ფეშენ ვიკი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

3064

20, 21 და 22 ივლის გორში საერთაშორისო პროექტი „რეგიონ ფეშენ ვიკი ფესტივალი“ გაიმართება. ქალაქ გორის მერიის მხარდაჭერით კვირეულის ფარგლებში ჩვენებები გორის მთავარ მოედანზე, გორის ისტორიულ ციხეზე, გორის დრამატულ თეატრში, სოფელ ხურვალეთში და სასტუმრო „როიალ ჰაუსში“ გაიმართება.

Region Fashion Week – Gori

Region Fashion Week festival 2019 ოკუპაციის თემას მიეძღვნება და დიზაინერები ამავე თემის ინსპირირებას მოახდენენ ლუქების მეშვეობით. მოდელბი პოდიუმზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოვლენ. კვირეულის ფარგლებში სპეციალურ პრეფომანს გამართავენ მავრთულხლართების საკითხებზე ღონისძიების მონაწილეები და ოტგანიზატორები, – ნათია არველაძე, ხატია ბედინაშვილი, ნუგზარ კვანტალიანი, გიორგი მასხულია, თეო წულაია, ატელიე ჯმ, ატელიე შალინი მარიამ გიგაური, მარიამ შოშიაშვილი, ანანო კახიძე, ქრისტინე კაპანაძე , ნინო ქარქუსაშვილი, მარიამ პაპიტაშვილი, სოფიო თუაევი, ნათია მჭედლიშვილი და სხვა დიზაინერები.

მოკლედ, ოკუპაციას და მავთულხლართებს მშვიდობიანი პრეფომანსებით გაპროტესტებენ ფეშენ ვიკის მონაწილეები და წარმომადგენლები, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მსოფლიო საზოგადოებისთვის.

ფეშენ ვიკის ორგანიზატორები იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე არიან. კვირეიულს მოდის სფეროს საერთაშორისო წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომელთა შორისაც ბერლინის „ფეშენ ჰოლის“ დამფუძნებელი, რუსა მაკოვსკი გახლავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის ოფიციალური მხარდაჭერი გორის მუნციპალიტეტის მერია გახლავთ.

ფეშენ ვიკს საინტერესო ხდის თანამედროვე ქართველი მხატვრის, ლაშა არსენიძის ნამუშევრების გამოფენა, რომლის ერთ-ერთი ნამუშევარი – ,,ტყუპები 800 000 დოლარად არის შეფასებული მსოფლიო აუქციონების მიერ.

პროექტის ტოპ მენეჯერი კი ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნინო მაჩაიძე გახლავთ.