ორსულობის დროს როგორ გაატარა და რა დაბრკოლებები ჰქონდა ცნობილ ეტლით მოსარგებლე დიანა ჯიშიაშვილს

2954

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ის ძლიერია!

იმდენად ძლიერია, რომ უკვე დედაა!

დედაა და ამაყობს, ენით ვერ აღწერს დედობის მადლს და მის არსს…

მისი ცხოვრება მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა რწმენა, რომ ის ბედნიერია…

სპორტსმენია, ჟურნალისტი – „განსაკუთრებული ჟურნალის“ კორესპონდენტია, იბრძვის მომავლისთვის და ამსხვრევს სტერეოტიპებს, რომ შშმ პირებს არ შეუძლიათ… ის ამტკიცებს, რომ შშმ პირი არ არსებობს და მათაც შეუძლიათ ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ისევე, როგორც ჩვენ…

ჩემმა რესპონდენტმა ექსკლუზიურად მოგვცა ინტერვიუ და ბავშვის ფოტოც პირველად ჩვენი ინტერნეტგამოცემის საშუალებით გავრცელდება!

ეს დიანა ჯიშიაშვილია, რომელმაც საოცარი გმირობა ცაიდინა, შვილი გააცინა და საკუთარი წვლილი შეიტანა ერის წინაშე…

– დიანა, როგორია დედობა?

– დედობა უდიდესი ბედნიერებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ როგორი საოცარი შეგძნებაა იყო მშობელი-დედა! ჩემი ოცნება ასრულდა! დიდი ხანი ვემზადებოდი დედობისთვის და არ მეშინოდა არანაირი სირთულის დაძლევის.

– ორსულობა ხომ არ გაგიჭირდა?

– ზოგადად ორსულობა არ არის ადვილი. განსაკუთრებით მე რთული ორსულობა არ მქონდა, თუმცა ყველაფერი კარგად იყო. ხშირად ვიტრებდი გამოკვლევებს  ჩემი მდგომარეობის გამო. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის გამოცდილება და ჩემი შემთხვევა ცოტა აშინებდათ…

– ბავშვის სახელი ვინ შეარჩია და რა ნიშნით?

– ერთად შევარჩიეთ მე და ჩემმა მეუღლემ სახელი ანდრია. ლამაზად ჟღერს და მნიშვნელობა მოგვწონს…

– ხშირად ამბობენ, რომ შშმ პირებს ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ…

– კი ასეა… ამბობენ და დაჯერება უჭირთ ამ ყველაფრის, რომ ჩვენც შეგვიძლია.

– ორსულობის პერიოდში რა სირთულეებს აწყდებოდით საავადმყოფოებში?

– ბევრი სირთულეა… არადაპტირებული გარემო… მე სადაც ვიყავი აღრიცხვაზე და უფასო გამოკვლევები მეკუთვნოდა, შენობაში შეღწევა გამიჭირდა კიბეების გამო. პირველად რომ მივედი კანკალით და შიშით მომიწია ასვლა, ორი ადამიანი დამეხმარა. ორსულს საპირფარეშოში შესვლა რომ მოუნდეს, ვერ შევა… ამ პრობლემების გამო კერძო კლინიკაში ვიარე, სადაც ძვირადღირებული გამოკვლვების ჩატარება მიწევდა.

– არის თუ არა საქართველო შშმ პირების მიმართ მზად, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყო შვილიანობაში?

– მე როგორც ვიცი, არ არის და არავინ დამეხმარება, სამწუხაროდ. შშმ პირისთვის ისედაც რთულია ცხოვრება და ყველაფერში ორმაგი ხარჯი გვაქვს, ახლა ბავშვთან ერთად კიდევ უფრო გამიჭირდება, მაგრამ სირთულეების მაინც არ მეშინია დავძლევ!

– როგორ ბიჭია, მტირალა ხომ არაა?

