მომავლის მედიცინა წინა ხაზზე ხალხურ მედიცინას აყენებს

1150

ონკოლოგიაში ხალხური მედიცინის წარმატების შესახებ აკადემიური დოქტორი, კლინიკური ონკოლოგი სოფიო ბაძგარაძე მეტად საინტერესო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.

სამყაროში ადამიანის ორგანიზმზე რთული თითქმის არაფერია. შესაბამისად, რთულია პათოლოგიების ახლართულ გორგალში სათავის – დაავადების პირველმიზეზის პოვნა. ჰიპოკრატეს დროს ექიმი ეძებდა ავადმყოფობის მიზეზს და ცდილობდა, ემოქმედა უშუალოდ მასზე და არა სიმპტომატიკაზე, ეფექტურად იყენებდა ხალხურ მეთოდებს. დღევანდელი მედიცინა სულ უფრო მეტადაა დაკავებული სიმპტომების მკურნალობით. ექიმები ნაკლებად ცდილობენ გაერკვნენ, რამ გამოიწვია ესა თუ ის დაავადება.

ბოლო ათწლეულში სულ უფრო ვითარდება „კარგად დავიწყებული ძველი – ახალი“. ინტეგრაციული მედიცინა არის მედიცინა, რომელიც ორგანოთა სისტემურ კავშირურთიერთობას მთლიანობაში განიხილავს, რომელიც უბრალოდ კი არ ახდენს სიმპტომების კონსტატაციას, არამედ მათ გამომწვევ პირველმიზეზებს ეძებს. ინტეგრაციული მედიცინის ექიმი არის სპეციალისტი, რომელიც უზარმაზარ ცოდნას ფლობს, მათ შორის ხალხურ მედიცინას. ინტეგრაციული ექიმები უკვე არსებობენ მსოფლიო მედიცინაში წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში.

ინტეგრაციული მედიცინის პოპულარიზაციის მიზნით უამრავი კონგრესი ტარდება – სამედიცინო ცენტრი საროველი კი მუდამ ჩართულია მსგავს ღინისძიებებში, რადგან „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“.

ჰომეოპათია:

სოფიო ბაძგარაძე ექიმი ონკოლოგია. მისი საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება 12 წლიანია. მას მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც მესამე მეოთხე სტადიაზე აქვთ დასმული დიაგნოზი. ქალბატონ სოფიოს ძალიან ხშირად ეკითხებიან: არასტანდარტული ონკო-თერაპიით მკურნალობის შესახებ. პაციენტები სთხოვენ, რომ დაეხმაროს საროველის სახელობის სამედიცინო დაწესებულება, ისეთი საშუალებებით, როგორსაც წარმოადგენს ნატუროპათიური მედიცინით შექმნილი პრეპარატები. ხახლხი მოითხოვს ხალხური მედიცინით მკურნალობას, „სამედიცინო ცენტრი საროველი“ კი მზად არის ასეთ პაციენტებს მოემსახუროს და მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს, ჯანმრთელობა აღუდგინოს და სიცოცხლე გაუხანგრძლივოს! როგორც ჩვენ მკითხველს ახსოვს, აღნიშნულ კლინიკას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ნატუროპათიური პრეპარატების მკურნალობისა.


ქალბატონო სოფიო, ჰომეოპათიური პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის პრაქტიკაში, თქვენ თუ იყენებთ?
– ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ და მაღალგანვიარებულ ქვეყანაში, კერძოდ გერმანიაში, ქალაქ შტუდგარდში, სადაც 24 ქვეყანა მონაწილეობდა ინტეგრაციული მედიცინის საერთაშორისო კონგრესში, ჩვენც ვიმყოფებოდით. ეს მიმართულება აღიარებული როგორ არ არის, – ჯერ კიდევ 1917 წელს, ჰოლანდიელმა ექიმა ივატ ეგმანმა გამოიყენა კანის კიბოს სამკურნალოდ. სწორედ ის პრეპარატი, რომელიც ჩვენ გვაქვს კვლევებში ჩასმული. ეს არის მედიკამენტი ჰელიქსორი ანუ ფითრით მიღებული პრეპარატი. ონკოლოგიაში ასე შეიძლება ვქვათ, რომ ვერ გამოვიყენებთ როგორც პირველი ხაზის პრეპარატს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალებად. იგივე ქიმიო თერაპიის ეფექტის გაძლიერების მხრივ, იმუნო სტიმულაციის მიმართულებით, გააჩნია დაავადებების ნოზოლოგებიდან გამომდინარე, გვაქვს კვლევები პაციენტებთან მესამე მეოთხე ხაზის თერაპიაზე, როგორც ალტერნატიული მკურნალობის მეთოდად და ძალიან კარგი შედეგები მიგვიღია, სადაც ქიმიო თერაპიის მუშობის არსი აღარ არის პაციენტთან, ეს არის გენერალიზებული ფორმები ამ შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, პაციენტის ასაკიდან გამომდინარე იმ რისკ-ფაქტორებიდან. როდესაც უკუჩვენებები არის ქიმიოთერაპიის ან სხიური თერაპიის ჩატარების დროს, ბუნებრივია პაციენტთან ვიწყებთ იმუნოსტიმულაციას. ალტერნატივიდან ჩვენ ვირჩევთ იმუნოთერაპიის პრეპარატებს, ჰომეოპათიურ პრეპარატებს.


რა არის ნატუროპათია?
– საინტერესო საკითხია მკითხველისთვის… ალბათ ბევრი ადამიანი იკითხავს – საიდან მოდის ეს?! დღევანდელი მედიცინა აქტიურად აღიარებს დღეს ინტეგრნაციული და ალტერნატიული მედიცინის გზებს ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ. სწორედ ერთ-ერთ მიმართულებას ჰომეოპათია წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში გერმანელი მეცნიერის მიერ იყო შემოღებული ადამიანთა სამკურნალოდ. ეს არის ჩვეულებრივი მცენარეები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ იმუნიტეტი აამაღლონ, გააძლიერონ, გააჯანსაღონ… რაც ხელს უწყობს ონკოლოგიურ პაციენტებს, ებრძოლონ სიმსივნურ დაავადებებს, ებრძოლონ და დაამარცხონ საკუთარი იმუნიტეტი ხარჯზე. ონკო პაციენტებში ჩვენ გვაქვს მდიდარი გამოცდილება საქართველოში დამზადებული პრეპარატის კამელინის, აგრეთვე გერმანიაში დამზადებული ბაბუაწვერას, ჰელიბუროსის, ჰელიქსორის გამოყენებისა. თუ ონკო პაციენტებში ონკო-სხიურ, ქირურგიულ და ქიმიური თერაპია, რეალურად არც ერთი ეს გზა სახარბიელო არ არის, ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად!