პრემია ივერია 2021 და საინტერესო სიახლეები…

2679

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ გრძელდება. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი-პრემია ხორციელდება 2013 წლიდან.

საინტერესო პროექტი აღმოჩნდა, ყოველ წელს ახალ სიმაღლეებზე ადის და უფრო წარმატებული და პოპულარული ხდება პროექტი. პრემია „ივერიამ“ წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობასაც ჩაუყარა საფუძველი და ხალხოსნობა აღადგინა, ხალხოსნობა, რომლის აღდგენის დიდი სურვილი მისი უწმინდესობისა იყო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ, რომ ჩაერთოს ყველა თაობის შემოქმედი, საქართელოს ეროვნული უმცირესობები, შშმ პირები, ემიგრანტები, მსჯავრდებული, ყველა ეროვნების, რელიგიისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად და, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რაც პროექტს და ქართულ ლიტერატურას მეტად გაამდიდრებს. პროექტში ასევე ჩართულები არიან ხატმწერები, მხატვრები და ფოტოხელოვანები, რომელთა გამოფენების თან ერთვის პრემია „ივერიას“.

„მაშ ასე, 2021 წლის დაჯილდოებისთვის მზადება დაწყებულია და ტრადიციულად 3 მარტს გაიმართება, ილია მართლის-ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემის თარიღზე.ჟიური ისევე უცნობი იქნება დაჯილდოების დღემდე. მათ შორის საინტერესო ტრადიცია გრძელდება – ჟიურიმ არ იცის ერთმანეთის ვინაობა და ისინი ერთმანეთს ლიტერატურის განხილვის დროს შეხვდებიან ერთმანეთს, ასევე ტრადიციულ ადგილას – ილია მართლის-ჭავჭავაძის საგურამოს სახლმუზეუმში“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პრემიის დაარსების დღიდან მისი უწმინდესობის კიდევ ერთ სურვილს ასრულებს პროექტი – წელიწადში 300-350 ძირ ბზას რგავენ მონაწილეები დამფუძნებელთან და ორგანიზატორებთან ერთად საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ღონისძიებები იმართება. თუმცა, 2020 წელს პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედია მომავალი წლიდან ეს ისევ კარგი ტრადიცია გაგრძელდება.

წელსაც იქნება მონაწილეთა სიმრავლე, რა თქმა უნდა, უცხოელი შემოქმედების ინტერესიც გაიზარდა და, შესაბამისად, მეტი ქვეყანა და მონაწილე ჩაერთვება  „ივერიაში“.

ავტორის (მონაწილის) უფლება-მოვალეობა:

  1. ავტორი შემოქმედებას აგზავნის მხოლოდ პოეზიას ან პროზას;
  2. პოეზია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი სტანდარტებით – 4 ან მაქსიმუმ 5 გვერდამდე, 12-იანი შრიფტით. ცალმხრივად ანუ ერთი სვეტი;
  3. პროზა უნდა გამოიგზავნოს შემდეგი სტანდარტებით 20 მაქსიმუმ 21 გვერდი, 12-იანი შრიფტით;
  4. ასევე, გამონათქვამები ან პოემა გამონათქვამები 5 გვერდამდე, პოემა 20 გვერდამდე – 12-იანი შრიფტით.
  5. ავტორმა მასალა უნდა გამოაგზავნოს 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით, ვორდის ფაილით;
  6. ლიტერატურა გამოგზავნილი უნდა იყოს ვორდის ფაილით;
  7. ავტორს უფლება აქვს შედეგები გაასაჩივროს ჟიურისთან დაჯილდოების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღეში. გასაჩივრებას უნდას ეთანხმებოდეს პრემია-კონკურსის არანაკლებ სამი წევრისა და ჟიურის ერთი წევრისა;
  8. ლიტერატურა შეიძლება იყოს გამოქვეყნებული (ნეისმიერი ფორმით), სხვა კონკურსში იყოს გაგზავნილი და ნომინირებული და ა.შ..
  9. ავტორს ეკრძალება მოითხოვოს და იცოდეს ჟიურის წევრთა ვინაობა და რაოდენობა. ჟიური გაცხადდება დაჯილდოების დღეს.
  10.  ჟურის რაოდენობა იქნება კენტი და ისინი იქნებიან ხელოვნების და სხვა დარგების მაღალი კლასის პროფესიონალები, ლიტერატურის კარგი მცოდნეები.
  11.  ავტორს ეკრძალება ლიტერატურის შეცვლა – რასაც გამოაგზავნის ერთხელ ის უნდა განიხილოს ჟიურიმ.
  12.  ავტორს ეკრძალება კონკურენტებთანლ კამათი და მათი შეურაცხყოფა.
  13.  ავტორი ვალდებულია მივიდეს დაჯილდოებაზე თუ მას ჯანმრთელობის ან სხვა სახის გადაუდებელი პრობლემა არ გააჩნია.
  14.  ავტორი ვალდებულია დაჯილდოების ცერემონიალზე ჩაიცვას კლასიკურაა ან ეროვნულ ფორმაში გამოეწყოს.
  15.  ავტორს შეუძლია საკუთარი მონაწილების პოპულარიზაცია და რეკლამირება პრესა-მასმედიისა და სხვა საშუალებებით.

ეს არის ზოგადი, პირველადი შესასრულებელი წესები. დანარჩენი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ფეისბუქზე – ილია მართლის ჭავჭავაძის პრემია „ივერია“, ან გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: iveriaprize@yahoo.com

შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერიას“ უფრო ღრმა ფესვები აქვს – 2010 წელს ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დაიწყო ილია ჭავჭავაძის-მართლის გაზეთ „ივერიის“ ხელახალი, დედნის ანალოგიის ხელმეორე გამოცემა.

ჟიურის უფლება აქვს აქ მოცემული პირობების დარღვევის შემთხვევაში უარი თქვას მასალის განხილვაზე, რა თქმა უნდა, თუ ამას ეთანხმება ჟიურის წევრთა უმრავლესობა.

პრემია „ივერია“ მუდმივად განვითარებადი და სიახლეებით სავსე, შემოქმედებითად დატვირთული და აქტიური პროექტია. ამიტომაც 2021 წელს კარგი სიახლეებით იწყებს პრემიაივერიადა მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას. „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთივერიისსახელობის Proseპოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიაფართოვდება და ახალ სეგმენტს მოიცავს. ხელოვნება ხომ მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და, შესაბამისად, აღნიშნული პრემიაც ვითარდება.

„2021 წელს დაემატება ახალი ნომინაცია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია და ხელოვნებასთან, ლიტერატურის განუყრელი ნაწილია. ახალი ნომინაცია იქნება წიგნის ყდის დიზაინის ნომინაცია #1 საუკეთესო დიზაინი, #2 კრეატიული დიზაინი, #3 ლიტერატურული დიზაინი, #4 წლის დიზაინი და #5 ქართული ელიტის დიზაინი. აღნიშნული ნომინაცია ღია იქნება და მისი შერჩევა საზოგადოებას შეეძლება, ჟიურისგან დამოუკიდებლად. წიგნის ყდის დიზაინის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგნაირად: www.qelite.info-ზე გამოქვეყნდება წიგნის ყდები. ყველა ავტორს უფლება აქვს გამოაგზავნოს მაქსიმუმ სამი Different ვერსია მისამართზე iveriaprize@yahoo.com-ზე, ფოტოვერსია JPG ფაილი. ყდების ფოტოებს თან უნდა ახლდეს ავტორის ერთი ფოტო. ყველა წიგნის ყდის ფოტო ვერსია გამოქვეყნდება www.qelite.info-ზე 2021 წლის 1 თებერვალს და 1 მარტის ჩათვლით იქნებიან კონკურსში ჩართული. ხმის მიცემა შეწყდება 2021 წლის 28 თებერვალს. გამარჯვებული გახდება ხმათა უმრავლესობით ანუ რომელი ავტორის წიგნსაც მეტი მოწონება (ლაიქი) ექნება, აღნიშნულ საიტზე ან ფეისბუქზე გამოქვეყნებულს საიტიდან პოსტის სახით. ხმათა უმრავლესობის მიხედვით და ნომინაციების ნუმერაციის მიხედვით გამოვლინდებიან ლაურეატებიც. გამოდის, რომ საზოგადოებაა თავად ჟიური და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ მიმართულებით.

აქვე განვმარტავთ, რომ გამარჯვებული წიგნის ყდის ავტორის გარდა დაჯილდოვდება წიგნის ყდის დიზაინის შემქმნელიც თუ იქნება მსგავსი შემთხვევა

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ნომინაცია და სიახლე ხელს შეუწყობს წიგნის გამოცემის კულტურის ამაღლებას, დიზაინის სფეროს განვითარებას, მაღალი ესთეტიკის და გემოვნების ჩამოყალიბებას, განაცხადა პრემია ივერიის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მაშ ასე, პრემიაივერია ელოდება საუკეთესო წიგნის საუკეთესო ყდების დიზაინს.

შეგახსენებთ, რომ პრემია ივერია სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვაკურთხევით მიმდინარეობს 2013 წლიდან და წელს მერვე გალადაჯილდოება შედგება, ტრადიციულად 3 მარტს, ილია მართლისჭავჭავაძის გაზეთ ივერიის პირველი ნომრის გამოცემის დღეს.