გიორგი სოსიაშვილი წმინდა გრიგოლ ფერაძის ორდენით დაჯილდოვდა

1341

ქართველ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს და მწერალს, პროფესორ გიორი სოსიაშვილის კარიერაში დიდი სიახლეა, სიახლე, რომელიც არავის გულგრილს არ დატოვებს და სიამაყით აავსებე ნებისმიერ ჩვენგანს!

ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოვლინდნენ.

ლაურეატებს შორის არიან: იენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც ფენრიხი, ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ბონის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინცგერდ ბრაკმანი, აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისისთვის.

საბჭოს შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელი ლაურეატები გამოავლინა, შედიოდნენ: დავით ყოლბაია (თავმჯდომარე) ვარშავის უნივერსიტეტი; ჰენრიკ პაპროცკი, ვარშავის სასულიერო სემინარია; ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იან მალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტი; ბერნარ უტიე, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემია; იოსტ გიპერტი, ფრაკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება პარიზში მონაკოს სასახლეში 2022 წლის 19 ნოემბერს წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. პრემია უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს წარმოადგენს (X ს.), მარგალიტის თვლებით და მინანქრით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმინდა გრიგოლის ხატია გამოსახული.

მისი პირველი მოთხრობების კრებული გამოვიდა 1996 წელი „ძმათა მახვილი“. 2008 წლის ომის თემას უძღვნა მოთხობების კებული „2008 წლის შვებულება“, რომელის მიხედვითაც 2009 წელს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრმა განახორცილეა დადგმა. 2015 წელს გამოიცა ერთი მოთხრობა „ნატყვიარი“, რომელიც წარდგენილი იყო 2015 წლის ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. სულ გამოცემული აქვს 15 პროზაული კრებული. გარდა პროზაული კრებულებისა გამოცემული აქვს 15 მონოგრაფია და 70-მზე სამეცნიერო ნაშრომი.

გიორგი სოსიაშვილის მოღვაწეობა მრავალმხრივია და არაერთგზის დაფასებულა ეს სხვადასხვა მაღალ დონეებზე.