ივერია – ბრილიანტის გამარჯვებული მონიკა ახვლედიანი დუეტის ჩაწერას ჯგუფ ალეგროსთან…

2135

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ნიჭიერია, მოკრძალებული, სათნო და ძლიერი! ეს გოგონა კარგად დაიმახსოვრეთ, ის ბევრჯერ ასახელებს საქართველოს საზღვრებს გარეთაც და ჩვენთან – სამშობლოშიც! ეს გოგონა, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ 2020 წლის გამარჯვებულია, +18 წელში პირველი ასგილი დაიკავა და მისი პარტნიორი ასევე გამარჯვებული პოლონელი ჯულია ბაგინსკა იქნება! ეს ყველაფერი კი ფესტივალის განვითარებაზე, შშმ პირთა ფესტივალებისა და მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესო დეტალია!

მოკლედ, ეს უკვე მრავალჯერ გამარჯვებული მშვენიერინ გოგონა, რომელმაც 2019 წელს უკრაინაში, ქალაქ ვინიცაშიც რომ გვასახელა ასევე საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ნიკოლოსიზ სასწაული“, გურიის შვილია, მონიკა ახვლედიანი!

– მონიკა, როგორ დაიწყო შენი სასიმღერო კარიერა?
ჩემი სასიმღრეო კარიერა დაიწყო  ვიწრო წრეში, მეგობრებთან და ახლობლებთან ერათად  ვმღეროდი, როგორც შემეძლო.
– რა ადგილი უკავია საქველმოქმედო ასოციაციას „გურიას“ შენს საესტრადო კარიერაში?
– როდესაც საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ წევრი  გავხვდი იმ დღის შემდეგ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩემთვის მუსიკისადმი ინტერესი, რადგან ბევრი ღონისიძიებები ტარდებოდა და მეც შესაბამისად აქტიურად ვმონაწილეობდი.
– მონიკა, გაიხსენე შენი პირველი სიმღერა…
– ჩემი პირველი სიმღერა იყო ჯანსუღ კახიძის „საზამთრო“  რომელსაც დიდი სიხარულიათ ვასრულებდი.
– და სცენაზე როცა დადექი ის დღე როგორ გახსოვს?
– ჩემი პირველი სცენაზე დადგომა ემოციებით სავსე იყო, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.
– დიდ სცენაზე როდის დადექი პირველად და ხომ არ გეშინოდა?
– დიდ სცენაზე პირველად დავდექი ქალაქ ქუთაისის ოპერაში, „ივერია – ბრილიანტის“ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. შიშის გრძნობა არ მქონია, უფრო მერიდებოდა იმ ადამიანების, რომლებიც მიყურებდნენ და შეფასებებს მაძლევდნენ – საკონკურსო ქულებს რომ მიწერდნენ… ვიცოდი, რომ სიმღერა გარკვეულწილად გაუმართავი იქნებოდა, რადგან ის სიმღერა, რომელიც იქ შევასრულე, პედაგოგის გარეშე იყო მომზადებული, ერთ კვირაში ვისწავლე და…
– და რა მოგცა „ივერია – ბრილიანტმა“?
– უპირველესად „ივერია – ბრილიანტმა“ შემძინა ღირსეული, უნიჭიერესი მეგობრები, რომლებათან ერთად  თავს  ბედნიერად  ვგრძნობ. ასევე მოულოდნელი წარმატებები, რასაც არ ველოდი… გული სიამაყით მევსება ამ პროექტის ნაწილი რომ ვარ.


– რომ არა „ივერია – ბრილიანტი“?
– და რომ არა ივერია ბრილიანტი, არავის ეცოდინებოდა ჩემი მოკრძალებული ნიჭის შესახებ.
– ვოკალში ვინ გამზადებს?
– ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია, მაგრამ გვერდით მყავს ადამიანები, რომლებმაც გადამაწყვეტინა  მოანაწილეობა მიმეღო „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალში.
– საფესტივალო ან საკონცერტო რეპერტუარს ვინ გირჩევს?
– მე თვითონ  ვარჩევ როდის რა ვიმღერო, როგორი სიმღერა მიხდება, ამას წინასწარ ვგრძნობ.
– შენი მუსიკის სტილი რომელია, რა მიმართულება მოგწონს?
– საესტრადო მუსიკა მომწონს, თუმცა ფოლკლორშიც კარგად ვგრნობ თავს, ლირიული სიმღერებიც მიზიდავს.
– რაზე ოცნებობ?
– ჩემი აუხდენელი ოცნებაა ვისწავლო დაკვრა პიანინოზე და თან  ვიმღერო, მაგრამ დიდი  მონდომების მიუხედავად ვერ შევძელი, რადგან  მარჯვენა ხელით ვერ ვუკრავ და მარცხენა ხელით საკმარისი არ არის. ჩემი დიდი სურვილია ვიმღერო დიდ სცენაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიამოვნებას მივანიჭებ,  ჩემი შემოქმედებით. სცენა ჩემთვის ყველაფერია, სადაც ბედნიერად ვგრძნობ თავს.
– შენს საკონცერტო სამოსზე ვინ ზრუნავს?
– ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავენ ჩემი მშობლები ზრუნავენ. არ ვარ განებივრებული იმიჯმეიკერით.
– გურიის საკმაოდ ცნობილი ანსამბლი დაგეხმარა დუეტში სიმღერის ჩაწერაში. ვისი იდეა იყო?


