გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში?!

2802

„ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1774 წელს… აფხაზეთი 1810 წელს… მაშინ არანაირი საქართველო არ იყო“ – ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. 2019 წლის 9 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, „მისი ამ პოზიციის გასაგებად წარსულის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გააზრებაა საჭირო. მისი თქმით, ეს რეგიონები ისტორიულად დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ და 1918-1920 წლებში საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია და ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს სცოდნოდა. ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის დამყარება სურს. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და დაეცვა ეს ხალხები“.

დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს ისტორიის კარდინალურ პრობლემებსაც შეეხო. ისტორიული ექსკურსი ამჯერადაც ზერელე და მეცნიერულად დაუსაბუთებელი გამოდგა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მიღებული რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის მიხედვით, დგინდება, რომ ვლადიმირ პუტინის აზრით:

  1. საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ თბილისის გუბერნია. ეს განცხადება იმდენად უსუსურია, რომ პასუხის გაცემადაც შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უპასუხობა იქნება. 1801 წლამდე, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და შემდეგ მთელი საქართველო დაიპყრო, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე შემდეგი ქართული სამეფო-სამთავროები არსებობდა: ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაპყრობის პარალელურად რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა. თავდაპირველად არსებობდა საქართველო-იმერეთის გუბერნია, შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა შეიცვალა და 1917 წლისათვის ასეთი სახე მიიღო:
  1. თბილისის გუბერნია, რომელშიც ქართლის, კახეთისა და სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად შედიოდა ზაქათალის ოკრუგი (ისტორიული ჰერეთის ნაწილი – ჭარ-ბელაქანი);
  1. ქუთაისის გუბერნია, რომელშიც იმერეთთან, გურიასთან, სამეგრელოსთან, სვანეთთან ერთად შედიოდა ბათუმის ოლქი (აჭარა და ართვინი) და სოხუმის ოკრუგი (აფხაზეთი);
  1. ყარსის ოლქი, რომელშიც შედიოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (არტაანი, ოლთისი, ერუშეთი და სხვ.).

ასეთი იყო რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ადმინისტრაციული დანაწილება 1917 წლისათვის – რუსეთის იმპერიის აღსასრულის პერიოდისათვის.

ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია ამას, რისი დასტურია 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832, 1841 წლების აჯანყებები და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაგვირგვინდა 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით.

1920 წლის 7 მაისს საქართველო-რუსეთის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-4 მუხლის ძალით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიად საბჭოთა რუსეთმა ცნო რუსეთის იმპერიის ყოფილი თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია ბათუმის ოლქითურთ ამ გუბერნიებში შემავალი ყველა მაზრითა და ოკრუგით, მათ შორის – ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებით.

  1. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 1774 წელს (ამ წელს დაიდო რუსეთ-ოსმალეთის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი) თითქოს სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესულა. ისტორიული სიმართლე აქაც უგულებელყოფილია, რასაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ადასტურებს 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი. გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის მხარის მოთხოვნით, ერეკლე II-მ დაურთო ქართლისა და კახეთის თავადებისა და აზნაურების სია. ამ სიაში, როგორც ერეკლე II-ის ქვეშევრდომები, მოხსენიებული არიან საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე – შიდა ქართლში _ არსებული სათავადოები და მათი მფლობელი ქართველი თავადები – ერისთავი, მაჩაბელი, ხერხეულიძე, ფალავანდიშვილი და მათი აზნაურები: კორინთელი, ფავლენიშვილი, რჩეულიშვილი და სხვ. თუკი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე – შიდა ქართლში (რუსული ვერსიით – ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე) არსებული სათავადოების მფლობელი თავადები ერეკლე II-ის ქვეშევრდომები იყვნენ, მაშინ ეს ტერიტორია როგორღა იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი? შიდა ქართლზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთზე) ქართლ-კახეთის მეფე იურისდიქციას 1801 წლამდე ინარჩუნებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ტერიტორია დაიპყრო, შიდა ქართლი საბოლოოდ თბილისის გუბერნიაში შევიდა გორის მაზრის სახით. გორის მაზრაში კი სხვა ტერიტორიასთან ერთად შედიოდა ქართული ქალაქი ცხინვალი, ახალგორი, ყორნისი, ჯავა და სხვ.

III. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილა და 1918-1920 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპყრია. ისტორიული სიმართლე აქაც დარღვეულია. მას შემდეგ, რაც 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ რუსეთის იმპერია მოსპო, ყოფილი აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე (რუსული ადმინისტრაციული დაყოფით – სოხუმის ოკრუგი) დაიწყო სეპარატისტთა მოძრაობა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მიზნით, მაგრამ წარუმატებლად. ქართული ორიენტაციის ძალები ბევრად სჭარბობდნენ სეპარატისტთა ძალებს, რაც საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევდა. მოსკოვი ყოველნაირად აქეზებდა და ხელს უწყობდა სეპარატისტებს. 1918 წლის თებერვალში რუსმა ბოლშევიკებმა საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენებით სოხუმი დაიკავეს, მაგრამ ქალაქი მალევე დატოვეს. 1918 წლის აპრილში რუსმა ბოლშევიკებმა ისევ შეძლეს სოხუმის დაკავება, მაგრამ ვერც ამჯერად იბოგინეს დიდხანს. 1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ქალაქი დაიკავა, მალე ბოლშევიკები აფხაზეთის სხვა რაიონებიდანაც განდევნეს. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 107-ე მუხლში აღნიშნულია: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს, სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას, ზაქათალას ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა”. 108-ე მუხლში კი აღნიშნული იყო ავტონომიური მმართველობის დებულება ცალკე კანონით დამტკიცდებოდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას აღარ დასცალდა.

  1. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა თითქოს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ნებით მოხდა სრულიად გაუგებარი რამ: საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა არსებულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ სრულიად გარკვეული მოსაზრებით გამოცხადდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. წარმოიშვა სრულიად გაუგებარი ვითარება. უკვე არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე შეიქმნა მეორე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა! ეს გაუგებრობა და უხერხულობა მოსკოვმა იმით მოაგვარა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება და აფხაზეთმა მიიღო “ხელშეკრულებითი რესპუბლიკის” სტატუსი. საბოლოოდ კი ეს გაუგებრობა ასე დასრულდა: აფხაზეთი გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
  1. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას შიდა ქართლის ტერიტორიაზე (რუსული ვერსიით ე.წ. „სამხრეთ ოსეთი”) მცხოვრები ოსების გენოციდი მოუხდენია. ისტორიული სიმართლე ასეთია: 1917 წლიდან საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წაქეზებით ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, ანუ საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, ცდილობდნენ. ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რომელთა განწყობილებას ოსი სეპარატისტები ანგარიშს არ უწევდნენ. ოსმა სეპარატისტებმა საბჭოთა რუსეთის მატერიალური და სამხედრო დახმარებით 1918-1920 წლებში აჯანყებებიც მოაწყვეს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ასეთია ისტორიული სინამდვილე, რომელსაც ვერავინ ვერ დამალავს, თუნდაც ის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.

itical purposes?!

„Ossetia joined the Russian Empire in 1774… Abkhazia did the same in 1810… There was no Georgia at the time“ – Vladimir Putin, President of Russian Federation. 9 July, 2019.

Falsified history for political purposes?!

As he says „in order to understand his position, you should understand the events from the past related to the Abkhazia and South Ossetia. These regions were historically independent countries and during 1918-1920 Georgia occupied Abkhazia and committed a genocide against Ossetian people. When the Russian Empire fell after World War I, Georgia made attempts to absorb Abkhazia; an independent country of Georgia was established, and, with help from German troops, it occupied Abkhazia in 1918. And what happened? They started a war. The result? It is well-known today. Russia had to acknowledge the independence of these republics and protect the Abkhazians and the South Ossetians“.

On the background of tensed situation between Georgia and Russia, the president of Russia, Vladimir Putin expressed his opinion and touched on the problem of cardinal problems from history of Georgia. His historical judgment was shallow and scientifically unsubstantiated. According to the texts obtained through the various sources of information channels the president of Russia thinks:

  1. Georgia as a state did not exist, there was only Tbilisi Guberniya. This statement is so feeble that there is no use to answer it, but we have to. Until 1801, when the Russian empire abolished the kingdom of Kartl-kakheti and subsequently conquered whole Georgia, there were following Kingdoms and principalities: Kartl-Kakheti and Imereti, Samegrelo, Guria, Abkhazia and Svaneti principalities. In parallel with the conquest of historic territory of Georgia, Russia changed administrative division of Georgia several times.

