რატომ არ მიდის შაბან მამედოვი უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე?!

2954

უკვე ცნობილი კარგად მომღერალმა შაბან მამედოვმა საინტერესო და შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი, სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო და სისრულეშიც მოიყვანა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებლებთან და ორგანიზატორებთან ერთად… გადაწყვეტილების მიღება არც ერთი მხარისთვის არ იყო ადვილი, რადგან შაბან მამედოვი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აქაურ და უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორც უპირობო გამარჯვების კანდიდატის ფესტივალიდან მოხსნა…

შეგახსენებთ, რომ შაბანმა სამჯერ მიიღო გრანპრო „ივერია – ბრილიანტზე“ – თბილისში, ქუთაისში და რუსთავში, ასევე, წელს, აპრილის თვეში „ივერია – ბრილიანტის“ ორგანიზატორების დაფინანსებით იყო უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე – „ზალატოი პტახ“, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

შაბანმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში გასამგზავრებელ საგზურზე უარი თქვა… უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სიმღერისა და ხელოვნების ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალი შშმ პირთათვის სახელწოდებით „მსოფლიო შეზღუდვის გარეშე“, რომელიც ყოველი წლის ბოლოს იმართება უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში, აღნიშნულ სფეროში ცნობილი პიროვნების, დიმიტრი შვეცის ორგანიზებით. უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, შაბანმა სამ ფესტივალზე თქვა უარი, რომლებშიც ამ ერთი წასვლით შეეძლო ჩართულიყო.

ამ დაუჯერებელ გადაწყვეტილებას მხარი „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა და მისმა გუნდმა ერთხამ დაუჭირა, თუმცა ყველასთვის რთული იყო…

მოკლედ, რის გამო თქვა ჩვენმა რესპონდენტმა უარი, ეს ნათლადაა ინტერვიუში ნათქვამი…

– შაბან, როგორ შეაფასებ რუსთავის ფესტივალს “ივერია ბრილიანტს“?

– ძალიან კარგი იყო და, რაც მთავარია ჩატარდა მშვიდ, თბილ გარემოში. მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ახალი ადამიანები და მენახა ძველი მეგობარ-ნაცნობებიც.

– რით ამაყობ და რის გამოსწორებას აპირებ საკუთარ მუსიკალურ რეპერტუარში?

– ჩემი კარიერით, შესაძლებლობითა და მუსიკალური განათლებით არასოდეს არ მიგრძვნია თავი ვინმეზე მაღლა და ამით არასოდეს მიამაყია, პირიქით, ყოველთვის მინდა, რომ სხვებს დავეხმარო და მივცე ის, რისი შესაძლებლობაც მაქვს, ყოველთვის მინდა, რომ ახალი ვისწავლო და მეტო გამოცდილება მივიღო. გამოსწორებას რაც შეეხება, ვოკალისა და ფორტეპიანოს მხრივ აქტიურად ვაგრძელებ ვარჯიშს. ვცდილობ მაქსიმალურად შევძლო კლასიკური ნაწარმოებების დაკვრა და ასევე ვავითარებ ჩემს Jazz მეთოდებს.

– რა ხელშეწყიბა უნდა ჰქონდეს შშმ პირ ხელოვანებს?

– როგორც ყველა ინტერვიუში აღვნიშნავ, შშმ პირებს უნდა უყურებდეს საზოგადოება, როგორც მათ სრულფასოვან წევრებს. ამის შემდეგ ყველაფერი ტავის ადგილზე დადგება. არ უნდა იყოს არანაირი სახის შეცოდება, დათმობები და კომპრომისები. ეს არამხოლოდ ხელოვან შშმ პირებს ეხებათ, არამედ მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება შვება და გამარჯვება. რაც შეეხება უშუალოდ შშმ პირების ხელშეწყობას, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება სხვებივით მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ტელეპროექტებში, ფესტივალ-კონკურსებსა თუ უბრალოდ კონცერტებში. ამისთვის ინფორმაციული წყაროები მთავარ როლს თამაშობს. უნდა ჰქონდეთ მაქსიმალურად ინფორმაციასთან წვდომის საშუალება, რათა მოიძიონ და იპოვონ მათთვის სასურველი წყარო, ლიტერატურა, სიახლე და განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში. მე, როგორც შშმ პირი, მუსიკალურ სფეროში, მეხმარება ჩემი ოჯახი და, რა თქმა უნდა, ინფორმაციული წყაროებიც, რომ გამოვიდე კონცერტებზე და მივიღო მონაწილეობა ფესტივალებში, მაგრამ შშმ პირმა სხვა შშმ პირსაც უნდა დაუთმოს ასპარეზი და მისცეს მას შანსი თავისი თავის უცხოეთსა თუ საკუთარ ქვეყანაში , დიდ სცენაზე მიიღოს და გამოცდილება მიაღწიოს წარმატებას.

