გიწვევთ „ევროარტი ივერია – ბრილიანტი“

1404

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული კონკურს-ფესტივალი „ევროარტი ივერია – ბრილიანტი“ 2022 წლის 7-14 მარტს გაიმართება. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში რიგით მეექვსეა და წელს უკვე 12 ქვეყანას უმასპინძლებს.

როგორც ვიცით, კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფესტივალი-კონკურსი გაიმართოს ინტერნეტ ანუ ონლაინ სივრცეში, რა თქმა უნდა ტელევიზიის საშუალებითაც – „ახალი არხის“ ეთერის მეშვეობით გავა ყველა კონკურსანტის ნამღერი და ცეკვა.

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მონაწილეთა ძირიტად დავალებებს:
პირველი ტური:
1. მშობლიურ ენაზე სოლო სიმღერა (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულება ბენდთან ერთად), სასურველია თანამედროვე (დღვანდელი) პოეტის ტექსტზე შექმნილი სიმღერა;
2. უცხოური სოლო (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულება ბენდთან ერთად);
3. დუეტი ცნობილ მომღერალთან ერთად, აუცილებელია თანამედროვე (დღვანდელი) პოეტის ტექსტზე შექმნილი სიმღერა, შესაძლოა ბენდთან, გუნდთან, ანსამბლთან ერთად სიმღერა (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულება მენდთან ერთად);

მეორე ტური:
1. ხალხური (საკუთარი ეროვნული) ფოლკლორი, ხალხური ინსტრუმენტებით ან მინუს ფონოგრამით;
2. საკუთარი ქვეყნის ჰიმნი ან ორგანიზაციის ან/და საკუთარი ქვეყნის შშმ პირთა ფესტივალის ჰიმნი;

მესამე ფინალური ეტაპი:
1. ნებისმიერი სიმღერა (ახალი ანუ სხვა, ამ ევროარტზე ნამღერი რომ არ იყოს) – ნებისმიერ ენაზე, დუეტში, ბენდთან ერთად, აკაპელა, ანსამბლი და ა,შ.;

პირველი ტური:
1. წყვილში ცეკვა შშმ პირი და არა შშმ პირი;
2. სოლო ცეკვა;
3. ნაციონალური (ეროვნული) ცეკვა წყვილში, შესაძლოა გუნდთან, ანსამბლთან ერთად და ა.შ.;

მეორე ტური:
1. პოპ ცეკვა წყვილში ან ინდივიდუალურად (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად);
2. სამეჯლისო ცეკვა წყვილში (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად) (ლათინური).

მესამე ტური:
1. ნებისმიერი ცეკვა (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად) ახალი ცეკვა;
ცეკვის ქრონომეტრაჟი: მინიმუმ 2 წუთი – მაქსიმუმ 5 წუთი;

სხვადასხვა ხელოვნება:
1. მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა სახელოვნებო დარგების წარმომადგენლებს;
2. ხატმწერებს, მხატვრებს, ფოტოხელოვანებს, გობელენის შემქმნელებს, თოჯინების შემქმნელებსა და სხვა.
3. შემოქმედება მონაწილეობას მიიღებს საიტზე ატვირთვით ფოტოს სახით (www.qelite.info);
4. დაშვებულია მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ათი ნამუშევრის (ფოტოს სახით) გამოქვეყნება;
5. გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქზე და სატელევიზიო ვიდეოს ნახვებისა და მოწონებებისა შედეგად – ვისაც მეტი ნახვა და მოწონება ექნება, გამარჯვებულადაც ისინი ჩაითვლებიან;

ფესტივალს ახორციელებს ააიპ. სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“. გენერალური პარტნიორი პირველი ინტეგრირებული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ჩვენი პრიორიტეტი – ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.