შაბან მამედოვის ქველმოქმედება და ივერია – ბრილიანტი

2800

ახალგაზრდა მუსიკოსი და შემსრულებელი შაბან მამედოვი საქველმოქმედო კონცერტს მართავს მარნეულში. საქართველოში და საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე კარგად ნაცნობი ნიჭიერი მომღერალი თავის მოვალეობად მიიჩნევს ყველა გაჭირვებულს დაეხმაროს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

ამჯერად 25 წლის სამირ დურმუშოვის სიცოცხლის გადასარჩენად იმღერებს საათნახევრიან სოლო კონცერტს შაბან მამედოვი. მარნეულელი ახალგაზრდა მომღერლის საქველმოქმედო კონცერტი, 25 ივლისს, 18:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება. ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცის გადარჩენის ალბათობა იზრდება…

შეგახსენებთ, რომ შაბან მამედოვი ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ ორჯერ გამარჯვებულია – გრანპრის მფლობელი, სხვადასხვა ქვეყნების ასევე საერთაშორისო ფესტივალების გრანპრისა და მრავალი პრიზის პატრონია.

და ბოლოს, მიმდინარე წლის 26 ივლისს შაბან მამედოვი სიღნაღში იმღერებს, „ივერია – ბრილიანტის“ საკონცერტო-საფესტივალო ტურნეზე.