Initially, there was the Gubernya of Georgia-Imereti, then administrative-territorial division was changed and by 1917 it was as follows:

  1. Tbilisi Gubernya, which together with the territory of Kartli, Kakheti and Samtstke-Saatabago included Zakatali Okrug, (part of the historic Hereti-Char-Belakani)
  2. Kutaisi Gubernya, which together with the territory of Guria, Samegrelo and Svaneti included district of Batumi (Achara and Artvini) and Sokhumi okrug (Abkhazia);
  3. District of Karsi, which included significant part of historic Tao-klarjeti (Artaani, Oltisi. Erusheti etc.)

This is the administrative division of historic territory of Georgia by Russia in 1917 – in the period of ending the empire of Russia.

Georgian people never reconciled this fact. That can be proved by the uprising in 1802, 1804, 1812, 1819-20, 1831, 1841 and national liberation movement in the second half of XIX century that led us to the proclamation of state independence in 1918, May 26.

By virtue of Article 4 of Georgian-Russian peacekeeping agreement, on May 7, 1920, Soviet Russia recognized Russian empire former provinces of Tbilisi and Kutaisi including Batumi districts and every district and Okrugs, Zakatala and Sokhumi Okrugs.

  1. According to the announcement of the President of Russia, in 1774 (the year of the truce Kuchuk-Kainajar between Russian and Ottoman empire) South Ossetia together with the North Ossetia became the part of the Russian Empire. Historic truth has been denied again, that can be proved by the Treaty of Georgievsky 1783 between Empire of Russia and Kartl-Kakheti kingdom.

As Russian party requested, Treaty of Georgivsky included the list of noblemen of Kartli and Kakheti provided by Erekle II. In this list, as the subordinate of Erekle II in the historic territory of Georgia are mentioned: in Shida Kartli – Satavado and their owners – Eristavi, Machabeli, Kherkheulidze, Palavanishvili and their noblemen: Korinteli, Pavlenishvili, Rcheulishvili etc. If in historic territory of Georgia – (according to Russian version so called South Ossetia) owners of Satavado of Shida Kartli were subordinates of Erekle II, how could this territory be part of the Russian empire? King of Kartl-Kakheti maintained jurisdiction over Shida Kartli (“South Ossetia”) until 1801. After the empire of Russia abolished the Kartl-Kakheti kingdom and conquered its territory, Shida Kartli became the part of the Tbilisi Gubernya as Gori mazra. Gori mazra included Georgian city Tskkinvali, Kornisi, java, etc.)

III. According to the President of Russia, Abkhazia was an independent country during 1918-1920 and was conquered by the democratic republic of Georgia. Historical truth is distorted here. After the Russian Empire had collapsed, due to the February-March Revolution in 1917, separatist started a movement on the territory of principality of Abkhazian (according to Russian administrative division – Sokhum Okrug) with the purpose of separating Abkhazia from Georgia but in vain. Forces with Georgian Orientation had a superiority in number over separatist forces, which served as favourable ground for the political authorities of Russia. Moscow was encouraging and supporting separatists in all the possible ways. In February of 1918, Russian Bolsheviks by using Russian military forces occupied, but soon they left the city. In April of 1918, Russian Bolsheviks once again managed to occupy Abkhazia, but this time as well their rampage did not last long. On May 17, 1918, National Guard of Georgia took control over the city, soon Bolsheviks were driven out from other regions of Abkhazia. In February of 1921, Georgian Constituent Assembly enacted the Constitution of Georgia, where according to the 107th Article: “the integral parts of Georgian Republic – Abkhazia (Sokhum region), Muslim Georgia (Batumi region) and Zakatala (Zakatala region) are granted the right of local, autonomous governance”. It was mentioned in the Article 108 that autonomous governance would had been adopted by a separate law, for which Democratic Government of Georgian did not have an opportunity to accomplish.

  1. The president of Russia stated that Georgian Soviet Socialist Republic allegedly was part of Abkhazian Soviet Socialist Republic. It is worth noticing, that because due to Moscow’s wish utterly incomprehensible had happened: Abkhazia should have been remained within confines of Georgian Soviet Socialist Republic. However, without any clear reasoning Abkhazia was instead declared as Soviet Socialist Republic. This created a completely ambiguous situation. Georgian Soviet Socialist Republic had already been existing, when upon its territory a second Socialist Republic was established! Moscow resolved this uncertainty and awkwardness by having Georgian and Abkhazian governments signed a document, which gave Abkhazia status of treaty Republic. Eventually, Abkhazia was declared an autonomous Soviet republic within the territory of Georgian Soviet Socialist Republic.
  2. According to the opinion of the President of Russia, the government of Georgian Democratic Republic committed a genocide on the territory of Shida Kartli region (in Russian version, so call “South Ossetia”). Historical truth is the following: since 1917, Ossetian separatists, encouraged by the politically authorities of Soviet Russia, attempted to declare their soviet governance over territory of Shida Kartli and to unite so called South Ossetia with North Ossetia, in other words to join it with Soviet Russia. By this time, the overwhelming majority of citizens on the territory of so called South Ossetia were Georgians, whose views were neglected by Ossetian Separatists. During 1918-1920, Ossetian separatists staged a revolt by means of material and financial support from Russian, but Democratic Republic of Georgia defended its territorial integrity.

