8 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ოფიციალურად გაიხსნება.
ღონისძიებას საკრებულოს, თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი სოფრომაძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
მის: ისნის რაიონი, ე.წ სამხედრო ქალაქი, გამგეობის შენობის მიმდებარედ.