Goju ryu – ლევან როგავა იუბილარია

969

საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იუბილარია!

როგორც იცით, მის ანგარიშზე მსოფლიოს, ევროპის, ამერიკი, საქართველოს და სხვა მრავალი საერთაშორისო ჩემპიონატის მედალია. იგი განთქმულია როგორც კარატეს მაღალი კლასის ოსტატი, ასევე ამ უნიკალური საბრძოლო ხელოვნების პედაგოგიკაში სამაგალითოა, – მისი კარატეკასადმი (მოსწავლე კარატეში) მიდგომები, თეორიები და პრაქტიკა დაყრდნობილია ოკინავურ-იაპონურ და ჩინურ ფილოსოფიაზე და შედეგებიც უმაღლესი აქვსთ მის შეგირდებს.

ხშირად სტუმრობს კარატეს სამშობლოს – ოკინავას, სადაც ცოდნის განახლებას და კარატეს ახალი საიდუმლოებების ამოხსნას ახერხებს. დღეს ლევან როგავა მეხუთე დანის მფლობებია, რომელიც 2022 წლის მარტში მიიღო, რაც მისი ოსტატობის სიმაღლეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ქართველი ოსტატი დღეს 41 წლის შესრულდა, რაც კარატეში უნიკალური ასაკია და მისი უფრო მაღალ დონეზე დაოსტატებისთვის საუკეთესო პერიოდია, – კარატე ხომ მუდმივად ავითარებს ადამიანს და ადამიანშიც მუდმივად ვითარდება აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება და ფილოსოფია…

შეგახსენებთ, რომ გოჯუ რიუ არის კარატეს ერთ-ერთი ელიტარული სახეობა, ტრადიციული და უძველესი, რომელიც სრულ კონტაქს შეიცავს რთულ, მძიმე ბრძოლებს შეიცავს და მისი კარგი მცოდნე ყოველთვის ადვილად  იმარჯვეს ორთაბრძოლების ნებისმიერ სახეობაში, ამის მაგალითი გიგა ჭიკაძეა… ხოლო ცხოვრების სირთულეებს ადვილად ართმევს თავს, რადგან მისი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური მომზადება ჰარმონიულია და ძლიერი!

მისმა აღსაზრდელებმა უკვე არაერთი ჩემპიონატი მოიგეს ევროპასა და მსოფლიოზე, ასევე ამზადებს ბრძოლა წესების გარეშესთვის, რომელიც შესაძლოა ახალი ვარსკვლავი გახდეს უახლოეს მომავალში…

ვუერთდებით მილოცვას კარატეს სამყაროს – ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებებს ვუსურვებთ სენსეი ლევან როგავას!

მილოცვებს დილიდან იღებს კარატეს ცნობილი ოსტატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან…