ნათია ჯიმშელეიშვილი: ჩემი სულის სისავსე, ბედნიერი შეხვედრები, თავდაჯერებული ახალგაზრდობა, ჩემი შორეული მოხუცებულობა…

3350

ავტორი: ანა ლორთქიფანიძე

გაიცანით ახალგაზრდა, მრავალმხივ ნიჭიერი შემოქმედი, ჟურნალისტი, პედაგოგი, პოეტი, მწერალი, სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინერი ქუთაისიდან, ნათია ჯიმშელეიშვილი.

ნათია ჯიმშელეიშვილი: ნათია ჯიმშელეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია, პედაგოგი, პოეტი, მწერალი, სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინერი, 30-მდე სიმღერის ავტორი, თურქეთში ქართველ მოჰაჯირთა და საქართველოს შორის კულტურათა გამავრცელებელი, კულტურულ და სოციალურ პროგრამათა ორგანიზატორი. ხელოვანთა საზოგადოება მზის თეატრის~ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქველმოქმედო პროექტების ორგანიზატორი, დავხმარებივართ არაერთ ოჯახს და ბავშვს, პერსონალურ გამოფენებს ვაწყობ და შემოსულ თანხას ვახმარ ქველმოქმედებას. თურქეთში „ჩვენებურებთან“ ვწერ ინტერვიუებს და ვამზადებ ჟურნალს, მუჰაჯირთა ცხოვრებასა და მოღვაწეოვაზე. ამ ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი ვარ, ეს იქნება სპეც-გამოცემა, რომელიც წელიადში ერთხელ გამოვა და მიეძღვნება საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქათველებს. პირველი ნომერი კი ეძღვნება თურქეთში მცხოვრებ ქართველებს და მიეძღვნება თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც გადასახლდნენ აჭარიდან 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთს შორის განვითარებული მოვლენების შედეგად. ერთე-რთმა თურქულმა ჟურნალმა კულტურის ელჩად~ მომიხსენია, ეს იყო ჟურნალ „08“ . თურქეთში გავრცელებული ჩემი ერთ-ერთი ლექსი – „ჩვენებურების“, ითარგმნა თურქულ ენაზე, მთარგმნელი ჰუსეინ აიბარი. მე, როგორც ამ ლექსის ავტორი მიმიწვიეს სტამბოლში 4 წლის წინ, სადაც გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო. ორგანიზატორი – „სტამბოლში არსებული ქართული კულტურის ცენტრი“…

ლექსები, რომელიც ზეცამდე მაგიჟებს


თუ სულში ქარიშხლებს მოვუხმობ თანდათან,
გულის ხმაც თუ გამებს აუწყობს ნაბიჯებს,
ისეთი ლექსების ატყდება თქმა და თქმა,
რომელიც სულიდან ზეცამდე მაგიჟებს.

ქარიშხლებს, ქარიშხლებს, ქარიშხლებს დავხვდები,
და გულმკერდს მივუშვერ სატყვიე ლულებსაც,
ჩვენ წავალთ, ეპოქებს დარჩებათ სახლები,
და ნასახლარები დარდებად ნუ გექცათ.

უეცრად, უეცრად, უეცრად თუ ამჩნევ,
ნაოჭებს რომ ითვლი წლებისგან დატოტვილს,
თუ კვდები, ეცადე უფალში გადარჩე,
საიდან მადლი და იმედი გადმოდის.

არ მოდის, არ მოდის, არ მოდის ლექსებად,
სული თუ არ გტკივა, თუ რაღაც გამშვიდებს,
თავზარი თუ წვიმად არ გდის და გესხმება,
თუ სევდას არ ებრძვი, პირუტყვს და საშინელს.

მაშინებს, მაშინებს, ულექსოდ სიცოცხლე,
ტკივილიც მით მიყვარს, რითმით რომ ვიშუშებ,
სიხარულს ვერაფრით ავიტან იცოდე,
თუ ამ ემოციას თვითნებით მივუშვებ.

ვიურჩებ, ვიურჩებ, ვიურჩებ ხანდახან,
გულის ხმაც გამებს რომ აუწყობს ნაბიჯებს,
სულიდან ატყდება ლექსების თქმა და თქმა,
ლექსების, რომელიც ზეცამდე მაგიჟებს.
– ნათია პროფესია დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ თუ მეგობრების ან ოჯახის რჩევით?
– ორივე შემთხვევაში, ჩემი სურვილი იყო, „პედაგოგიკა“, ჩემი დაწყებითის მასწავლებლის გამოყოლილი სიყვარულის გამო და იმის გამოც, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. ჟურნალისტკა მომწონდა კიდეც და ჩემმა მაშინდელმა ლექტორმა, ქალბატონმა მალვინა შანიძემ მომცა ბიძგი და მითხრა, რომ ჩემგან კარგი ჟურნალისტი გამოვიდოდა. საგამომცემლო საქმიანობას რაც შეეხება, ძალზედ რთულია და შრომატევადი. ნებისმიერი წიგნი, ჟურნალი და სხვა, რჩება საზოგადოებას, თაობებს და ეს მეტად საპასუხისმგებლოა. მსგავსი გამოცემა ხომ შემეცნების წყაროა. რაც შეეხება დიზაინერულ საქმიანობას, ეს სფერო ურთულესია, შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო და უფრო მეტად საინტერესო. მე ორმაგ სამყაროში ვცხოვრობ, – წიგნისა და ფერთა მრავალფეროვნებაში.

– როგორი ბავშობა გქონდათ?

