მადლობა ყველას…

744

!შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ინტეგრირებული ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ წელს მეექვსედ გაიმართა, ამჯერად ონმა, მშვენიერმა რაჭამ უმასპინძლა. ფესტივალი 29-30 ივლისს ჩატარდა.

„ფესტივალი იმდენად ემოციური და მაღალი დონის გამოდგა, რომ სავსე დარბაზში აპლოდისმენტები არ ცხრებოდა… ყველაფერი ნიჭიერი მონაწილეების დამსახურება იყო, თუმცა ამ ყველაფრის შექმნა კი ჩვენი სპონსორების და პარტნიორების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა, რისთვისაც ყოველ მათგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საჯაროდ! თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებთ საქმეს, რომელიც დიდი მომავლის მქონეა და ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუხსნის გზას, საზოგადოებას გარდაქმნის უკეთესობისკენ და ასე, ერთობლივად ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას!

ფესტივალში რვა ქვეყნის 80-მდე ხელოვანი მონაწილეობდა, ესეც ფესტივალის პოპულარობაზე და ზრდაზე მიუთითებს. საბოლოო ჯამში საქართველომ ტავი ისახელა, დანარჩენ დეტალურ შედეგებს მალე მოგახსენებთ ამავე საიტის მეშვეობით.

პირველი პრეცენდენტი იყო საქართველოში, რომ ვოკალის შემსწავლელი მასტერ კლასები ჩატარდა შშმ პირთათვის. ეს არის დოქტორ ვოქსის უნიკალური მეთოდი, რომელსაც საქართველოშიც მალე დავნერგავთ და ყოველ წელს გვექნება მსგავსი სასწავლო კურსი. აღნიშნულ მასტერ კლასებს უძღვებოდა ევროპაში აღიარებული ლექტორი ატა ჩაიკაროლინსკა, რომელიც ფესტივალის, „ივერია – ბრილიანტის“ მონაწილეებისთვის სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მას“, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერშვილმა.

მონაწილეები, საქართველო:

  1. შშმპ მონიკა ახვლედიანი და არა შშმპ – შალვა ინწკირველი;
  2. შშმპ ლუკა ბენიძე და არა შშმპ მადონა ბენიძე;
  3. შშმპ შაბან მამედოვი და არა შშმპ – თამრიკო მეჭიაური
  4. შშმპ ლიზი მეგუთნიშვილი და არა შშმპ არჩილ ჭოტაშვილი, იარა ჰელბლინგი (გერმანია), სარა შმიდტი (გერმანია);
  5. შშმპ ელენე ლოპოტინა და არა შშმპ – მელინა ნოიბერტი (გერმანია);
  6. შშმპ მარიამ ბუცხრიკიძე და არა შშმპ მაია კახიძე
  7. შშმპ ნანა დუმბაძე და არა შშმპ – ვაჟა აბესაძე
  8. შშმპ ნიკოლოზ შამოიანი და არა შშმპ სტეფანე შამოიანი
  9. შშმპ თამო ხაზალია და არა შშმპ მაია კახიძე
  10. შშმპ თამუნა გოგიაშვილი და არა შშმპ მაია კახიძე
  11. შშმპ – თამუნა ლურსმანაშვილი და შშმპ ზაქარია მირიანაშვილი
  12. შშმპ მაია ანთიძე – სპეციალური სტუმარი!

პოლონეთი:

  1. შშმ პირი ქინგა კასპრჟიკი და არა შშმ პირი მიხაილ კოვალჩიკი

უკრაინა:

  1. შშმ პირი კარიმ შახინი და არა შშმ პირი ნიკოლა ამელჩუკი, ალექსანდრა ამელჩუკი

თურქეთი:

  1. შშმპ მეჰმეთ არიკი – არა შშმპ ეჯე ნაზირე თუნჯა და არა შშმ პირი იასემინ უღურკანი

გერმანია:

  1. იარა ჰელბლინგი (გერმანია), სარა შმიდტი (გერმანია);
  2. – მელინა ნოიბერტი (გერმანია);

სომხეთი:

  1. შშმ პირი თამარ თარხანიანი და არა შშმ პირი შახზოდა ფაიზულლაევა (უზბეკეთი)
  2. სპეციალური სტუმარი, ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული – დინარა ხაიტიმბეტოვა
  3. სილვია სოსიანი – მხატვარი

ლიეტუვა გამოფენა:

  1. შშმ პირი ლინა მედვედცკაიტე სტანკაუსკიენე, – მხატვარი

საქართველო, ონი:

  1. ია ალიბეგაშვილი – თექა
  2. კახაბერ ერისთავი – მხატვარი
  3. ოთარ გრძელიშვილი – მხატვარი
  4. გიორგი-ჟორა გოგრიჭიანი – ხეზე კვეთა.

წლევანდელი ფესტივალი ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნიის მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ფესტივალს ახორციელებს ააიპ. სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი. გენერალური პარტნიორი და სპონსორი პირველი ინტეგრირებული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

მაშ ასე, გელოდებით შემდეგ, 2024 წლის ფესტივალზე და გისურვებთ წარმატებას და ბედნიერ მომავალს!