რუსთავის მერია ეხმარება…

2307

ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში, რუსთავში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქალაქში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენამ გამოიწვია, რუსთავის მერიამ, მუშაობის საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურა.

მუნიციპალიტეტს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტის და მედიკამენტის სახლში მიტანის კამპანია არც ამ დღეებში შეუწყვეტია.
მოხალისეების დახმარებით, რუსთავის მერიამ უკვე 2000-მდე ისეთ ოჯახს გადასცა შემწეობა, რომლებიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანადგომას საჭიროებდნენ.

მოხალისეობრივ კამპანიაში, რიგით რუსთაველებთან ერთად, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართულები.



დღევანდელი ქველმოქმედება, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის და ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოწყობილი, წითელი ჯვრის და რუსთავის მერიის საქველმოქმედო კალათის პროდუქტით შევსებაში, მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო.
აქციაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან – გოჩა ლორიასთან და ირმა მესხთან ერთად ჩაერთო.

აღნიშნული ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული პროდუქტი, 300-მდე რუსთაველ ოჯახს მიუტანეს მოხალისეებმა.

არ დასრულებულა საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სურსათით მომარაგების აქციაც, სასურსათო პაკეტი დამატებით კიდევ 2400 ოჯახზე გაიცემა.
3250 ბენეფიციარს, ეს შემწეობა უკვე მიღებული აქვს.
სურსათით მარაგდებიან სოციალური სასადილოების ბენეფიციარებიც, მათ ნაწილთან სასურსათო პაკეტი მოხალისეებს მიაქვთ, ნაწილს, კი მუნიციპალიტეტი, სახლიდან სასადილომდე ტრანსპორტით უზრუნველყოფს.