ივერია – ბრილიანტი უკვე მესამედ…

2560

„ივერია – ბრილიანტი“ ხორციელდება 2018 წლიდან და წელს უკვე მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მანამდე, გასულ წელს, 7-10 ნოემბერს უმასპინძლა პირველად თბილისმა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს. აღნიშნულ ფესტივალში ოთხმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 100-ზე მეტი ბენეფიციარი იყო ჩართული. შემდეგი ანუ მეორე მსგავს ფესტივალს ქუთაისმა უმასპინძლა, 2019 წლის 4-5 მაისს. „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები, საქართველოს წარმომადგენლები, პირობისამებრს, წავიყვანეთ ასევე საერთაშორისო ფესტივალებში, უკრაინაში „ზალატოი პტახ“ და პოლონეთში – „პრო ომნიბუს“. ყველაფერი ეს სრულიად უფასოდ, რა თქმა უნდა მათი განვითარებისა და საქართველოს ამ სფეროში საერთაშორისო ასპარეზზე ჩართისთვის. ქართველებმა გვასახელეს და პირველი ადგილებიც დაიკავეს და კიდევ სხვა საპრიზო ადგილებიც ღირსეულად მიიღეს. ამ ყველაფერს გაგრძელება აქვს და კიდევ ბევრი ქართველი გაემგზავება სხვადასხვა ქვეყნის მსგავს ფესტივალებზე.

აღვნიშნავთ, რომ 2019 წელს, 4-5 მაისს, ქალაქ ქუთაისში გამართული – „ივერია – ბრილიანტი“ ქუთაისის მერიის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით შედგა. ფესტივალმა დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალი უკვე მეორედ შედგა და თავისი მიზნები და ამოცანები გაამართლა. ქუთაისის ფესტივალის მტავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორი იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია იყო, მერაბ ქვარიანის ხელმძღვანელობით.

„ივერია – ბრილიანტის“ ძირითადი პარტნიორია ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელშიც დასაქმებულია 18 შშმ პირი. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული ჟურნალი“ ემსახურება შშმ პირთა დასაქმებას, სოციალურ კეთილდღეობას, რესოციალიზაციას, უფლებების დაცვას, განათლებას და მათ კულტურულ-სპორტულ და სხვა სახის აქტივობებში ჩართულობას. წლების განმავლობაში „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ ათეულობით სასარგებლო პროექტი განახორციელა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდა შშმ პირთა პრობლემების შესახებ და ქვეყანაში აამაღლა ცოდნის და მიდგომების საერთო დონე. 2018 წლიდან „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შეძლო და საქართველო ჩართა უკრაინის და პოლონეთის შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალებში. ამავე საკითხებში ასევე აქტიურადაა ჩართული ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. ასევე, „განსაკუთრებული ჟურნალიც“ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით გამოიცემა.

და ბოლოს, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი: ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349-ს დ პუნქტს. ევროასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს ევროპულ, ცივილიზებულ დიდ ოჯახში გაწევრიანებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ზედმიწევნით და ბეჯითად გვაქვს ყველა პუნქტი შესასრულებელი, – განაცხადა ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.