საინტერესო სიახლეები პრემია „ივერიაში“

1127

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ განაგრძობს ლაურეატებისა და მონაწილეების, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.

„წელს, სექტემბრის თვიდან დავიწყებთ პრემია „ივერიის“ ლაურეატებისა და მონაწილეების ავტობიოგრაფიების გამოქვეყნებას, რადგან საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მისთვის საყვარელი შემოქმედის შესახებ. ეს ერთგვარად პოპულარიზაციას გაუწევს, როგორც ავტორებს, ისე მათ ხელოვნებას, რა თქმა უნდა, ეს პრემია „ივერიის“ რეკლამირებაც იქნება და საერთო საქმეს კარგად წაადგება. ეს ეხება, როგორც მწერლებსა და პოეტებს, ასევე ხატმწერებს, მხატვრებსა და ფოტოხელოვანებს, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ ყველა მონაწილეს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ჩვენი მხრიდან პროექტის მონაწილეების ამდაგვარი, ახალი სახის წარდგენა-რეკლამირება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ძალიან ჭირს თანამედროვე ხელოვანების, მათი შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობა. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთაშორისო მასშტაბებით ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაცია უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურისთვის და ასევე, უცხოური კულტურის საქართველოში პოპულაიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ინტერნეტისა და სოციალური ქსელების აქტიურად მოხმარებისა, დღეს მაინც ჭირს ამ ყველაფრის მიღწევა და ჩვენ ეს შეგვიძლია ჩვენი რესურსებითა და გამოცდილებით. ასევე, მალე დავიწყებთ ელექტრონული წიგნების შექმნას და გამოცემას.

აღნიშნული მასალები ჯერ ამავე საიტზე (www.qelite.info-ზე) გამოქვეყნდება და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეეძლებათ დაინტერესებულ პირებს მათი ნახვა, ხოლო ამის შემდეგ, წიგნად გამოიცემა 2023 წლის 2 აგვისტოსთვის, რომლის პრეზენტაციაც, რა თქმა უნდა, ილიას სახლმუზეუმებში გაიმართება.

მსურველებს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ შემდეგი: მასალები უნდა გამოიგზავნოს ვორდის ფაილით,  ორი მაქსიმუმ სამი გერდისა, შრიფტის ზომა 12. ყველა ავტორს ვთხოვთ, რომ ბიოგრაფიები იყოს კორექტირებული, რედაქტირებული, – უშეცდომოდ, გამართული ტექსტებით. მასალები აიტვირთება პერიოდულად. ასევე ავტორის ერთი ფერადი ფოტო, რომელიც ცალკე უნდა გამოიგზავნოს და არა ვორდის იმავე ფაილში, სადაც იქნება ტექსტი.

მაშ ასე, ველოდებით ძალიან ბევრი ავტორის ბიოგრაფიას. ყველას წარმატებას და ხალხისგან დიდ სიყვარულს ვუსურვებთ!

მასალების მიღება დაიწყება 2022 წლის 2 აგვისტოდან, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) კანონიზირების დღესთან დაკავშიორებით“, – თქვა პრემიის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია. მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, შშმ პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხავრები და ფოტოხელოვანები…

მასალების გამოსაგზავნად გთხოვთ გამოიყენოთ აღნიშნული ელფოსტა: iveriaprize@yahoo.com