თამარ ჯიხვაშვილის ოცნებები და რეალობა

3186


ავტორი: ანა ლორთქიფანიძე
„განსაკუთრებული ჟურნალის“ მკითხველი დღეს გაიცნობს ახალგაზრდა, მრავალმხრივ ნიჭიერ ქუთათურ ხატმწერს, ფერმწერს, რესტავრატორს, კონდიტერს – თამარ ჯიხვაშვილს!

თამარ ჯიხვაშვილი: დავიბადე 1980 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში. 1998 წელს დავამათავრე ხელოვნების ლიცეუმი, 1999 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე. ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები, აკადემია ჩემი მეორე ოჯახი იყო, იქ არამარტო პროფესიის სიყვარული შევითვისე, არამედ თვითონ ადამიანებთან ურთიეთობის ხელოვნება. არაჩვეულებრივი პადაგოგები მყავდნენ: ბატონი გურამ ჭეიშვილი, სერგო სირბილაძე, ქალბატონი თათია ბაკურაძე (კარლო ბაკურაძის შვილი) და ასე შემდეგ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. აქ მთავარი იყო თავისუფალი დამოკიდებულება სტუდენტსა და ლექტორს შორის, რაც თავისთავად მოიცავდა ურთიერთ პატივისცემას პროფესიისა და თავისუფლების სიყვარულს.


– თამარ, როგორი ბავშვობა გქონდათ?


– ჩვეულებრივი, როგორც იმ დროს ყველას, მაგრამ თამაშს ყოველთვის მერჩივნა მეხატა, მეძერწა და ჩემს თავთან მემუაშავა, არ ვყოფილვარ სტანდარტული ბავშვი ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვიყავი. მეექვსე, მეშვიდე კლასიდან სერიოზული ნაქარგობის ნამუშევარები მქონდა. ქარგვა ბებომ შემასწავლა. პირველი ნამუშევარი იყო წმიდა გიორგის ხატი, რომელიც მაშინდელი ჩემი სკოლის დირექტორს ვუსახსოვრე.


– რა ასაკში დაწერეთ პირველი ხატი?


– რაც შეეხება ხატის დაწერას, მეთერტმეტე კლასში ვიყავი. ხარების ტაძართან იყო ხატწერის სახელოსნო, სადაც ჩემი პედაგოგი იყო, ირინა ისაკაძე იქ შევქმენი „უბისის წმიდა გიორგის ხატის ფრესკიდან“. ასევე ძალიან მომწონს უნიჭიერესი ადამიანის, ჩემი უახლოესი მეგობრის, მადონა ლანჩავას ნამუშევრები, რომელმაც პირველმა ჩამოიტანა და დაამკვირდა ხაწერა ქუთაისში, აუცილებლად მინდა ვახსენო ნიჭიერი ფერმწერი ნინო სანებლიძე ჩემი მეგობარი, მხარდამჭერი და ძლიერი საყრდენი, რომლისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- რა დროს ანდომებთ ერთი ფერწერული ტილოს შექმნას?

- გააჩნია, ხატს სხვა დრო სჭირდება ფერწერულ ტილოს სხვა. ეს ხატის სიდიდის და სირთულის მიხედვითაა და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განვრცობილია კომპოზიციურად. აბსტრაქციები გერმანიისთვის 3-4 დღეში შევქმენი.

- პროფესიის არჩევისას ვის მიენდეთ, თქვენს თავს თუ ახლობლების რჩევებსაც?

- ბოლომდე ჩემს თავს, თავიდავე ბევრი ვიბრძოლე, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან საბუნებისმეტყველო ლიცეუმიდან რომ გადავსულიყავი ხელოვნების ლიცეუმში. ბებიას უნდოდა თეთრი ხალათი მცმოდა, ხან უცხო ენების სპეციალისტობას ვფიქრობდი, ხან დიზაინერობა მინდოდა, რადგან კარგად მეხერხება კერვა, მაგრამ დღეს საბოლოოდ ის ვარ, რაც მინდოდა, რის გამოც ბედნიერი ვარ, ვაკეთებ იმ საქმეს, ჩემი ცხოვრებაა. 2002-03 წლებში. ვმუშობდი წმინდა სამების ტაძრის სახარების მინიატურებზე, რუსუდან ფეტვიაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც შევასრულე 4 ფურცელი და მათ შორის 2 მთლიან გვერდზე, მირქმისა და აღდგომის მინიატურები. 2006 წელს დავიცავი დიპლომი დაზგური ფერწერის რესტავრაციაში, ამავე წელს მივლინებით ექსპედიციაში ვმუშაობდი მარტვილის ტაძარში ფერწერის რესტავრატორად, სადაც ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე რესტავრატორად პროექტში, ჯრუჭის მონასტრის კვლევაში, სადაც სამ ხატს ჩავუტარე რესტავრაცია.