– ჩემი ბავშვობა ჩემი სულის სარკეა, დღემდე შემკმრჩა ის საბედნიერო სილაღე, რაც ბედნიერი ვავშვობიდან გამომყვა. გულწრფელობა მშველის იმ სირთულეების გადალახვადი რაც ცხოვრებისეი გარდუვალობაა. მოკლედ ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

– ვინ არის თქვეთვის მისაბაძი ადამიანი პროფესიული კუთხით?

– ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ჩემი წინამორბედი პოეტი ზურაბ კუხიანიძე იყო და რჩება დღემდე.

– როგორ ფიქრობთ ქალისთვის მთავარი ოჯახი თუ კარიერა?

– პირველ რიგში ქალის დაბადების ფუნქციიდან გამომდინარე ის უნდა იყოს პროდუქტიული და უნდა შვას და აღზარდოს შვილი, ეს ყველაზე დიდი მსახურებაა სამშობლოსადმი... ამაზე დიდ სამსახურს ჯარისკაციც კი ვერ გაუწევს საკუთარ ქვეყანას. კარიერა დიდად მნიშვნელოვანია, თუნდაც მცირე, მაგრამ წარმატებული. ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებული ღირებულებებია და გამომდინარე აქედან, ერთმანეთს ვერ ცვლის და თუ კარგად დაიგეგმება ორივე – ოჯახიც და კარიერაც, ერთმანეთან შეთავსებადია.

– ნათია, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

დროის უკან დაბრუნებას არასოდეს ვისურვებდი, რადგან ჩემთვის განკუთვნილი ამქვეყნიური ლიმიტი მსურს მაქსიმური დატვირთვით და სასარგებლო საქმიანობით ამოვწურო. ვერ ვიქნები „თვითკმაყოფილი იდიოტი“ და ვერ ვეტყვი, რომ უშეცდომოდ ვიცხოვრე და შესაცვლელი არაფერი მქონდეს. დარჩეს, როგორც არის, მთვარესაც აქვს ლაქები, მაგრამ ბნელ ღამეს ანათებს… ასე რომ, ეს ჩემი ცხოვრებაა.
– რა არის თქვენთვის ქუთაისი?
– ქუთაისი მუდმივი მენატრება, მსოფლიოს ნებისმიერ წალკოტშიც~ რომ ვიყო. ჩემთვის ქუთაისი არის ჩემი ჰაერი, ჩემი სულის სისავსე, ბედნიერი შეხვედრები, თავდაჯერებული ახალგაზრდობა, ჩემი შორეული მოხუცებულობა, ჩემი საფლავი და ყველაფერი, რაც გამივლია და ის, რაც გასავლელი დამრჩა... ქუთაისი ჩემი ქალაქი და ჩემი სავანეა.

არასოდეს გიფიქრიათ წასულიყავით აქედან?

მართალი გითხრათ, არასოდეს... მიუხედავად ჩემი საშუალო ფენად წარმომადგენლობისა, წასვლა დიდ დანაშაულად, სწორად, ყველას ღალატად მიმაჩნია...

როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ყველაზე მეტად ქუთაისს?

ბიოლოგიური სითბო აკლია! მზე ვერ გაათბობს ადამიანს თუ მასთან ახლოს მივა, მხოლოდ დაწვავს, მაგრამ მას აქვს დანდობის უნარი და არ არღვევს დისტანციას დედამიწასთან. ადამიანი კი ვერ ანაწილებს ბიოლოგიურ რესურსს სწორად და მიზნობრივად, აი, რა აკლია დღეს ამ ლამაზ ქალაქს.

თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატებას ერთი ფორმულა არ აქვს, რადგან ცოტა დოზით იღბალსაც, თუმცა, მოკლედ რომ გითხრათ, წარმატება მაინც არის სწორად დაგეგმილი ყოველი დღე.

თქვენი აზრით არსებობს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობები?

ყოველი ჩვენთაგანი რაღაცაში შეზღუდულია. აი, მაგალითად, ზოგიერთ ჩვენგანს არ აქვს მუსიკალური სმენა, ზოგიერთს არ შეუძლია ისწავლოს ცურვა, ზოგი ვერ ითვისებს მათემატიკურ საგნებს, ზოგი ვერ მოძრაობს, ზოგი ვერ ხედავს, არ ესმის და ასე შემდეგ... ანუ შეზღუდვა რაღაც ფორმით არსებობს ყველა ადამიანში, თუმცა ეს არ გვზღუდავს ზოგადად და თანაბარია ჩვენი შესაძლებლობებიც და უფლება-მოვალეობებიც. რაკი ყველანი რაღაც უნარით ვართ შეზღუდულები და მაინც ყველაფერი შეგვიძლია, ესე იგი, გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

– ნათია, რას უსურვებდით „განსაკუთრებულ ჟურნალ“ ?
– მე, როგორც გამომცემელი, ზუსტად ვიცი, დღეს ჟურნალს რა უნდა ვუსურვო – საინტერესო, ობიექტური მასალა და დაინტერესებულ მკითხველთა სიმრავლე.

+ + + + +
ჩემთან ხარ, ვითმენ უშენოდ ყოფნას,
გისმენ და მზარავს ყოფნა უშენოდ,
და მუდამ ვფიქრობ, ჩემში შენობის,
უკმარისობას როგორ ვუშველო.
რა არ ვიღონე, გაკოცე კიდეც,
და რომ იცოდე, ისე გაკოცე…
ხარ ჩემში, როგორც სხეულში სული,
მაინც არ ძალმიძს, როგორ გადმოგცე.
რომ ეს შენობა ისე ჩაჩემდა
რომ ზღვარიც არ ჩანს ორად გაყოფის,
ჩემში ხარ, ვებრძვი ყოფნას უშენოს,
სულ ჩემი ხარ და მაინც არ მყოფნი.