ივერია – ბრილიანტის პირველი ტურის შედეგები… Iveria – Brilliants results of the first round of…

1873

„ივერია ბრილიანტის“ მონაწილეები და მრავალათასიანი გულშემატკივრები დღევანდელ დღეს გულის ფანცქალითა და აჟიოტაჟით ელოდება…

ფესტივალი დაიწყო 2020 წლის 13 ივლისს, რომლის პირველი ეტაპი იყო მონაწილეთა თვით წარდგენა. შემდეგი ეტაპები კი უკვე შემდეგნაირად განვითარდა: ყოველ ორშაბათს ქვეყნდებოდა მონაწილეთა ახალი სიმღერა, გრაფიკისა და მიმართულების მიხედვით – სოლოს მშობლიურ ენაზე, სოლო უცხოური, დუეტი ნებისმიერ ენაზე, აკაპელა. ყველა ნამღერი ჩაწერილია სახლის პირობებში არაპროფესიონალური აპარატურით, რასაც მსმენელი და მაყურებელი, შექმნილი ვითარების – კორონა ვირუსის გამო, ვიცით გაგებით მოეკიდება.

 „როგორც მოგეხსენებათ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ ონლაინ ვერსია კორონა ვირუსის წინააღმდეგ შეიქმნა, რომ არ გაჩერებულიყო ფესტივალი, შშმ პირთა ხელოვნების განვითარება, მათი ნიჭის რეალიზაცია რესოციალიზაცია. სწორედ ამიტომ ატარებს ეს ფესტივალი სლოგანს „ივერია – ბრილიანტი“ ფესტივალი კორონას წინააღმდეგ“! საერთო ჯამში საქართველოში „ივერია – ბრილიანტის“ საერთაშორთისო ფესტივალი რიგით მეხუთეა.“

„ფესტივალში შვიდი ქვეყანის 33 მონაწილეა ჩართული: პოლონეთი, რუმინეთი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და მასპინძელი საქართველო. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ფესტივალის პოპულარობა მზარდია და საიტერესო კონცეფციით სარგებლობს.“

„აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ივერია – ბრილიანტი“ საქართველოში პირველი ფესტივალია შშმ პირთათვის, ხოლო მსოფლიოში ონლაინი ფესტივალთა რიგებში პირველია, რა თქმა უნდა, შშმ პირებისთვის და შერეული ფორმით ანუ ინკლუზიური სახით“.

„ჟიურის წევრები მეტად საინტერესო, ცნობილი, პოპულარული, გემოვნებიანი, განათლებული და საკუთარი საქმის უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები არიან, რომელთა ვინაობაც დროებით ინკოგნიტოდ რჩება… თუმცა აქვე გეტყვით, რომ ჟიურის წევრი ყველა მონაწილე ქვეყნიდანაა ჩართული“.

„და რაც მთავარია, მონაწილეთა და გულშემატკივართათვის დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ივერია ბრილიანტის“ ჟიურის საერთო და ერთხმოვანი, გადაწყვეტილებით, პირველი ტურის ანუ ოთხი სიმღერის შედეგების მიხედვით გადაწყვეტილება შემდეგნაირია: ეს ფაქტი მონაწილეთათვის ერთგვარად წახალისება და შემდგომი ტურისთვის მეტი პასუხისმგებლობის დასკისრება და წარმატებისკენ მიმავალი გზაა. მოკლედ, ყველას გასახარად მინდა ვთქვა, რომ პირველი ეტაპი ყველა მონაწილემ გადალახა და მეორე ტურში გადავიდა ყველა მონაწილე. ვულოცავ ყოველ მათგანს და ვუსურვებ წარმატებას“.

„და ბოლოს, მონაწილეთათვის და მათი გულშემატკივრებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საქართველო გამარჯვებული წარმომადგენელი ორ-ორი წყვილი 2020-2021 წლეს გაემგზავრება პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში. გამარჯვებულების მგზავრობის ხარჯებს „ივერია – ბრილიანტი“ გაიღებს, ხოლო უცხოეთში ადგილობრივ ხარჯებს ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფესტივალები ანუ მასპინძელი ქვეყნები აანაზღაურებენ“ – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

შემდეგი ტური მეტად რთული და საპასუხისმგებლო იქნება ანუ გამოეთიშებიან ის მონაწილეები, რომლებიც ვერ დააგროვენებ საკმარის ქულებს.

