გორმედი გაცნობებთ

2500

სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ანტირაბიული სამედიცინო დახმარება ცოფის პრევენციის მიზნით სხვა კლინიკებში უფასოა, ,,გორმედში“ კი ფასიანია. ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან – ანტირაბიული ვაქცინაცია (ისევე, როგორც სხვა ტიპის ვაქცინაციები, ვთქვათ – ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ა.შ.) ,,გორმედის“ ქსელში უფასოა. თანაგადახდას შეიძლება დაექვემდებაროს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა პირველი დონის ქირურგიული ჩარევა (ჭრილობის დამუშავება, გასუფთავება და ა.შ.).

  •   ცოფი იმუნიზაციით მართვადი დაავადებაა, რომლის პრევენცია შესაძლებელია ცოფის ვირუსთან საეჭვო ან დადასტურებული ექსპოზიციის შემთხვევაში დროულად დაწყებული (იმუნიზაციით). 

  •  საეჭვო ან დადასტურებული ექსპოზიციის დროს, მაღალი რისკის დაზიანებების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება თუ ჭრილობის დამუშავება და იმუნიზაცია ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების შესაბამისად.
    ,,გორმედი” ჯანმრთელობას გისურვებთ!