- როგორც ვიცი თქვენ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

- დიახ, 2008 წელს დავიწყე მუშაობა გელათის საულიერო აკადემია-სემინარიაში და მასთან არსებულ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე იკონოგრაფიისა და ხატწერის კურსის ლექტორად. საინტერესო პერიოდი იყო ნამდვილად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო მასწავლებელი შენზეა დამოკიდებული ცარიელ სუფთა ფურცელზე როგორი„მოთხრობა“ დაიწერება, როგორ მარცვალს ჩათესავ იმ მოსავალს მიიღებო ნათქვამია, მეც ზუსტად ასე ველოდი წლის ბოლოს, როგორც მევენახე ჩაყრის ხოლმე ნერგებს და შემოდგომაზე ნიშანს ელოდება. საოცარია უყურებდე ჯერ „მდუმარეს და შემდეგშენს ენაზე ამეტყველებულ ადამიანს“.

– დროის რამდენიმე წლით უკან გადახვევა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენში?

– უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აკადემიის დამთავრებისთანავე ევროპაში განათლების მისაღებად წავიდოდი, ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი ჩემი თავისთვის. თუმცა ვთვლი, რომ ჯერაც არ არის გვიან და სამომავლოდ მაქვს გეგმაში მაქვს პროფესიული კუთხით ცოდნის გაღმავება და გამოცდილების მიღება. აქვე გაგიმხელთ, მეღვინეობა ჩემი ერთე-რთი ჰობია, სახლში ვაყენებ კიდეც კარგ ღვინოს, ჩემი ეტიკეტიც შევქმენი, საინტერესო ძველ ქართული მინიატურების მიხედვით. მინდა ევროპაში ყოფნისას ღვინის ტექნოლოგიას საფუძვლიანად დავეუფლო, მერე დავბრუნდე საქართველოში და მქონდეს განსხვავებული სახეობის ღვინო, თუნდაც პატარა მაგრამ მაღალი დონის მეურნეობა. მინის ტექნოლოგიაც მინდა შევისწავლო, რაც ევროპაში მაღალ დონეზეა აყვანილი. 2018 წელს ვისწავლე ჩვენთან იბერია კოლეჯში~ ფილამწყობის პროფესია, - ფილა მოზაიკასთან და ფერებთან ახლოსაა. ასევე მიყვარს და მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გემოები. მაქვს საკონდიტროს ფრანგული ხაზი, ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი, ეს არის ხელოვნებამდე აყვანილი გემრიელი მშვენიერება. 2017 წელს ჩემმა მეგობარმა გოდუ შურღაიამ შემიქმნა საკონდიტროს ლოგო. ამავე წლის 31 მაისს მოეწყო დიდი გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში სახელწოდებით„ღამე მუზეუმში“, სადაც წარდგენილი მქონდა საკონდიტრო ნაწარმი ევროპული ხაზით. 2018 წელს მონაწილეობა მივიღე თბილისი ჩატარებულ შოკოლადის ფესტივალში. შოკოლადისაგან შევქმენი ქალაქი ლატვიის დედაქალაქი, რიგის გავლენით.

– რამდენად ხშირად იღებთ უცხოეთის გამოფენებში მონაწილეობას?

– 2017 წელს ევროპის ქვეყნებში ლუქსემბურგი, გერმანია, შევასრულე აბსტრაქციები. ეს გამოფენა ეძღვნებოდა შოპენს და იქ წარდგენილი იყო ჩემს მიერ შესრულებული ასლი დელაკრუას შოპენის მიხედვით და პარალელურად შესრულდებოდა შოპენის ნაწარმოები რომელსაც უნიჭიერესი ექიმი და პიანისტი ზაურ ჭყონია ასრულებდა.

– არჩევანი რომ გქონდეთ რომელ ქვეყანაში დაიბადებოდით?

– ისევ საქართველოში დავიბადებოდი ოღონდ უფრო მოვლილ, დასუფთავებულ, განათლების მაღალი დონით და მეტად ძლიერ ქვეყანაში. მაგალითად ისეთში, როგორიც ლუქსემბურგია, რომელიც თავისი ბუნებით ძალიან გაქვს ჩვენს სამშობლოს. ზუსტად ასეთი წარმომიდგენია მე ევროპული საქართველო.

– თქვენი აზრით რამდენად არის სტერეოტიპები გამეფებული ჩვენს ირგვლივ?

– ძალიან… საეთოდ, ეს დოგმატური და სტერეოტიპული აზროვნება ღუპავს თაობებს, თავისუფლებაა ყველაზე დიდი ხელოვნებაა.

– თქვენი აზრით არსებობს თუ არა შეზღუდეული შესაძლებლობები?

– გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს შეზღუდვად. პირადად ჩემთვის, შეზღუდულია ის ადამიანი, ვინც გარემოს, სხვას, აზიანებს და არა ის, ვისაც რამე ფიზიკური ან ჯანმთელობის პრობლემა აქვს.

– ქალბატონო თამარ, თქვენი წარმატების ფორმულა?

– ნიჭთან ერთად შრომა და საქმის სიყვარული. უშრომლად არაფერი გამოვა. ყველამ საკუთარი თავის გაზრდაზე უნდა იშრომოს და არა სხვებისთვის ჭკუის სწავლება…