ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით საკრებულოში გამოფენა გაიმართა

1883

თბილისის საკრებულოს  გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარი წევრის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „არტ ნოვო სტუდიის“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, საკოლექციო ფაიფურის თოჯინები,  ნახატები, თემატური მაკეტები, ასევე  სტუდიის მოსწავლე შშმ პირთა  ნამუშევრები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საკრებულოს დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ მიმართა. მან მოსწავლეებს წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

„დღევანდელი გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია სტუდიის აღსაზრდელებისათვის. ეს მათთვის არის კარგი შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავისი შემოქმედება. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი რომ ამ პროექტში შშმ პირები არიან ჩართული და დღეს მათი ხელით შექმნილი ნამუშევრებიც ვიხილეთ. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვო“, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

ექსპოზიციის ფარგლებში, შემოქმედებითი კონკურსიც გაიმართა, გამარჯვებული  კი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა ნამუშევრები საკრებულოს დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. 2017 წელს დაარსებულ „არტ ნოვო სტუდია“ -ს დღეისთვის  40 აღსაზრდელი ყავს. სასწავლო კურსი მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს არტ თერაპიის ჩათვლით. სტუდიის მოსწავლეებს შორის  შშმ და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არიან.