მეთიკლინიკის სიახლე

2546

„მეთიკლინიკა“ ჩამოყალიბდა აკად. ეგნატე ფიფიას სახელობის რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს 1990 წელს დაარსებული ანდროლოგიისა და სექსოლოგიის განყოფილების ბაზაზე. მეთიკლინიკა~ იყო და რჩება უნიკალურ სამედიცინო დაწესებულებად, სადაც როგორც საკუთარი ძალებით, ასევე პარტნიორი დაწესებულებების მეშვეობით, შესაძლებელია პაციენტთა ყოვლისმომცველი გამოკვლევა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და ყურადღებიანი მედპერსონალით, რაც ჩვენთან მოსული თითოეული პაციენტის სიმშვიდის გარანტიაა. კლინიკის უმთავრესი ამოცანაა შექმნას თბილი,ოჯახური გარემო პაციენტისთვის, მიუდგეს მას ინდივიდუალურად და დაიცვას ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც ჯანმრთელობა და მშვიდი მომავალი ჰქვია.
„მეთიკლინიკაში“ მუდმივად ხდება კვლევებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განახლება. კლინიკა ორიენტირებულია პაციენტებს გაუწიოს მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, მის მოთხოვნილებებსა და არჩევანზე. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.
კლინიკის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ქალთა და მამაკაცთა სექსოლოგია,
  • ანდროლოგია + მამაკაცთა შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებებისა და შვილოსნობის ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • რეპროდუქტოლოგია – ქალისა და მამაკაცის პირველადი და მეორადი უშვილობის, სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში ჰორმონალური დისფუნქციის (დარღვევების) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ენდოკრინოლოგია;
  • გინეკოლოგია;
  • დერმატოლოგია – კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ვენეროლოგია – სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • სუ-ჯოკთერაპია + ადამიანის ორგანიზმის აქტიური წერტილების სტიმულაცია ჩინურ – კორეული მეთოდით.
  • დარტყმით-ტალღოვანი თერაპია;
  • სარეაბილიტაციო მასაჟი;
  • მანუალური თერაპია.
    „მეთიკლინიკა“ გისურვებთ ჯანსაღ ურთიერთობებს, მტკიცე ოჯახსა და ჯანმრთელ შთამომავლობას.