– არ არის მტირალა, წყნარი ბავშვია. როცა შია მხოლოდ მაშინ ტირის ცოტას…

– შვილის პროფესიის შერჩევაში რა როლს იკისრებთ?

– როცა გაიზრდება, რა ინტერესებიც ექნება თავად, შეარჩიოს, ჩვენ, მშობლები, ვეცდებით ხელი შევუწყოთ.

– დიანა, საზოგადოებამ  როგორ მიიღო შენი დაოჯახება, ორსულობა, შვილი…

– დაოჯახებაც ბევრს გაუკვირდა, ორსულობაც… და თქვენ წარმოიდგინეთ, შვილიც… სტერეოტიპული მიდგომა აქვს დღემდე ბევრს, მაგრამ მე აღარ მაქვს ამ და მსგავს ამბებზე დიდი რეაქცია.

– მოკლედ, საზოგადოება საბოლოო ჯამში რამდენადაა შეცვლილი შშმ პირებისა და მათი საკითხებისადმი?

– ცოტა შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ ასამაღლებელია ცნობიერება.

– დიანა, შენი გინეკოლოგი-ექიმი ვინ იყო და როგორ გაიარეთ შენი ორსულობის პერიოდი, რას გეუბნებიდა?

– კერძო კლინიკის გინეკოლოგთან დავდიოდი, ძალიან მომწონდა და კმაყოფილი ვარ მისი.

–  სად იმშობიარე და რა გარემოება შეგიქმნეს სამშობიაროში?

– როგორც გითხარით, კერძო კლიკა შევარჩიე, რომელიც ჩემმა გინეკოლოგმა მირჩია. უპრობლემოდ ვიმშობიარე, ძალიან კარგი ექიმი და მისი პროფესიონალი გუნდი შემხვდა. გარემო ნაწილობრივ ადაპტირებული იყო.

– დიანა, ხალხი საიდანაც გიცნობს – სპორტულ კარიერას თუ გააგრძელებ?

– კი, ვაპირებ გაგრძელებას. ძალიან მიყვარს ფარიკაობა და მომენატრა.

– „განსაკუთრებული ჟურნალი“ რას ნიშნავს შენთვის და თუ გააგრძელებ ჟურნალისტურ მოღვაწეობას?

– ძალიან მიყვარს „განსაკუთრებული ჟურნალი“ და კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც პირველად მომეცა საშუალება დასაქმების, დიდი სიხარული და მომავლის სტიმული იყო ჩემთვის. მე ყოველთვის ვარ თქვენთან და როცა მეტი დრო მექნება გავაგრძელებ წერას.

– მეუღლე რას საქმიანობს?

– მენეჯერია ერთ-ერთ იტალიურ კომპანიაში.

– როგორ მოხდა თქვენი შეუღლება და რა სასიყვარულო ამბები გადაგხდათ მანამდე?

– მეგობრობით დაიწყო ჩვენი ურთიერთობ.ა ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა, – მუსიკა, წიგნები, ხელოვნება… მერე მივხვდით, რომ სიყვარულში გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა და გადავწყვიტეთ სულ ერთად ვყოფილიყავით. არც სირთულეების დაძლევის არ შეგვშინებია და დღეს უფრო ძლიერები ვართ უკვე განვლილით.

– სამომავლო გეგმები…

– მუშაობას ვაგრძლებ ბავშთა პარასპორტში. ფარიკაობასაც გავაგრძელებ. ვნახოთ, როგორ შევძელებ ბავშვთან ერთად ამ ყველაფერს, თუმცა მთელი ჩემი ძალებით შევეცდები მაქსიმალურად, აქტიურად ჩავერთო აქტიურ ცხოვრებაში.

პ.ს. რა თქმა უნდა, შვილი, დედობა და მამობა უდიდესი სასწაული და ბედნიერებაა, რასაც ადამიანი ამქვეყნად იღებს უფლისგან მადლით სახით… და ჩვენც, ჩვენი გამომცემლობა ულოცავს დიანა ჯიშიაშვილს დედობას! ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი და მომავალი!