ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა

451

პროექტის – „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ – ფარგლებში 13–22 ივლისს ახალგაზრდული გაცვლა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და ოსი ახალგაზრდები იღებდნენ.

ათი დღის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად, შემოქმედებითად და საინტერესოდ ატარებდნენ დროს – ჩართულები იყვნენ არაფორმალური განათლების სესიებში, სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ თამაშებში. ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდებმა მოახერხეს როგორც გართობა და დასვენება, ასევე, გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები ისეთ საკითხებში როგორიცაა, კონფლიქტის მოგვარება, ფასილიტაცია, აქტიური მოსმენა და ეფექტური კომუნიკაცია.

ახალგაზრდული გაცვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ქართველი და ოსი ახალგაზრდების დამეგობრებაა, ამჯერადაც, გასული წლების მსგავსად, ახალგაზრდებმა მოახერხეს ერთმანეთის ახლოს გაცნობა, თავიანთი კულტურის, ადათებისა თუ ტრადიციების გაზიარება, საერთო ინტერესების გამონახვა და თბილი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ახალგაზრდული გაცვლა გაიმართა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფონდ „ლაზარეს“ სამშვიდობო პროექტების განსახორციელებლად დაუთმო.

პროექტი „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ხორციელდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.

აქვეყნებს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.