,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო პაციენტებს დამატებით სერვისებს სთავაზობს. კლინიკაში ამოქმედდა ლაპაროსკოპული ქირურგია, რომლსაც ასევე მცირე ინვაზიურ ქირურგიადაც მოიხსენიებენ, ენდოსკოპია (კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა) და ქალთა კონსულტაცია.
საუბრობს ვასილ ჭეიშვილი, ,,გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის მოადგილე, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დირექტორი.
,,მუდმივად ვცდილობთ ქსელის განვითარებასა და მრავალფეროვანი, თანამედროვე და ხარისხიანი სერვისების მიწოდებაზე. ამჯერად, ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში დაემატა ლაპაროსკოპული ქირურგია, რომლსაც ასევე მცირე ინვაზიურ ქირურგიათაც მოიხსენიებენ (ე.წ. უსისხლო ოპერაციები). მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ქირურგიული ოპრაცია, რომელიც სრულდება ვიდეო კამერისა და რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით. ოპერაციის დროს კეთდება მინი (ერთ სანტრიმეტამდე) განაკვეთი. ლაპაროსკოპიის უპირატესობებია: ოპერაციასთან დაკავშირებული ნაკლები დისკომფორტი, ადრეული რეაბილიტაცია, ნაკლები დღეების გატარება ჰოსპიტალში და ბევრად მცირე ნაწიბური სხეულზე.
ასევე, ემატება ენდოსკოპია (გასტრო-ფიბროსკოპია), რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი მწვავე შემთხვევების დროს, როგორიცაა კუჭიდან სისხლდენა. ასეთ დროს, ერთი მარტივი პროცედურით შეგვიძლია შევაჩეროთ სისხლდენა.
რაც შეეხება კიდევ ერთ სამედიცინო მიმართულებას – ქალთა კონსულტაციას, დაგეგმილია ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და ვთვლით, რომ ,,იავნანასთან“ ერთად, მაღალი ხარისხის სერვისს მივაწვდით მომხმარებელს. გარდა ამისა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხაშურში მოქმედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან, იგივე ქალთა კონსულტაციასთან, რომელიც საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს, ასევე მოქმედ პოლიკლინიკებთან – ერთად შევქმნათ ხარისხიანი მედიცინა.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაღალი ხარისხის მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდება და და ამ სერვისების მაქსიმალურად მორგება პაციენტების კომფორტზე“, – განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.
ვასილ ჭეიშვილის განცხადებით, ,,გორმედის“ ქსელის აღმასრულებელ დირექტორთან, ანდრო მიზანდართან ერთად, ,,გორმედის“ ხელმძღვანელთან და დამფუძნებლებთან კონსულტაციების საფუძველზე, ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში და ასევე, ქსელში შემავალ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დამატებითი სამედიცინო მიმართულებების დანერგვა იგეგმება.