This is the historical truth, which no one can conceal, even the president.

St. Andrew the First-Called Georgian University

Professor, Rector Sergo Vardosanidze

Professor Vakhtang Guruli

PhD History Levan Jikia

July 10, 2019

***

Фальсифицированная история на службе политики?!

«Осетия вошла в состав Российской империи в 1774 г., … Абхазия в 1810 г. … Никакой Грузии не было, это была

Тифлисская губерния» – Владимир Путин, Президент Российской Федерации. 9 июля 2019 г.

По словам Президента России, для того, чтобы понять его позицию, необходимо рассмотреть события прошлого, а также явления, развернувшиеся вокруг Абхазии и Южной Осетии. Эти регионы, согласно Президенту России, исторически были независимыми государствами. В 1918 г. Грузия оккупировала Абхазию, а в 1919 и 1920 гг. осуществила геноцид осетинского народа. «Все это хорошо бы знать сегодняшним грузинским властям. Нельзя об этом забывать никогда, если сегодняшние грузинские власти хотят наладить отношения с народом Абхазии или Южной Осетии. Россия просто вынуждена была признать независимость этих республик и защитить народ и Абхазии, и Южной Осетии».

Сегодня на фоне напряженных отношений между Грузией и Россией Президент Владимир Путин выразил свою позицию, коснувшись кардинальных проблем истории Грузии. Исторический экскурс и на этот раз оказался поверхностным и научно необоснованным. Если исходить из содержания текста выступления Президента России, распространенного различными информационными средствами, то получается, что:

  1. Грузия не существовала как государство, была только Тифлисская губерния. Это заявление настолько абсурдное, что на него даже не стоит реагировать, но и без ответа не следует оставлять. До 1801 г., когда Российская империя упразднила Картли-Кахетинское царство, а затем в состав империи вошла вся Грузия, на исторической территории Грузии существовали следующие грузинские царства и княжества: Картли-Кахетинское и Имеретинское царства, Мегрельское, Гурийское, Абхазское и Сванетское княжества. Россией несколько раз было осуществлено административно-территориальное деление Грузии.

Первоначально существовала Грузино-Имеретинская губерния, затем административно-территориальное деление изменилось в 1917 г. и приняло следующий вид:

  1. Тифлисская губерния, в которую наряду с Картли, Кахети и другими территориями Самцхе-Саатабаго входил Закатальский округ (часть исторического Эрети – Чар-Белакан);
  2. Кутаисская губерния, в состав которой входили Имерети, Гурия, Самегрело, Сванети, а также Батумский округ (Аджария и Артвини) и Сухумский округ (Абхазия);
  3. Карский округ, который включал значительную часть территории исторического Тао-Кларджети (Артаани, Олтиси, Эрушети и др.).

Таким было административное деление исторических территорий Грузии к 1917 г., т. е. к концу существования Российской империи.

Грузинский народ не мог мириться со своим положением, о чем свидетельствуют восстания 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832, 1841 гг. и национально-освободительное движение второй половины XIX в., которое увенчалось объявлением государственной независимости Грузии 26 мая 1918 г.

7 мая 1920 г. по статье IV «Московского мирного договора» территориями Грузинской Демократической Республики Советской Россией были признаны «нижеследующие губернии и области бывшей Российской империи – Тифлисская, Кутаисская и Батумская со всеми уездами и округами, составляющими означенные губернии и области, а также округа Закатальский и Сухумский».