– და ამიტომ გადაწყვიტე, რომ უკრაინაში გასამგზავრებელი საკუთარი საგზური თამუნა ლურსმანაშვილისთვის დაგეთმო?

– დიახ! ჩემი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ გამარჯვება და ამით საკუთარი თავის წარმოჩენა – „მარიაჟობა“. ყოველთვის აღვნიშნავ და კვლავაც გეტყვით, რომ მთავარია ხალხის სიყვარული ნებისმიერ სფეროში და ამიტომ გადავწყვიტე მიმეცა თამუნა ლურსმანაშვილისთვის შანსი, რათა წასულიყო და ეგრძნო ის დიდი სიამოვნება, რასაც უცხოეთში გასვლა, სამშობლოსთვის ბრძოლა და სახელის მოტანა და ხალხის სიყვარულის მოპოვება ჰქვია.

– შაბან, კიდევ რის გამო მიეცი შენი კუთვნილი ადგილი თამუნას?

– თამუნას საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, ღირსეულად ეკუთვნოდა ეს ადგილი. მე, როგორც „ივერია – ბრილიანტის“ სამგზის გამარჯვებული, არ მინდა მხოლოდ და მხოლოდ ვიმოგზაურო უცხოეთში, ვიმღერო და… მინდა, რომ ადამიანებს დავანახო, რომ ასპარეზის დათმობა შესაძლებელია, თუნდაც მაშინ, როდესაც გამარჯვებულიც ხარ, სავსებით გეკუთვნის და… მოკლედ, შეიძლება სხვას შეუწყო ხელი და ამით მეტი წარმატება გექნება… რა თქმა უნდა, უანგაროდ… ეს მნიშვნელოვანია და გამარჯვებულს უნდა შეეძლოს გაუხსნას გზა სხვებს, მისცეს შანსი და სხვასაც მაგალითი უჩვენოს თუ როგორ შეიძლება თირსეულად ატარო შენი წილი გამარჯვება – სხვათა დასახმარებლად! მე მზად ვარ ნებისმიერს დავუდგე გვერდით.

– და ორგანიზატორებისგან სანაცვლოდ რას მიიღებ შაბან?

– ეს ნაბიჯი რაიმეს სანაცვლოდ არ გადამიდგამს. ეს იყო ჩემი გულიდან წამოსული სურვილი და მადლობა ორგანიზატორებს, „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელს, რომ გამიგეს და მხარიდამიჭირეს. ეს ისეთი რამეა, თუ კი შენი სურვილი არ არის, ვერავინ ვერ გაიძულებს, რომ სხვას დათმო საკუთარი შრომით მოპოვებული და შესაბამისად, არც ორგანიზატორებისაგან, არც ხალხისაგან და თავად თამუნა ლურსმანაშვილისგან არანაირ მადლობას არ ველოდები და არც გახლავთ საჭირო.

– გავიგე ახალ პროექტშიც მონაწილეობ…

– მოსმენის სესია წარმატებით გავიარე და ტურში გავედი. „რუსთავი 2“-ის მიერ დაწყებულ პროექტში „დიდი სცენა“.

– კიდევ რა გეგმები გაქვს?

– სამომავლოდ, ისევ და ისევ, მსურს ჩემი კარიერის მაქსიმალურ დონეზე განვითარება და ჩემივე თავში ახალთ-ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

პ.ს. შაბან მამედოვი საქართველოს კარგი მოქალაქეა და კარგი ოჯახის საამაყო შვილი! და კიდევ, „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა და ორგანიზატორებმა შაბანის ვაჟკაცური და მეგობრულ-კოლეგიალური ნაბიჯის გამო გადაწყვიტეს, რომ იგი 2020 წელს, პოლონეთში გაგზავრონ არანაკლებ პრესტიჟულ ფესტივალზე…