მოდუსთან თანამშრომლობის მემორანდუმი

2238

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და „მოდუსის“ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდების პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, სტუდენტთა და მსმენელთა მოტივაციის ამაღლებას, უზრუნველყოფს პიროვნული პოტენციალის რეალიზებას და პრაქტიკული კომპონენტის ათვისებას. ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და „მოდუსი“ მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და სასწავლო კურსების ჩატარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებში.