საგანგებო მიმართვა პრემია ივერიის დაჯილდოების მონაწილეებს!

1271

როგორც ცნობილია წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ მერვე გალა დაჯილდიებას გამართავს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 20 მარტს, 12:00 საათზე.

ჩვენი პროექტი ყოველწლიურად იზრდება და წელს უკვე მესამედ ტარდება საერთაშორისო ფორმატში. წლევანდელ კონკურსში შვიდი ქვეყანაა ჩართული – საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, სომხეთი, რუმინეთი, თურქეთი.

„ამ განცხადების უმთავრესი შინაარსი ის გახლავთ, რომ წელს კოვიდ პანდემიის გამო, დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე დაჯილდოება შეზღუდული სახით ჩატარდება. წლევანდელი დაჯილდოება განისაზღვრა შემდეგნაირად: სულ 50 (ორმოცდაათი) ადამიანი დაესწრება. დაესწრებიან ძირითადად წლევანდელი გამარჯებული ლაურეატები, ჟიური, რამდენიმე საპატიო და მეტად მნიშვნელოვანი სტუმარი, ასევე მუსიკალური მცირე გაფორმებისთვის ხუთი მომღერალი. ყველა სტუმარს ექნება ინდივიდუალური სკამი და დაცული იქნება სტანდარტების მიხედვით დაწესებული ორმეტრიანი დისტანცია. გამოვიყენებთ მისალმების დადგენულ წესს. ყველა ვალდებულია გამოიყენოს პირბადე, დადგენილი წესისამებრს. როგორც საზოგადოებას ახსოვს, პრემია „ივერიის“ დაჯილდოება ყოველთვის ღია იყო, თავისუფალი დასწრება გვქონდა… მივმართავთ ყველას და მოვუწოდებთ, დაემორჩილონ მითითებულ წესებს, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გვქონდეს უკეთესი მომავალი. მიუხედავად ყველაფრისა, წლევანდელი შეზღუდული გარემოსთვის, თავს უხერხულად ვგრძნობთ მონაწილეთა მიმართ, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ძვირფას საზოგადოებას“, – მიმართავს საზოგადოებას პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

დაჯილდოების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრი და პრემია „ივერიის“ ლაურეატი, ლადო კახაძეც მიმართავს: ძვირფასო სტუმრებო და მასპინძლებო. მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს. იმედია თქვენში დაგროვილი სასიკეთო ენერგია დადებითად იმოქმედებს გარემომცველ საზოგადოებაზე. დღეს დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩენილ დედამიწას დახმარება სჭირდება და ამ დახმარების ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელი პოტენციალი ჩვენშია. გავუფრთილდეთ ერთმანეთს. ვიწამოთ კეთილის უპირატესობა. გვწამდეს კეთილი გამოსავლის და პატივისცემით მოპყობილ წინაპართა მიერ საგზლად გამოტანებულ ღირსებას ზურგი არ შევაქციოთ. მწამს მემკვიდრეები სწორად გაგვიგებენ… – პატივისცემით ლადო კახაძე“. შეგახსენებთ, რომ ლადო კახაძე პრემია „ივერიას“ ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია, რომელიც პირველივე დღიდან მოჰყვება დღემდე, როგორც მონაწილეც და თანაორგანიზატორიც კი.

გვჯერა, რომ მომავალი წელი მეტად მასშტაბური იქნება, რა თქმა უნდა, დამსწრეთა შეზღუდვების გარეშე.