– ჩემი საკონკურსო სიმღერის ჩაწერა „რეხეულთან“ იყო ჩვენი ორგანიზაციის ერთობლივი იდეა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ანსამბლის ერთ-ერთი  წევრი ჩვენი ფორკლორის პედაგოგი სალომე კირკელიაა.
– და არ გეშინოდა ასეთი მაღალი კლასის ანსამბლთან ერთად დუეტის ჩაწერა?
– „რეხეულის“ ხელმძღვანელს ფორკლორის ცენტრში შევხვდით, მეგონა რამდენიმე დღე  დამჭირდებოდა  მომზადებისთვის, როცა მომისმინა იმ დღესვე მითხრა „შენ რეპეტიციები არ დაგჭირდება“… მეორე დღისთვის  დამიბარა, დამხვდნენ ანსამბლის წევრები იმ დღესვე, რეპეტიციის გარეშე ჩავწერეთ ჩემი საკონკურსო ჰიმნი „ხელები ზეცისკენ“.
– მონიკა, რთული არ იყო ასე მოკლე დროებში, თითქმის ყოველ კვირა ერთი ან ორი სიმღერის ჩაწერა „ივერია – ბრილიანტისთვის“?
– ასე მოკლე დროში პედაგოგის გარეშე, მართლა რთული იყო ამდენი სიმღერის ჩაწერა, მაგრამ გვერდით დამიდგა ბატონი შალვა ინწკირველი, ჩვენი ოფისის სული და გული. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩემი საკონკურსო ვიდეოები კარგი სანახავი ყოფილიყო.
– ვისთან გსურს დუეტის ჩაწერა?
– დუეტის ჩაწერას ვისურვებდი ჯგუფ „ალეგროსთან“.
– უკრაინაში იყავი 2019 წელს. გაიხსენე მოგზაურობა და იქაური ფესტივალი…
– უკრაინაში მოგზაურობამ ჩემთვის, ყოველგვარ მოლოდინს გადაარჭაბა. ვერ ვიფიქრებდი თუ შევძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ  დიდი შთაბეჭდილებებით  სავსე დავბრუნდი სამშობლოში. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. თბილი, სიკეთით, სიყვარულით და  ერთგულებით სავსე გარემო იყო… მეტი რა უნდა მინდოდეს ბედნიერებისთვის.


– და ონლაინ ფესტივალში, „ივერია – ბრილიანტში“ გამარჯვებისთვის 2021 წელს პოლონეთში ან რუმინეთში მოგიწევს გამგზავრება, ოღონდ რეალურ ფესტივალში, სადაც მხოლოდ დუეტებია. რა გეგმები გაქვს და დუეტის პარტნიორი გყავს?
– რა თქმა უნდა, სცენაზე ყოფნა, უფრო საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტულია, ვიდრე ონლაინით  ჩატარებული ფესტივალი, მაგრამ მიუხედავად შეზღუდვებისა, მიხარია, რომ  ონლაინ რეჟიმშიც  წარმატრბით  ჩატარდა ფესტივალი. ქართველ მეწყვილვილესთან,  შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შევეცდები კარგი დუეტი გამოვიდეს და ვასახელო გურია, საქართველო და „ივერია – ბრილიანტი“.
– ახლა რას აპირებ, 2021 წელს საქართველოში ევროვიზია გაიმართება საქართველოში…
– მიველსალმები საქართველოში ევროვიზიის ჩატარებას საინტერესო სანახავი იქნება. რაც შეეხება მონაწილეობას, დავფიქრდები და ისე მივღებ, გადაწყვეტილებას.
– სიმართლე მითხარი, ელოდი ამ გამარჯვებას?
– არასდროს ამბიციები არ მქონია პირველობის, სრული გულწრფელობით გეუბნებით, მაგრამ პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი, რადგან ონლაინ რეჟიმში პროექტისთვის, სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი.
– რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, გამარჯვება თუ…
– ჩემთვის მნიშვნელოვნია უპირველესად ადამიანების სიყვარული, რომელიც მაძლიერებს და გულს მიხარებს. როცა ვიცი, რომ  რაღც აკლია ჩემს მუსიკალურ განვითარებას, გამარჯვებაზე არცკი ვფიქრობ. ჩემი მუდმივი საფიქრალია მყავდეს  ისეთი პედაგოგი, რომელიც სწორ გზას მაჩვენებს  მუსიკალურ კარიერაში.

– დღეს როგორ ვითარდება შშმ პირთა ცხოვრება?
– შშმ  პირთა ცხოვრება საქართველოში  ბევრი დაბრკოლებებით  ვითარდება, ბევრი რამ არის შესაცვლელი იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს. უნდა იყოს სამართლიანი კანონები, გარემო ადაპტირებული, ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწდომი… სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებში უნდა იყვნენ ჩართული. და, ერთ-ერთი უმთავრესი,  საზოგადოებამ ისინი ისეთები უნდა მიიღონ, როგორებიც არიან. ყველგან და ყველასთან  კომფორტულად იგრძნონ თავი, რათა საზოგადოების სრულ უფლებიანი წევრები გახდნენ.
– საქართველოში ისევ არის სტიგმა შშმ პირის მიმართ?
– საქართველოში ჯერ კიდევ ვამჩნევ ადამიანებისგან  უარყოფით დამოკიდებულებეს შშმ პირთა მიმართ… ამ ყველაფერზე გული მწყდება, ძალიან… ვისურვებდი ყველაფერი თავის ადგილზე  დადგეს და შშმ პირთა ცხოვრება მაქსიმალურად მოწესრიგდეს.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ შშმ პირთა ცხოვრება გაუმჯობესდეს?
– იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოში შშმ პირთა ცხოვრება, უპირველესად საქართველოს მთავრობამ უნდა დააკანონოს მათზე მორგებული კანონები და ეს კანონები უნდა განახორციელონ.
– და ბოლოს, გვითხარი სამომავლო გეგმებზე…
– ჩემი სურვილია კიდე ურო განვვითარდე მუსიკალურად და  ბევრ წარმატებას მივაღწიო, რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები გავახარო!