აქვე, დაინტერესბულ პირთათვის, ფესტივალმა „ივერია – ბრილიანტმა“ უკვე ოთხჯერ შეძლო საკუთარი სახსრებით არაერთი ჩვენი მოქალაქის გაგზავნა უცხოეთის ფესტივალებზე.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ფესტივალის ორგანიზატორი და განმხორციელებელია ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“ და საქართველოში პირველი გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელშიც 18 შშმ პირია დასაქმებული სხვა არაერთ ჟურნალისტთან ერთად.

პ.ს. დღეს დაიდება მხოლოდ მონაწილეთა წარდგენები, ხელმეორედ, რათა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ იცოდნენ თავისი რჩეულის შესახებ მეტი. ხოლო 2020 წლის 31 აგვისტოს მეორე ტურის პირველი დავალება-სიმღერა.

გისურვებთ წარმატებებს!

“Iveria – Brilliant” participants and many thousands of fans are waiting for today with a heartbeat and agitation…

The festival started on July 13, 2020, the first stage of which was the self-presentation of the participants. The following stages have already developed as follows: Every Monday a new song of the participants was published, according to the schedule and direction – solo in native language, solo in foreign language, duet in any language, acapella. All the songs are recorded at home with unprofessional equipment, which the listener and the viewer, due to the created situation – the corona virus, we know will understand.

“As you know, the online version of the International Festival of Song, Dance and Art for Persons with Disabilities” Iveria – Brilliant” was created against the corona virus, so as not to stop the festival, the development of art for people with disabilities, the realization of their talents. That is why this festival carries the slogan “Iveria – Brilliant Festival against Corona”! In total, the Iveria- Brilliant International Festival is the fifth in Georgia. “

“33 participants from seven countries are involved in the festival: Poland, Romania, Armenia, Ukraine, Turkey, Azerbaijan and host Georgia. At this stage, we believe that the popularity of the festival is growing and it has an interesting concept. “

“It should also be noted that” Iveria – Brilliant” is the first festival in Georgia for people with disabilities, and the online online festival is the first in the world, of course, for people with disabilities and in a mixed form or inclusive.”

“The members of the jury are very interesting, famous, popular, tasteful, educated and professionals of the highest category of their work, whose identities remain temporarily incognito… However, I will tell you that the members of the jury are involved from all participating countries.”

“And most importantly, the most important information for the participants and the fans today: the general and unanimous decision of the jury of Iveria Brilliant, according to the results of the first round or four songs, is as follows: This fact is a kind of encouragement for participants In short, to the delight of everyone, I would like to say that all the participants passed the first stage and all the participants passed to the second round. I congratulate each of them and wish them success.”

“Finally, interesting and important information for the participants and their fans: two pairs of winning representatives from Georgia will travel to Poland, Ukraine, Romania and other countries in 2020-2021. “Iveria – Brilliant will cover the travel expenses of the winners, and local expenses abroad will be reimbursed by our partner international festivals or host countries,” said Nugzar Chiaberashvili, the festival’s founder.

The next round will be very difficult and responsible or those participants who can not earn enough points will be eliminated.

Here, for those interested, the festival “Iveria – Brilliant” has already been able to send many of our citizens to foreign festivals four times with their own funds.

The project is implemented with the blessing of the Catholicos Patriarch of All Georgia, Metropolitan of Tskhum Abkhazia and Bichvinta, His Holiness and Beatitude Ilia II. The festival is organized and implemented by the NNLE “Social Enterprise Special Magazine” and the first edition in Georgia “Special Magazine”, which employs 18 people with disabilities along with many other journalists.

P.S. Today only the submissions of the participants will be posted, again, so that the fans can once again know more about their favorite. And the first assignment-song of the second round on August 31, 2020.

good luck!