მშვიდობიანად ჩავასვენეთ ახიელამდის, სადაც ერთი დღის შემდეგ მივაბარეთ მიწას ორივე ერთად.

ხანჯალი და ჩანაწერები მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა. სანამ ჩანაწერებს ჩავუჯდებოდი, კიდევ ერთხელ დავხედე ხანჯალს და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ასეთ ორნამენტებიან ხანჯალს მამაჩემი დაატარებდა ხოლმე, მაგრამ საიდან ინგუშ გოგონას, ვერ მომეფიქრებინა. ახლა უფრო დიდი მღელვარებით გადავშალე უკვე გაყვითლებული ფურცლები სანთლის შუქზე და მთელი გულისყურით დავიწყე კითხვა.

ჩემო ზვიად ვიცანი მამაჩემის გაკრული ხელი. ვიღაცამ გულზე ხელი მომიჭირა. სისხლი გაჩერდა ძარღვებში. გონება ამერია. კარებამდის ძლივს მივაღწიე. სუფთა ჰაერის ნაკადმა მომიალერსა და სიცოცხლეს დამაბრუნა. გულმაც ოდნავ აჩქარებით განაგრძო მუშაობა. კვლავ მაგიდასთან მივბრუნდი.

ამ წერილს თუ მიიღებ ოდესმე, შეიძლება მე ცოცხალიც აღარ ვიყო. აქ ისეთი ჯოჯოხეთია, კაცი გაგიჟდება. ყოველ დღე ჯურღმულებიდან ოთხიხუთი მკვდარი ამოაქვთ. ცოცხლებიც მიცვალებულებს დავემსგავსეთ. აქ იმდენი თვალია, ამ წერილსაც გულის კანკალით გწერ, რადგან თუ მიპოვნეს ეს წერილი, ცოტა ადრე გამიყენებენ იმ გზაზე, რასაც ყოველდღიურად ვნატრობთ. მხოლოდ პატარა ფატის სიცოცხლე მამხნევებს და მამშვიდებს. არ ვიცი, შენ როგორ გამიგებ, მაგრამ კაცის ბუნება იცი შენ და მე მგონი მაპატიებ. გადასახლებულ კაცს კი ერთადერთ იმედად და ნუგეშად ესღა დარჩენიავერ წარმოიდგენ, ისეთი საყვარელია ჩემი ცისფერთვალება და ქერათმიანი გოგონა. ალბათ, როდისმე ნახავ შენ თვითონვე და დარწმუნდები ამაში. შენ კი, თავს გაუფრთხილდი და ოჯახს მიხედე. კერა არ გააციო, იცოდე. ზვიადაურებს ყოველთვის ვაჟკაცურად უცხოვრიათ და ასეც უნდა გაგრძელდეს. გჯეროდეს მამაშენისა, რომ კაცური სიტყვა არასდროს გაუტეხია და ამ მოუსავლეთში მოხვედრაც შემთხვევითობის ბრალია. შენც იცხოვრე კაცურად და შენი ცხოვრების გზას ნუ გადაუხვევ ნურასდროს. მჯერა, რომ შენ მამაშენის ნამდვილი შვილი ხარ და შენი იმედით სიკვდილსაც კი გულმშვიდად დაველოდები

ჰოი, ბედის საოცრებავ!.. უგზოუკვლოდ დაკარგული მამაჩემის კვალს მივაგენი. არადა, სად აღარ ვეძებეთ, რომელ ზემდგომ ორგანოებში აღარ ვიკითხეთ, მაგრამ სწორი პასუხი არც ერთგან არ გვაღირსეს. ან რისთვის დაიჭირეს შუაღამისას ასე მოულოდნელად და სად წაიყვანეს, ვერავინ ვერ გვითხრა.