  1. Согласно заявлению Президента России, в 1774 г. (в этом году был заключен Кючук-Кайнарджийский мирный договор между Россией и Турцией) Южная Осетия вместе с Северной Осетией вошла в состав Российской империи. Историческая правда искажена и в данном случае. Этот факт наряду с другими документами подтверждается и «Георгиевским трактатом», который был заключен в 1783 г. между Картли-Кахетинским царством и Российской империей. По требованию Российской стороны «Георгиевский трактат» был сопровожден царем Ираклием II списком князей и дворян Картли-Кахетинского царства. В этом списке были указаны существовавшие на исторической территории Грузии – Шида Картли – княжества и их владетели, подданные Ираклия II грузинские дворяне Эристави, Мачабели, Херхеулидзе, Палавандишвили и мелкопоместные дворяне: Коринтели, Павленишвили, Рчеулишвили и др. Если владетели существовавших на исторической территории Грузии – Шида Картли (по русской версии, на территории т. н. «Южной Осетии») княжеств были подданными Ираклия II, то каким образом эта территория могла быть частью Российской империи? Под юрисдикцией Картли-Кахетинского царя Шида Картли (т. н. «Южная Осетия») находилась до 1801 г. После того, как Российская империя упразднила Картли-Кахетинское царство и завоевала ее территорию, Шида Картли окончательно вошла в состав Горийского уезда Тифлисской губернии. В Горийский уезд наряду с другими территориями входили грузинские города Цхинвали и Ахалгори, а также селения Корниси и Джава и др.

III. Согласно заявлению Президента России, Абхазия была независимым государством и в 1918-1920 гг. она была оккупирована Грузинской Демократической Республикой. Подобное мнение не соответствует исторической правде. После того, как в феврале-марте 1917 г. революция упразднила Российскую империю, на территории бывшего Абхазского княжества (по русскому административному устройству – в Сухумском округе) началось сепаратистское движение с целью отторжения Абхазии от Грузии, завершившееся весьма безуспешно, что противоречило планам политического руководства России. Россия подстрекала сепаратистов и всячески помогала им. В феврале 1918 г. русские большевики заняли Сухуми, однако вскоре они покинули город. В апреле 1918 г. русские большевики вновь заняли Сухуми, но и на этот раз продержались там недолго. 17 мая 1918 г. Национальная гвардия Грузии заняла город. Большевики были изгнаны и из других районов Абхазии. 21 февраля 1921 г. Учредительное собрание Грузии приняло Конституцию, в 107 статье которой отмечалось следующее: «Неотъемлемым частям Грузии – Абхазии (Сухумскому округу), Аджарии (Батумской области) и Саингило (Закатальскому округу) предоставляется право автономного управления внутренними делами». А в 108 статье указывалось, что положение об автономном управлении будет утверждено отдельным конституционным законом, однако демократическому правительству Грузии не суждено было осуществить этот пункт.

  1. Президент России заявил, что Грузинская Советская Социалистическая Республика якобы входила в состав Абхазской Советской Социалистической Республики.

Следует отметить, что воле Москвы сложилась совершенно непонятная ситуация: в Грузинской Советской Социалистической Республике должна была существовать Абхазская Автономная Республика. Однако по совершенно непонятным соображениям было объявлено о создании Абхазской Советской Социалистической Республики.

Сложилась совершенно непонятная и нелепая ситуация. На территории уже существовавшей Грузинской Советской Социалистической Республики была создана вторая Советская Социалистическая Республика! Москва нашла выход из создавшегося положения, и между Грузией и Абхазией был заключен «особый союзный договор», в результате чего Абхазия получила статус «договорной республики». В итоге все завершилось тем, что Абхазия была объявлена Автономной Советской Социалистической Республикой в составе Грузинской ССР.

  1. По мнению Президента России, правительство Грузинской Демократической Республики осуществило на территории Шида Картли (согласно русской версии, в т. н. «Южной Осетии») геноцид осетинского народа. Историческая правда такова: с 1917 г. при подстрекательстве политического руководства Советской России осетинские сепаратисты старались объявить в Шида Картли советскую власть и воссоединить т. н. Южную Осетию с Северной Осетией, т. е. ввести ее в состав Советской России. К этому времени на территории т. н. Южной Осетии абсолютное большинство населения составляли грузины, с мнением которых не считались осетинские сепаратисты. В 1918-1920 гг. осетинские сепаратисты при материальной и военной помощи Советской России организовали восстание, однако правительство Грузинской Демократической Республики встало на защиту территориальной целостности страны.

Такова историческая правда, которую никто не сможет скрыть, даже Президент страны.

Грузинский университет им. св. Андрея Первозванного

Профессор Серго Вардосанидзе

Профессор Вахтанг Гурули

Доктор истории Леван Джикия

10 июля, 2019 г.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

პროფესორი ვახტანგ გურული

ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია

10 ივლისი, 2019 წელი