საჩუქარი მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია მეორეს, პრემია „ივერიის“ ათი წლისთავზე…

1352

„ვფიქრობ, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, სრულიად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, იმაზე დიდ ძღვენს ვერ მივართმევთ, ვიდრე მისთვის სიყვარულით ნათქვამ სიტყვას – წიგნად შეკრულ მადლიერებას, მადლობას! მადლობა ყველაფრისთვის და მადლობა პრემია „ივერიისთვის“… ამავე წიგნით მადლობას შევწირავთ ამავე წიგნით უფალს, რომ მოგვმადლა მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქად!

მჯერა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი დიდებული გამოცემა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ პატრიარქს მსოფლიო დაინახავს თუ რამდენად ძვირფასია ის ჩვენთვის – საქართველოსთვის! ეს იქნება წიგნი, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იქნება, თუ რამდენად დიდია მისი უწმინდესობა ჩვენი ერისთვის!

მწამს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი დიდებული წიგნი ჩვენს ეპოქაში, რომელში მოხვედრაც ყველასთვის საოცნებოა, ყველა მადლიერი იქნება ამის გამო, ყველა იამაყებს ამ წიგნის სამი ფურცლით, ფურცლით, რომლის საშუალებითაც საკუთარ თავს ისტორიაში კიდევ ახალი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შტრიხით ჩაწერს!

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ საიუბილეო მეათე წლისთვის ემზადება. უამრავი სიურპრიზი ელის ყველა მონაწილეს და 2023 წლის 3 მარტის გალა დაჯილდოების დამსწრეს.

გარდა ამისა, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის უმთავრესი საჩუქარი მაინც წიგნი იქნება, რომელიც ამ ათი წლის მანძილზე მონაწილეთა და ლაურეატთაგან, პროექტი-პრემიის სპონსორების და სხვა პარტნიორების ავტორობით შედგება. წიგნი იქნება A4 ფორმატის (თაბახის ზომა). იქნება მაღალი ხარისხის, მუყაოს ყდით. ყველა მსურველი (მონაწილე, პარტნიორი და სპონსორი) დაწერს ერთ თაბახ წერილს, რომელიც მიეძღვნება ჩვენს დიდ პატრიარქს. აღნიშნული წერილი უნდა იყოს ხელნაწერი. იგივე ხელნაწერი (12-იანი შრიფტით) აიკრიფება ელექტრონულ ვერსიად და გამოიგზავნება ჩვენთან ვორდის ფაელით. აღნიშნული წერილი უნდა შეიცავდეს შემდეგს: მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პატრიარქი საქართველოსთვის და სრულიად სამართლმადიდებლო-საქრისტიანოსადმი, რას ნიშნავს, რა დანიშნულება აქვს მას საქართველოსთვის და ყოველი ჩვენგანისათვის. თუ როგორ ხედავს მის უწმინდესობას, მის ღვაწლს დღეს… რა გააკეთა გასულ ატეულობით წელში საქართველოსთვის… რას გვაძლევს იგი აწმყოში და მომავალი საუკუნეების გადმოსახედიდან. რას ნიშნავს ცხოვრობდე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ეპოქაში და უძღვნიდე მას ლექსს, პუბლიკაციას, ეხებოდე მას, მონაწილეობდე მის მიერ დალოცვილ და კურთხეულ, მისი პატრონაჟით განხორციელებულ პროექტებში. და სხვა, ავტორისეული დამოკიდებულება ჩვენი უწმინდესი პატრიარქისადმი.

რა თქმა უნდა, შშმ პირები – განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში და მადლობას ეტყვიან უწმინდესს და უნეტარესს ამ ყველაფრისთვის… ასევე სხვა ყველა კატეგორია (ეს იქნება მსჯავრდებული, საქართველოს ეროვნული უმცირესობა, უცხოელი) შევა წიგნში, ვისაც კი მონაწილეობა მიუღია პრემია „ივერიაში“.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მასალები წიგნში უნდა შევიდეს – ხელნაწერის სახით (ხელნაწერი, დასკანერებული ფოტო ვერსია) და ასევე ჩვეულებრივ ტექსტად, რათა გარკვეულ მკითხველს გაუადვილდეს ავტორის წერილის წაკითხვა. ამავე დროს ამ წიგნში მონაწილეს უფლება ექნება კიდევ ერთი გვერდი დაიკავოს, რომელზედაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი მიძღვნილი ლექსი დაიბეჭდება. ყოველი მონაწილე-ავტორი სულ სამ გვერდს დაიკავებს. გვერდი, რომელზედაც ლექსი დაიბეჭდება, ასევე უნდა დაიბეჭდოს მონაწილე-ავტორის ერთი პირადი ფოტო.

ხელნაწერი უნდა იყოს სამი ეგზემპლიარი, რომლებიც წიგნად აკინძული შემდეგნაირად განაწილდება: ერთი ორიგინალი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა, ერთი საქართველოს ეროვნულ (საჯრო) ბიბლიოთეკას, ხოლო ერთიც ჩვენთან – პრემია „ივერიაში“ დარჩება. აღნიშნული ხელნაწერი წიგნი იქნება სულ სამი ორიგინალი. წიგნში ხელნაწერი შევა, როგორც უწმინდესისადმი მიძღვნილი ლექსი, ასევე პუბლიკაცია პატრიარქისადმი.

წიგნში შესვლა შეუძლია ყველას, ვინც ამ წლების მანძილზე მონაწილეობა მიიღო პრემია „ივერიაში“: მწერალს, პოეტს, ხატმწერს, მხატვარს, ფოტოხელოვანს, პარტნიორებს და ა.შ..

წიგნის პრეზენტაცია შედგება 2023 წლის 3 მარტს, გალა დაჯილდოების დროს. დეტალებს შეიტყობთ დაჯილდოებამდე ერთი თვით ადრე.

პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, შშმ პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები, მსჯავრდებულები, უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხატვრები და ფოტოხელოვანები, მეცნიერები, მთარგმნელები, საზოგადო მოღვაწეები და ხელოვნების ყველა სფეროს გამოჩენილი, ღვრაწლიანი მოამაგეები.

გთხოვთ მასალები, ვორდის ფაელები და დასკანერებული ხელნაწერები, ასევე მონაწილის ერთი პირადი ფოტო (ფოტო უნდა იყოს ცალკე გამოგზავნილი და არა ვორდის ფაელით), გამოგზავნეთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე:  iveriaprize@yahoo.com

ხოლო ხელნაწერები მოიტანეთ ჩვენთან რედაქციაში ან გალადაჯილდოების დროს, 2023 წლის 3 მარტს გადმოგვეცით“ – თქვა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მასალების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 19 დეკემბერი.