ჩემო შვილო მეორე წერილში უფრო ძნელად ირჩეოდა სიტყვები. აქამდის მეგონა, რომ სიმართლე გაიმარჯვებდა და გამამართლებდნენ. მაგრამ კოლიმის უკიდეგანო თოვლით გადათეთრებულ ტრამალებში მოხვედრამ დამარწმუნა, რომ სამშობლოში ალბათ ვეღარასოდეს დავბრუნდები. ახლა ვრწმუნდები, ასე რომ ვუმღეროდით დიად ოქტომბერს, სრული არარაობა და სიყალბე ყოფილა. ვცხოვრობთ იმ სახელმწიფოში, სადაც შავს თეთრად მოგაჩვენებენ და თეთრს შავად. ნათქვამია, ძალა აღმართსა ხნავსო და ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს. აქედან გაქცევაზე ფიქრიც  კი ზედმეტია. მხოლოდ თქვენი დარდი მკლავს, თქვენზე დარდში ვათენებ და ვაღამებ. ჩვენ, ახალი გადმოსახლებულები შედარებით უკეთეს პირობებში ვართ იმათზე, ვინც ურანის მაღაროებში მუშაობენ. ჩვენი მოვალეობა ,,ასობისტებისოჯახის მეურნეობის მიხედვაა. მაგრამ გული მიგრძნობს, ასე დიდხანს არ გაგრძელდება. არ ვიცი, როგორ შევძლებ აქედან ხმის მოღწევას და წერილის გამოგზავნას. ჩვენ ხომ ყოველგვარი წერილების წერა აკრძალული გვაქვს. როგორც აქ დამხვდურმა ჩვენი ბედის მოზიარეებმა გვითხრეს, გაბედული იაკუტების მეშვეობით ახერხებდნენ თითოოროლა წერილის გაგზავნას, რომლებსაც ოიმიაკონის გავლით გადაჰქონდათ იაკუტიაში და იქიდან როგორღაც აგზავნიდნენ. მაგრამ ახლა თოვლის იმხელა საფარველია და ოიმიაკონშიც სამოც გრადუსამდე ყინვას ლაპარაკობენ, რომ ასეთ გაბედულ იაკუტებზე ფიქრიც კი ზედმეტია. რას ვიზამთ, ვცხოვრობთ მომავლის იმედით და ის მცირე ნაპერწკალიც არ გაგვნელებია, რასაც თავისუფლება ჰქვიან. იქნებ მოსკოვამდის ჩააღწიოს ამ უსამართლობის ამბავმა და რაღაც გვეშველოს. იმით ვინუგეშებთ თავს, რომ ამ ჯოჯოხეთში მხოლოდ ქართველები არა ვართ მოხვედრილები. ამ მრავალეროვანი ხალხიდან, განსაკუთრებით მე და ინგუში მაგომედი შევეთვისეთ ერთმანეთს. მას აქ ყოფნის მეტი სტაჟი გააჩნია და გაჭირვებისას ყიოველთვის გვერდში მიდგას

ინგუში მაგომედი?.. თითქოს რაღაც განათდა გონებაში. ნუთუ ფეტიმათი და ფატი?.. ოო, არა, დაუჯერებელიამაგრამ წერილში მოყვანილი ფაქტები?..

ჩემს გოგონას, ფატის!.. მესამე წერილის სათაურიდანვე მივხვდი, საიდუმლო აქ უნდა გამჟღავნებულიყო. ამ წერილს როცა წაიკითხავ, შენ უკვე დიდი გოგონა იქნები, მამაშენი კი ბედის წყალობით, ალბათ იმ ქვეყნად იქნება გამგზავრებული. შენთან ერთი სათხოვარი მექნება და ძალიან გთხოვ, შემისრულო. შორს, საქართველოში შენ გყავს ძმა, ზვიადაური ზვიადი. აუცილებლად მონახე იგი და ის გიმფარველებს. ვგრძნობ, მე დიდი დრო აღარ მიწერია და მინდა შენ ყველაფერი იცოდე, მაგრამ საამისოდ ჯერ კიდევ პატარა ხარ, ამიტომ ბიძია მაგომედს მე ყველაფერს ავუხსნი და თუ ღმერთმაც ინება, ის დაგეხმარება ყველაფერში. გახსოვდეს, რომ შენს ძარღვებში ქართული სისხლი სჩქეფს და არ დაივიწყო შენი სამშობლო არასდროს. ჩემო გოგონა, მამაშენის სახსოვრად გიტოვებ ჩემი სამშობლოს ერთადერთ მოსაგონარს, ვერცხლის ხანჯალს, რომელიც მიუხედავად დიდი ჩხრეკისა და წამებისა, რაღაცნაირად მოვახერხე და გადავმალე

წერილზე დაცემული წვეთებიდან მივხვდი, ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა თვალთაგან და ვეღარ შევძელი გამეგრძელებინა კითხვა. წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. მაშინღა მივხვდი სად მივდიოდი, საფლავები რომ დავინახე. მართალია უკვე ბნელოდა, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც აშკარად გავარჩიე საფლავის ახლად დაყრილი ბორცვი და უფრო მწარედ ავქვითინდი. დავტიროდი ჩემს გადაკარგულ და ახლად ნაპოვნ მამას, ჩემს ახლად ნაპოვნ და კვლავ დაკარგულ დაიკოს, ჩემს მეგობარს და გაშტერებით დავყურებდი ზედ დაყრილ, ჯერაც დაუმჭკნარ მთის ყვავილებს.

1 კომენტარი