ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ შშმ პირებზე თუ გვინდა, რომ…

1785

შშმ პირთა საკითხები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი და სრულუფლებიანი ცხოვრებისთვის. სწორედ შშმ პირთა საერთაშორისო დღეა 3 დეკემბერი.

„3 დეკემბერს გილოცავთ ჩვენო განსაკუთრებულო, ნიჭიერო, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ადამიანებო!

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!

ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, თქვენ ზრუნავთ ჩვენზე, ყველა ერთად კი საქართველოზე და სრულიად სამყაროზე, რომ მეტად ლამაზი და მშვიდობიანი, სიყვარულით სავსე იყოს ყოველი ჩვენგანის ცხოვრება!

ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ შშმ პირებზე თუ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად განვითარდეს და ამაღლდეს ადამიანური ურთიერთობები და ერთმანეთისადმი სიყვარული გაძლიერდეს.

მადლობა ყველა ჩემ კოლეგას – ჟურნალისტი, ვინც შშმ პირთა ჩვენს პროექტებს აშუქებენ, ყველას მადლობა, ვინც ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ“, – განაცხადა „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა სიმღერი, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ დაჯილდოება 2020 წლის 25 დეკემბერს გაიმართება და მიეძღვნება უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რომლის კურთხევითაც ნიმდინარეობს აღნიშნული ფესტივალი.