პრემია ივერია გილოცავთ…

1169

პრემია „ივერია“ მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოებისთვის ემზადება, რომელიც მეტად პომპეზური და სრულიად განსხვავებული იქნება წელს, 2023 წელს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად 3 მარტს.

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ შობა ახალ წელს ულოცავს და მადლობა უხდის ყველას – ყველა მონაწილეს, ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს, როგორც საქართველოშ, ისე მის ფარგლებს გარეთ!

გვჯერა, ეს წელიც წარმატებული იქნება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საიუბილეო, მეათე წელია და ყველა მონაწილე განსაკუთრებულად ელოდება დაჯილდოებას.

აქვე, აუცილებელია, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების 45 და 90 წლის საიუბლეო თარიღი მივულოცო სრულიად საქართველოს და სამყაროს! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ბედნიერ, ერთიან, ერთსულოვან საქართველოში!

პრემია „ივერია“ მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოებისთვის ემზადება! თუმცა მანამდე მონაწილეების მასალების მიღება ცხადდება. „მასალების მიღება დასრულდება 2023 წლის 15 იანვარს. მონაწილემ მასალები მხოლოდ პოეზიაში ან პროზაში უნდა გამოაგზავნოს. ორივე – პროზაც და პოეზიაც არ შეიძლება, – პროზა ან პოეზია! პროზის შემთხვევაში ვორდის ფაილში უნდა იყოს არაუმეტეს 21 გვერდისა, 12-იანი შრიფტით. პოეზია კი ასევე შრიფტის ზომა 12, მაქსიმუმ ხუთი გვერდი, ერთ სვეტად. მასალები უნდა იყოს რედაქტირებული და არ უნდა დაირღვეს მითითებული ვადები და პირობები.

აჯობებს, რომ შემოქმედება იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა თემები, ასევე პროზაში. პროზაში შესაძლებელია რამდენიმე ნოველა, ჩანახატი, მოთხრობა, რომანი, რა თქმა უნდა, შრიფტის ზომა და გვერდების რაოდენობა უცვლელი უნდა იყოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ არასოდეს ვარჩევთ ავტორთა მასალებს.

საყურადღებოა შემდეგი საკითხი: თუ მასალები პოეზიაში იქნება ხუთ გვერდზე მეტი, დამფუძნებელს უფლება აქვს ამოიღოს ზედმეტი და დატოვოს პირველი ხუთი გვერდი. ასევე პროზაში, თუ 21 გვერდზე მეტი იქნება, ხელოვნურად დაიყვანოს სასურველ რაოდენობამდე. შესაბამისად, ავტორთა შემოქმედების საკონკურსო შედეგებზე პასუხისმგებლობას იხსნის დამფუძნებელი. კატეგორიულად დაუშვებელია და ჟიურისთან არ გაიგზავნება PDF და JPG საშუალებით გამოგზავნილი პროზა-პოეზია. ასევე არ გაიგზავნება და კონკურსს გამოეთიშება მასალა და შესაბამისად ავტორი, თუ ლიტერატურა არ არის კორექტირებული! ასევე გრძელდება წიგნის ყდის დიზაინის კონკურსიც, რომელთა პოპულარიზაციისა და კონკურსში გამარჯვებისთვის გამოქვეყნდება საიტზე www.qelite.info“, – ამბობს პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

პრემია ივერია ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერია“ ზუსტად ამ დღეს, 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო უკვე ათი წელია გრძელდება…

მაშ ასე, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ – აცხადებენ პრემია „ივერიის“ მესვეურები!